ოლსტერი (სარაგბო კლუბი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოლსტერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ოლსტერი — ირლანდიური სარაგბო გუნდი. მისი საშინაო არენა მდებარეობს ბელფასტში. მოიცავს ირლანდიის რაგბის კავშირის ერთ-ერთ რეგიონს — ჩრდილოეთ ირლანდიას (ირლანდია სულ 4 სარაგბო რეგიონადაა დაყოფილი, მათშორისაა ჩრდილოეთ ირლანდიაც). ოლსტერის რეგიონი მოიცავს ჩრდ. ირლანდიას სრულად და ირლანდიის რესპუბლიკაში შემავალ სამ სხვა პროვინციას.

ოლსტერი
Ulster Rugby
მეტსახელ(ებ)ი ოლსტერმენი (The Ulstermen)
დაარსდა 1879
რეგიონი ბელფასტი, ირლანდია
მოედანი რავენჰილი (ტევადობა - 18 196 ადამიანი)
მწვრთნელ(ებ)ი დან მაკფარლანდი
კაპიტანი იაინ ჰენდერსონი
ყველაზე მეტი კეპი ენდრიუ ტრიმბლი & დარენ კეივი (229)
ყველაზე მეტი ლელო კრეიგ გილროი (78)
ლიგა პრო 14
2018-2019 2-ე (კონფ. B), 1/2-ფინალი
საშინაო  ფერები
გასასვლელი  ფერები
ოფიციალური საიტი
www.ulsterrugby.com

ოლსტერი, ისევ როგორც ლენსტერი და მანსტერი, 1879 წელს დაფუძნდა. მათ მოგვიანებით შეუერთად კონახტი.

ლენსტერთან და მანსტერთან შედარებით, ოლსტერი ნაკლებად ტიტულოვანი კლუბია. ჰეინიკენის თასი ერთადერთხელ მოიგეს 1999 წელს. 2011-12 წწ. სეზონზე კი ფინალში დუბლინელებთან წააგეს. ასევე ერთხელ აქვთ მოგებული პრო-14, 2006 წელს.

მართალია პროფესიონალურ ხანაში ის ჩამორჩა მანსტერს და ლენსტერს, სამოყვარულო ერაში (1995 წლამდე) ოლსტერი ამ გუნდებს არ ჩამოუვარდება. ირლანდიის პროვინციების თასი ოლსტერმა 26-ჯერ მოიგო, მაშინ როცა ლენსტერმა და მანსტერმა თანაბრად — 22-ჯერ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება