ოვიმბუნდუბანტუს ჯგუფის ხალხი ანგოლის დასავლეთში. ძირითადად სახლობენ ბენგელის, უამბოს და ბიეს პროვინციებში ბიეს პლატოზე. ძირითადი ქალაქებია: ბენგელა, უამბო, კუიტო და სხვა. მათ შორის ქალაქი უამბო ანგოლის სამოქალაქო ომის წლებში იყო ორგანიზაცია უნიტას ბრძოლის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი — ჟონას სავიმბი — იყო ოვიმბუნდუს ხალხის წარმომადგენელი.

2000 წლის შეფასებით მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 4 — 5 მილიონი ადამიანი. ეთნიკურად ახლო დგანან ამბუნდუს ხალხთან.

უმბუნდუს ენა — ბანტუს ენების ერთ-ერთი ენაა, ასევე გავრცელებულია პორტუგალიური ენა. ოვიმბუნდუს ხალხი ძირითადად ქრისტიანია (კათოლიკები, მეთოდისტები, ადგილობრივი აფრიკული ეკლესიების წარმომადგენლები), მოსახლეობის ნაწილი ტრადიციული კულტების მიმდევარია.

იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა რედაქტირება

 
ანგოლის ეთნიკური რუკა
  ოვიმბუნდუს საცხოვრებელი არეალი

ოვიმბუნდუები ცხოვრობენ ბენგუელას მთიანეთში (ბიეს პლატოზე) ანგოლაში, ტყიანი სანავა, რომელიც მდებარეობს 2000 მეტრზე 100 კილომეტრით არის მოშორებული სანაპირო ზოლს. მთიელები ცხოვრობენ მუდმივ გაზაფხულში სადაც ნოემბერში საშუალო თვიური ტემპერატურა 12 °C-ია, აგვისტოში კი - 25 °C. ეს ადგილი საკმაოდ ნალექიანია, აქ წვიმის სეზონი სექტემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა კი 1400 მმ-ია.[1]

მდებარეობა და ლინგვისტიკა რედაქტირება

ყველაზე დიდი ეთნოლინგვისტური კატეგორია, ოვიმბუნდუ, მდებარეობს ანგოლას ცენტრალურ აღმოსავლეთში, მბუნდუს სამხრეთით - დასახლებულ რეგიონებში. 1988 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთმა შტატმა შეაფასა, რომ მათ დანიშნეს მოსახლეობის 37 პროცენტი. ოვიმბუნდუს ენა იყო უმბუნდუ.

ოვიმბუნდუს სამეფოს ცენტრი იყო ბენგუელას ზეგანის ქალაქი ჰუამბოს ჩრდილოეთი. XX საუკუნის უწყვეტმა გაფართოებამ მათი ტერიტორია საგრძნობლად გაზარდა, მაგრამ ოვიმბუნდუს მეტი ნაწილი ისევ ზეგანის ზევით დარჩა, 1200 მეტრის ნიშნულზე.

ოვიმბუნდუ, რომელსაც ასევე უმბუნდუს სახელითაც შევხვდებით, არის დასახლება, რომელიც ცხოვრობს ანგოლის ერთ-ერთ ხშირ ტყიან პლატოს მიდამოებში. ისინი ლაპარაკობენ უმბუნდუს ენაზე, რომელიც ბანტუს ენაში შედის და ნიგერიულ-კონგოურ ენათა ოჯახის წარმომადგენელია. მათი მოსახლეობა დაახლოებით ოთხი მილიონის ფარგლებში იყო XXI საუკუნის დასაწყისში.

ოვიმბუნდუს მმართველი ოჯახები გადასახლდნენ ამ მაღალმთიან ტერიტორიაზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან XVII საუკუნეში. მათ დაიპყეს და დაიმორჩილეს მესაქონლეობის მიმდევარი მკვიდრი მოსახლეობა. ისინი იყოფიან 22 მთავარ-ოჯახად, რომლის ნახევარი იყო უფრო დიდი მთავარ-ოჯახების შენაკადი, მანამ სანამ პორტუგალიის ეფექტიანი ოკუპაცია არ განხორციელდა XX საუკუნეში.[2]

დემოგრაფია რედაქტირება

 

ოვიმბუნდუ ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ანგოლაში. XVIII საუკუნეში ოვიმბუნდუს სავარაუდო პოპულაცია 1 მილიონიდან 1,3 მილიონამდე მერყეობდა. 1940 წლის ანგოლის დემოგრაფიული აღწერისას აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ცხოვრობდა 1 331 087 ოვიმბუნდუ. 1995 წელს კი ანგოლაში 4 000 000 უმბუდუს ენაზე მოლაპარაკე ადამიანი აღმოჩნდა, ანუ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 38 პროცენტი.[1]

