ოლეანდრე (Nerium) — მცენარის გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მარადმწავანე მაღალი ბუჩქი ან დაბალი ხეა.

ოლეანდრე
Nerium oleander
Nerium oleander
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ქენდირისებრნი
გვარი:  ოლეანდრე
ლათინური სახელი
Nerium
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 202961

მისი 3 სახეობა იზრდება ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სუბტროპიკულ აზიაში. სამივე დეკორატიულია. საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ოლეანდრე (Nerium oleander). აგრეთვე არის გაშენებული ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე; კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოში.

აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში სიცივისა და სიმშრალისაგან ზიანდება და გადაქცეულია ოთახის მცენარედ. მთელი მცენარე შხამიანია, შეიცავს გლიკოზიდებს — ოლეანდრინს, კორნერინს და სხვა ნივთიერებებს.

ოლეანდრის ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 7, გვ. 518, თბ., 1984