ოლგა ტოკარჩუკი (პოლ. Olga Nawoja Tokarczuk; დ. 29 იანვარი, 1962, სულეხუვი, პოლონეთი) — პოლონელი მწერალი, მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში (2018, გადაეცა 2019) „ნარატიული წარმოსახვისთვის, რომელიც ენციკლოპედიური მონდომებით საზღვრების კვეთას, როგორც ცხოვრების ფორმას, ასახავს.“ ცნობილია სატირული და რთულსიუჟეტიანი რომანებით, რომელიც ასახავს სხვადასხვა დროისა და ადგილის რეალობას, გაჯერებულია მითოლოგიური სიმბოლოებით. სამშობლოში დიდი პოპულარობის მიუხედავად საერთაშორისო არენაზე ტოკარჩუკი კარგად გაიცნეს მხოლოდ 2018 წელს, როდესაც ის დაჯილდოვდა მენ ბუკერის საერთაშორისო პრემიით რომანისთვის „მორბენალნი“ (Bieguni, 2007). ტოკარჩუკი ასევე ცნობილია, როგორც მემარცხენე აქტივისტი და ფემინისტი.

ოლგა ტოკარჩუკი
პოლ. Olga Nawoja Tokarczuk

ოლგა ტოკარჩუკი 2019 წელს.
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1962 (1962-01-29) (62 წლის)
დაბადების ადგილი სულეხუვი, პოლონეთი
ფსევდონიმი Natasza Borodin[1]
საქმიანობა მწერალი, პოეტი
ენა პოლონური
მოქალაქეობა პოლონეთი
ალმა-მატერი Faculty of Psychology, University of Warsaw
ჟანრი პოეზია, ესე, რომანი და ისტორიული რომანი
Magnum opus წიგნები იაკობისა, Flights, House of Day, House of Night, Primeval and Other Times, Anna in the Tombs of the World, გადაატარე შენი გუთანი მიცვალებულთა ძვლებზე, The Lost Soul, Playing on Many Drums, The Wardrobe, Q100295743? და Q30915423?
ჯილდოები Silver Medal for Merit to Culture – Gloria Artis‎, სამუელ ბოგუმილ ლინდეს პრემია, Kościelski Award[2] , Kulturhuset Stadsteatern[3] , Nike Award, მენ ბუკერის საერთაშორისო პრემია[4] , Brückepreis, Nike Award, Śląski Wawrzyn Literacki, ვილენიცის პრემია, ნობელის პრემია ლიტერატურაში[5] , Jan Michalski Prize[6] , Honorary citizen of Wrocław, Prix Laure Bataillon, EBRD Literature Prize[7] , Warwick Prize for Women in Translation, Warwick Prize for Women in Translation, Ambassador of the correct Polish language[8] , Usedom Literature Prize, Q30903900?, ვარშავის საპატიო მოქალაქე[9] და Paszport Polityki
მეუღლე Roman Fingas[10] და Grzegorz Zygadło[11] [10]
შვილ(ებ)ი Zbigniew Fingas[10]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი tokarczuk.wydawnictwoliterackie.pl

ბიოგრაფია რედაქტირება

ტოკარჩუკი დაიბადა მასწავლებლების ოჯახში ქალაქ სულეხუვში, პოლონეთის დასავლეთ ნაწილში, 1962 წელს. გაიზარდა პროგრესულ ინტელექტუალურ გარემოში. სწავლობდა ფსიქოლოგიას ვარშავის უნივერსიტეტში. ამ დროს დაინტერესდა კარლ იუნგის ნაშრომებით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1985 წელს მუშაობდა დაიწყო კლინიკურ ფსიქოლოგად, მაგრამ პროფესიულ საქმიანობას მალე დაანება თავი და დროებით სამუშაოებზე სამოგზაურო ვიზით იმყოფებოდა ლონდონში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1989 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი წიგნი. 1993 წელს მან დაწერა თავისი პირველი რომანი „წიგნის მაძიებელთა მოგზაურობა“ (Podróż ludzi księgi), რომლის იგავური სიუჟეტი XVII საუკუნის საფრანგეთსა და ესპანეთში ვითარდება. რომანს საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში პოლონეთის გამომცემელთა საზოგადოების მიერ დაწესებული ჯილდო ხვდა წილად. მესამე რომანმა „პირველყოფილი და სხვა დროები“ (Prawiek i inne czasy, 1996) ავტორს პოლონეთში საყოველთაო აღიარება მოუტანა. ეს არის XX საუკუნის რამდენიმე თაობის ცხოვრების ამსახველი საგა გამოგონილ პოლონურ სოფელში. 1998 წელს ტოკარჩუკმა გამოაქვეყნა „სახლი დღისა, სახლი ღამისა“ (Dom dzienny, dom nocny), პირველი რომანების რიგიდან, რომელსაც თავად ავტორმა „თანავარსკვლავედების რომანები“ უწოდა და გადმოსცემდა თხრობის ერთი შეხედვით ფრაგმენტირებულ სიუჟეტს.[12]

მწერლის შემდგომდროინდელი მნიშვნელოვანი თხულებებია: მოთხრობების კრებული „ბევრ დოლზე დაკვრა“ (Gra na wielu bębenkach, 2001), მოგზაურობის ვინიეტები „მორბენალნი“ (Bieguni, 2007) და დეტექტივი-მისტერია „გაატარე შენი გუთანი მიცვალებულთა ძვლებზე“ (Prowadź swój pług przez kości umarłych, 2009), რომლის საფუძველზე გადაღებული ფილმისთვის „კვალი“ (Pokot, 2017) სცენარი თავადვე დაწერა. ტოკარჩუკმა ორგზის მიიღო პრესტიჟული პოლონური ნიკეს პრემია: 2008 წელს რომანისთვის „მორბენალნი“ და 2014 წელს ისტორიული რომანისთვის „წიგნი იაკობისა“ (Księgi Jakubowe). ეს უკანასკნელი სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან მოგვითხრობს XVIII საუკუნის პოლონელი რელიგიური მოღვაწის, იაკობ ფრანკის ისტორიას: ფრანკი მოუწოდებდა მის ებრაელ მიმდევრებს მიეღოთ ისლამი და კათოლიკობა. ტოკარჩუკის მზაობამ კრიტიკულად განეხილა პოლონეთის ისტორია მას მოწინააღმდეგეებიც შესძინა: მას ხშირად აკრიტიკებდნენ მემარჯვენე ნაციონალისტები. 2015 წელს ტოკარჩუკმა დააარსა ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ზაფხულობით მისი სახლის სიახლოვეს ტარდება სილეზიაში (პოლონეთის სამხრეთი ნაწილი). 2018 წელს მწერალმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც შვედეთის აკადემიაში სკანდალის გამო მწერალს მხოლოდ მომდევნო წელს გადაეცა. აკადემიის მიხედვით, ტოკარჩუკმა პრემია მიიღო „ნარატიული წარმოსახვისთვის, რომელიც ენციკლოპედიური ჟინით წარმოადგენს საზღვრების კვეთას, როგორც სიცოცხლის ფორმას“.[12]

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება