სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფხაკაძე.

ომარ ფხაკაძე (დ. 12 აგვისტო, 1944, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1993, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ველომრბოლი (ტრეკი, სპრინტი). პირველი საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონი სპრინტში[კომ. 1] და პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც სატრეკო ველორბოლაში ოლიმპიური მედალი მოიპოვა. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965).[1]

ომარ ფხაკაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ომარ ფხაკაძე
მეტსახელ(ებ)ი „ელვა ტრეკზე“[1][2]
„ველოსპორტის ვეფხვი“
„სამხრეთული გაელვება“[3]
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1944
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 21 მაისი, 1993 (48 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სიმაღლე 187 სმ
წონა 95 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ველოსპორტი
სახეობა ტრეკი, სპრინტი
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
მწვრთნელი ჯონდო მეფისაშვილი
გურამ ჯოხაძე
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1966
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1965
მედლები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ველოსპორტი
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო მიუნხენი 1972 სპრინტი
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო სან-სებასტიანი 1965 სპრინტი
ბრინჯაო ფრანკფურტი 1966 სპრინტი
ვერცხლი ბრნო 1969 სპრინტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1944 წლის 12 აგვისტოს ქუთაისში. საგზატკეცილო ველორბოლაში ვარჯიში 15 წლის ასაკში მწვრთნელ ჯონდო მეფისაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. სკოლის მოსწავლეებს შორის საგზატკეცილო ველორბოლაში საქართველოს თასის გათამაშებაში გამარჯვებით მწვრთნელ გურამ ჯოხაძის[4] ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას თბილისში გადასვლა და საგზატკეცილოდან სატრეკო ველორბოლაზე გადართვა ურჩია.[2][კომ. 2]

პირველ დიდ წარმატებას ომარ ფხაკაძემ საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადაზე მიაღწია, როდესაც მოსკოვისა და ტულის სახელმოხვეჭილ სპრინტერებთან ჭიდილში გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.[2]

მომდევნო წლებში ომარ ფხაკაძემ კიდევ უფრო დიდ სარბიელზე მიაღწია წარმატებებს, — გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1965),[1][5][კომ. 3][6] ვერცხლის (1969)[7] და ბრინჯაოს პრიზიორი (1966),[8] XX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1972, მიუნხენი),[9] იყო XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო — მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო — IV ადგილი).

საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი (1963, 1964, 1966–1973), ორგზის მეორე (1965, 1967) და მესამე (1968) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი (1963–1965, 1969), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69 წმ და 10,61 წმ (1967).

საბჭოთა კავშირისა და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974–1993). საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986–1993).

მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია გიორგი შენგელაიას ქართულ მხატვრულ ფილმში „ხარება და გოგია“, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის — ხარებას როლს.[2]

მიღწევები რედაქტირება

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
მსოფლიოს ჩემპიონი
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი

ძირითადი შედეგები რედაქტირება

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
ველოსპორტი   ესპანეთი, სან-სებასტიანი მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1965  
ველოსპორტი   გერმანია, ფრანკფურტი მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1966  
ველოსპორტი   ჩეხოსლოვაკია, ბრნო მსოფლიო ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში 1969  
ველოსპორტი   გერმანია, მიუნხენი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1972  

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ომარ ფხაკაძე საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[10]

ლიტერატურა რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

კომენტარები რედაქტირება

  1. სპრინტი ველოსპორტის უძველეს სახეობათაგანია. მსოფლიო პირველობა ვაჟთა შორის 1893 (ქალბატონები 1895), ოლიმპიური მედლები კი 1896 წლიდან თამაშდება (ქალბატონები 1988). ტრეკის სიგრძიდან გამომდინარე ორ ან სამ წრეზე იმართება. დიდ შეჯიბრებებზე ორი სპორტსმენი ეჯიბრება ერთმანეთს და გამარჯვებული ფინიშზე ორგზის პირველობით განისაზღვრება.
  2. 1965 წელს, როდესაც ომარ ფხაკაძე სატრეკო ველორბოლაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა გურამ ჯოხაძეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.
  3. ომარ ფხაკაძე საბჭოთა ველოსპრინტის ისტორიაში პირველი იყო, ვინც პლანეტის უძლიერესი ველოსპრინტერის სახელი მოიპოვა, როდესაც 3-გზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს, საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელ ფრანგ დანიელ მორელონს (ფრანგ. Daniel Morelon) გადაუსწრო.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 დანელია, ვაჟა (19 სექტემბერი, 2020). „ლეგენდების კვალდაკვალ. ომარ ფხაკაძე — სპრინტის მეფე და საველოსიპედო სპორტის ვეფხვი“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Еремян, Арсен (აგვისტო, 2009). „Молния на треке“ (PDF). russianclub.ge. "Русский клуб", № 8, გვ. 28–31. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. გიგოლაშვილი, ნ., „სამხრეთული გაელვება“ // „ლელო“, 5 ოქტომბერი, 1968, № 196 (3680), გვ. 2.
  4. გურამ ჯოხაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
  5. 1965 San Sebastian (ESP). bikecult.com. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
  6. ისინი პირველები იყვნენ // „ლელო“, 7 ნოემბერი, 1987, № 214 (9625), გვ. 2.
  7. 1969 Brno (TCH). bikecult.com. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
  8. 1966 Frankfurt (GER). bikecult.com. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
  9. XX ოლიმპიური თამაშები 1972, 26 აგვისტო — 10 სექტემბერი. მიუნხენი, გფრ.. geonoc.org.ge. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022
  10. თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.