ოლივიე ჟირუ (ფრანგ. Olivier Giroud) (დ. 30 სექტემბერი, 1986) — ფრანგი ფეხბურთელი, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელი. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2016 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ოლივიე ჟირუ
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
30 სექტემბერი, 1986 (1986-09-30) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
შამბერი, საფრანგეთი
სიმაღლე 193 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მილანი
ნომერი 9
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2007 გრენობლი 23 (2)
2007–2009 ისტრი 33 (14)
2009–2010 ტურსი 61 (30)
2010–2012 მონპელიე 73 (33)
2012–2018 არსენალი 180 (73)
2018–2021 ჩელსი 75 (17)
2021– მილანი 82 (35)
ეროვნული ნაკრები
2011– საფრანგეთი 128 (56)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 თებერვალი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2023

„არსენალი“ რედაქტირება

2016-2017 რედაქტირება

2016-2017 წლების პრემიერლიგის სეზონში არსენ ვენგერი ჟირუს ძირითადად ცვლილებებზე აძლევდა თამაშის საშუალებას. 2016 წლის 29 ოქტომბერს „სანდერლენდის“ წინააღმდეგ ჟირუმ ორი გოლის გატანა მოახერხა ცვლელებაზე შემოსვლის შემდეგ, რამაც საშუალება მიცა „მეთოფეებს“ დაეძლიათ მეტოქის წინააღმდეგობა და გაემარჯვათ 4-1. სეზონში პირველი თამაში ძირითად შემადგენლობაში ოლივიემ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგ. „არსენალი“ 0-2 მარცხდებოდა, თუმცა მოახერხა გამარჯვების მოპოვება 3-2. ჟირუმ თავისი გოლი 41-ე წუთზე გაიტანა.

26 დეკემბერს ჟირუმ თამაშის ერთადერთი გოლი გაიტანა „ვესტ ბრომიჩის“ წინააღმდეგ თავის პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში (პრემიერლიგის იმ სეზონში).

1 იანვარს „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ ჟირუმ გოლი „სკორპიონის დარტყმით“ გაიტანა. არსენ ვენგერმა ამ გოლს საუკეთესო უწოდა რომელიც მას ოდესმე უნახავს.

12 იანვარს ჟირუმ, ლორან კოშელნისთან და ფრანსის კოკლენთან ერთად, „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

2017 წლის 27 მაისს ჟირუს გუნდმა ასოციაციის თასი მოიგო დრამატულ ფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ. ეს ტიტული ჟირუსთვის „არსენალთან“ ერთად კარიერაში მეხუთე აღმოჩნდა.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  მონპელიე:(1)

  არსენალი:(6)

  ჩელსი:(3)

  მილანი:(1)

სანაკრებო რედაქტირება

  საფრანგეთი:(1)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება