ოინომაოსი (ძვ. ბერძნ. Οἱνόμαος) — არესის შვილი, ელიდის პიზის მეფე, ჰიპოდამიას მამა, ეტლით სრბოლის სწორუპოვარი ოსტატი. მისანმა უწინასწარმეტყველა, რომ სიძის საქციელს შეეწირებოდა, ამიტომ დიდი ყოყმანის შემდეგ განაცხადა, რომ ჰიპოდამიას მხოლოდ მას მიათხოვებდა, ვინც ეტლით რბოლაში დაამარცხებდა. უნდა ექროლათ პისიდან პოსეიდონის საკურთხევლამდე, ისთმოსამდე. ვისაც იონომაოსი დაეწეოდა, ზურგში შუბს ჩასცემდა და კლავდა.  ტყუილად როდი ამყარებდა იმედს პოსეიდონის ნაჩუქარ ბედაურებზე, ქარის სისწრაფე ჰქონდათ. მან თორმეტი ვაჟკაცის დახოცვა მოახერხა. ბოლოს გამოჩნდა მეცამეტე სასიძო, ზევსის შვილიშვილი პელოპი, ტანტალეს ვაჟი, პოსეიდონის საყვარელი ჭაბუკი. მან მოისყიდა მეფის მეეტლე მირტილე, რომელმაც ბორბლის ღერძი არასათანადოდ დაამაგრა. შედეგად, ოინომაოსს ეტლი მაშინ ამოუტრიალდა, როცა პელოპისთვის შუბის სროლას აპირებდა. მისანის წინასწარმეტყველება ახდა და ოინომაოსი შეჯიბრში დაიღუპა.

ოინომაოსი, ჰიპოდამია და ოლიმპიელი ღმერთები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 368, თბილისი, 1983,