ოლეგი

ძველი რუსი მთავარი, კიევისა და ნოვგოროსის გამაერთიანებელი 882 წელს

ოლეგი (ძვ. რუს. Ольгъ, Ѡльгъ; გ. 912) — კიევის რუსეთის მთავარი. მატიანის ცნობით, რიურიკის ნათესავი. ნოვგოროდის მთავარი გახდა რიურიკის გარდაცვალების შემდეგ (879). 882 წელს შეიჭრა კრივიჩების მიწებზე და დაიპყრო მათი ცენტრი სმოლენსკი. დაეშვა რა სამხრეთით დნეპრამდე, აიღო ლიუბეჩი, შემდეგ კიევი, რომელიც თავისი სახელმწიფოს ახალი დედაქალაქი გახდა. 883–885 წლებში შემოიერთა დრევლიანების, სევერიანების, რადიმიჩების მიწები, ხოლო 907 წელს — ვიატიჩების, ხორვატების, დულებების, ტივერების მხარეები, რითაც დაიპყრო აღმოსავლეთ სლავთა ტომების უმრავლესობა. დაპყრობილ ტომებს დააკისრა ხარკი, ისინი აგრეთვე ვალდებული იყვნენ ჯარი გამოეყვანათ ოლეგის დასახმარებლად. წარმატებით ებრძოდა ხაზარებს. 907 წელს ალყა შემოარტყა კონტანტინოპოლს და ბიზანტიის იმპერიას კონტრიბუციის გადახდა აიძულა. 911 წელს მასთან ხელსაყრელი სავაჭრო ხელშეკრულება დადო. გადმოცემის მიხევით, დაიღუპა გველის ნაკბენისაგან; ეს ფაქტი დაედო საფუძვლად მრავალ ლეგენდასა და გადმოცემას.

ოლეგი
ძვ. რუს. Ольгъ, Ѡльгъ

ოლეგი რაძივილის მატიანეში
ნოვგოროდის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 879
მმართ. დასასრული: 912
წინამორბედი: რიურიკი
მემკვიდრე: იგორი
კიევის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 882
მმართ. დასასრული: 912
წინამორბედი: ასკოლდი და დირი
მემკვიდრე: იგორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: IX საუკუნე
დაბ. ადგილი: დღ. შვედეთი
გარდ. თარიღი: 912
გარდ. ადგილი: კიევი
დაკრძ. ადგილი: კიევი
დინასტია: რიურიკოვიჩები
რელიგია: წარმართობა

ლიტერატურა რედაქტირება