სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვასალია.

ომარ გვასალია (დ. 31 აგვისტო, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 21 აპრილი, 1992) — ქართველი კინორეჟისორი, რეჟისორი ფილმებისა: „ალყა“, „ქართველები ცაში“, „დროებითი მოწმობა“, „ერთგული მეგობარი“ და სხვა.

ომარ გვასალია
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1942
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 1992 (49 წლის)
საქმიანობა კინორეჟისორი,
აქტიური 1976—1992

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა ვგიკის სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (ლევ კულეშოვისა და ალექსანდრა ხოხლოვას სახელოსნო, 1968). ლენინგრადის სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ყველა ჩემი ვაჟი-შვილია“ ა. სტეფანოვიჩთან ერთად 1968 წელს. 1968-1970 წლებში მუშაობდა საქართველოს ქდსპფ სტუდიაში. 1972 წელს შედგა მისი დებიუტი მხატვრულ კინოში. მოსფილმის ექსპერიმენტულ გაერთიანებაში დადგა ფსიქოლოგიური დრამა „დროებითი მოწმობა“ ა. სტეფანოვიჩთან ერთად. მას მოყვა სხვადასხვა ჟანრის ფილმები „მშვიდობიანი დღეები“ (1974) „იმედის მწვანე კუნძული“ (1978), „მშვიდობით მეგობარო“ (1980), „ქართველები ცაში“ (1984), „ალყა“ (1990). დაწერა სცენარი ფილმისათვის „ბედიანი“ (ფილმის რეჟისორი გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1992). წარმატებით მუშაობდა დოკუმენტურ კინოში, როგორც სცენარისტი და რეჟისორი. ფილმ-ინტერვიუს ჟანრში გადაიღო ფილმები მოზარდთა აღზრდის პრობლემებზე „ერთი დღე უნივერსიტეტში“ (1968), “დიალოგები“ (1976), „70 შეკითხვა“ (1980), „გაიცანით, ჩვენი შვილები“ (1987), ასევე დოკუმენტური ფილმი „ფრესკა“. 80-იანი წლების საქართველოს მტკივნეული სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემები ასახა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ფილმში „რამდენიმე სურათი ილიას ცხოვრებიდან“ (1987). მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მოგზაურობა სოპოტში“ (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, 1980). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინო ფაკულტეტზე 1974-დან 1991 წლამდე. იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის დირექტორი 1983-1985 წლებში 1988 წელს გ. ლევაშოვ-თუმანიშვილთან და რ. ხოტივართან ერთად დააფუძნა კინო-ფირმა „მთვარის გლობუსი“. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება