ოლთისი (თურქ. Oltu) — ქალაქი და რაიონი თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის, ერზურუმის პროვინციაში. მდებარეობს ისტორიულ ტაოში.

ქალაქი
ოლთისი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ერზურუმი
კოორდინატები 40°32′59″ ჩ. გ. 41°59′59″ ა. გ. / 40.54972° ჩ. გ. 41.99972° ა. გ. / 40.54972; 41.99972
ცენტრის სიმაღლე 1275 მეტრი
მოსახლეობა 31 056 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 25400
ოფიციალური საიტი oltu.bel.tr
ოლთისი (ქალაქი) — თურქეთი
ოლთისი (ქალაქი)

ისტორია რედაქტირება

X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო; მისი სიკვდილის შემდეგ (1001 წ.) მეფეთა მეფე გურგენი ეცადა მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ბიზანტიის წინააღმდეგობას წააწყდა. საბოლოოდ ოლთისი იმიერტაოსთან ერთად ბიზანტიის კეისარმა ბასილი II-მ დაიკავა. XI საუკუნეში, საქართველო-ბიზანტიის ომის დროს, 1021 წელს უკან დახევისას, ოლთისი გიორგი I-მა გადაწვა. XI საუკუნის 70-იან წლებში ოლთისს, კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზურუმი) და კართან (ახლანდელი ყარსი) ერთად მიმდებარე ტეროტორიებით განაგებდა ბიზანტიის დიდმოხელე ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე. საქართველოში „დიდი თურქობის“ დროს (XI-XII სს.) თურქ-სელჩუკები ფლობდნენ; თურქ-სელჩუქებთან ბრძოლის დროს, ოლთისი გადაწვა დავით IV აღმაშენებელმა. შემდგომ ოლთისი საქართველოს შემადგენლობაში იყო, XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან, მონღოლების ბატონობის ხანაში (უმეფობის პერიოდში), მცირეაზიელმა თურქმანებმა დაიკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლა სამცხის ლაშქარმა. XV-XVI საუკუნეებში, თურქ-ოსმალთა ექსპანსიის დროს, ოლთისი არაერთხელ იყო ბრძოლის ობიექტი; XV საუკუნეში, სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, ოსმალეთის ფარგლებში მოექცა.

1829 წელს ქალაქს აკონტროლებდა რუსეთის იმპერია, მაგრამ ადრიანოპოლის ზავის შემდეგ თურქეთს დაუთმო. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის განმავლობაში კვლავ რუსეთის იმპერიას შეუერთდა და გახდა ოლთისის ოკრუგის ცენტრი და ყარსის ოლქის შემადგენელი ნაწილი. 1918 წლის ბოლოს ოლთისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1919 წელს სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოახდინა ქალაქის ანექსია. ხოლო 1921 წელს ქაზიმ ქარაბექირის მიერ მოხდა მისი ანექსირება და საბოლოოდ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს[1].

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[2] 527
1886[3]   462 250 212
2012   22 127
2016   31 056

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება