ოლგინი (ესპ. Holguín) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ჰავანიდან 500 კმ-ით აღმოსავლეთით. მოიცავს ტურისტულ არეალებს, მათ შორის პლაჟის კურორტებს.

მუნიციპალიტეტი
ოლგინი
Holguín

ვიკასის ქუჩა
დროშა გერბი
ფაილი:Escudoprovc.gif

ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია ოლგინი
კოორდინატები 20°53′19″ ჩ. გ. 76°15′26″ დ. გ. / 20.88861° ჩ. გ. 76.25722° დ. გ. / 20.88861; -76.25722
დაარსდა 1523
ფართობი 666 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150
მოსახლეობა 54 854 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 490,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-24
საფოსტო ინდექსი 80100
საავტომობილო კოდი O
ოფიციალური საიტი [საიტი საიტი]
ოლგინი — კუბა
ოლგინი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი 1545 წელს ესპანელმა კაპიტანმა გარსია დე ოლგინმა დააარსა სახელით სან ისიდორო დე ოლგინი.[1] 1752 წელს მეფე ფერდინანდ მეოთხემ მას ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1976 წლამდე შედიოდა ორიენტეს პროვინციის შემადგენლობაში.

ეკონომიკა რედაქტირება

ქალაქში ფუნქციონირებს კუბურ-კანადური ლუდსახარში. ოლგინს ემსახურება ფრანკ პაისის საერთაშორისო აეროპორტი. განვითარებულია მექანიკური ინჟინერია, სამშენებლო მასალების წარმოება, კვების მრეწველობა. მუნიციპალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი.

დემოგრაფია რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 326 740 ადამიანს შეადგენდა.[2] 666 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 490,6 ადამიანი კმ²-ზე.[3]

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Guije.com. (September 2004)Ciudad de Holguin. ციტირების თარიღი: 2007-02-17.
  2. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  3. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.