ლინგვისტური კავშირები რედაქტირება

უმბუნდუ არის ბანტუს უკიდურეს ჩრდილოეთში სალაპარაკო ენა, რომელსაც იყენებენ აფრიკაში, ის მიეკუთვნება ნიგერ-კონგოს დიდ ენობრივ ოჯახს. ენამ ფართო გამოყენება ჰპოვა და ამ ენაზე ოვიმბუნდუს გარდა სხვა ეთნიკური ჯგუფებიც საუბრობენ (ძირითადად ახლო-მახლო, სანაპიროსთან, ბენგუელას რკინიგზის ხაზთან მცხოვრები ხალხი).[1]

ისტორია და კულტურული კავშირები რედაქტირება

ოვიბუნდუს სამეფოს წარმომავლობის სხვადასხვა ლეგენდებს ჩრდილოეთში მივყავართ. პორტუგალიელების ჩანაწერები მიუთითებენ ცენტრალური ბანტუს (შესაძლოა ლუნდას) ტომზე. მეომრებმა, სახელად ჯაგებმა (იმბანგალებმა), რომლებმაც დაპყრეს კონგო 1568 წელს, გამოდევნილები იქნენ პორტუგალიელების მიერ 1572 წელს, მოგვიანებით კი ანგოლას ჩრდილო-დასავლეთში აღმოჩნდნენ. აქ მათ ჩამოაყალიბეს ალიანსი პორტუგალიელებთან და შექმნეს გარნიზონი ზღვისპირა ქალაქ ბენგელაში 1617 წელს. ამის მერე ჯაგები გადავიდნენ დაპყრობით ომებზე. მათ დაიპყრეს გარშემო მყოფი სამხრეთული ბანტუს ოვიმბუნდუს ტომი. ახალმა მმართველებმა საფრიანად გამოიყენეს თავიანთი მდებარეობა სანაპიროსა და ცენტრალურ აფრიკას შორის, სადაც გაშალეს ქარავნები სავაჭროდ. ისინი მთელ ცენტრალურ აფრიკის ტერიტორიას მოედნენ, რომელსაც ესაზღვრებოდა მდინარე კონგო, დიდი ტბები და კალაჰარის უდაბნო. ჯაგები ძირითად სავაჭრო საგნებს წარმოადგენდა სპილოს ძვალი, ცვილი, რეზინა და მონები. შეფები ან ოლოსომები (პორტუგალიაში სობები) იყვნენ მთავარი ტყვეებით მოვაჭრეები, დაახლოებით 400 000 ტყვეს აწვდიდნენ ატლანტიკის მონათა ბაზარს 1740-1830 წლებში.

1799 წელს ბენგელას გუბერნატორის მოხსენება მოისმინა უმბუდუს ენაზე მოლაპარაკე 22-მა სამეფომ მთიანეთში. დიდი შტატები ვიე (ბიე) და მნაილუნდუ (ბაილუნდუ) დომინირებდნენ ისეთ პატარა შტატებზე როგორებიცაა: ვამბუ (ჰუამბო), ნგალანგი, სანბუ, ნდულუ, ციაკა, ცივულუ და ცივულუ მბაილუნდუ. ეს ფართობი 85 000 კმ²-ზეა გადაჭიმული და აღნიშნული მოსახლეობა 450 000 კაცია 200 სამთავროში. ოლოსომები ცხოვრობდნენ მთიან გამაგრებულ სოფელ ომბალასში. თითოეულ შტატს ჰქონდა საკუთარი მუდმივი ჯარი და მმართველები უფლებამოსილები იყვნენ ჰქონოდათ ყველაზე მეტი ქონება, რადგან შრომის ბეგარა და სამხედრო ნადავლი მათ ქონებას ემატებოდა. მათ ქონებას ისიც ზრდიდა, რომ ქარავნებიც ვალდებულები იყვნენ ეხადათ ხარკი იმისათვის, რომ მათ მიწაზე გაევლოთ, გარდა ამისა ისინი თვითონაც ფლობდნენ ქარავანებს.

დროთა განმავლობაში მონებით ვჭრობა შემცირდა და საბოლოოდ გაუქმდა 1838 წელს, ამან გამოიწვია სასაქონლო ვაჭრობის გაზრდა, ყველაზე მეტად მოთხოვნადი გახდა რეზინი და 1874-1911 წლებში შეიქმნა რეზინის ბუმი. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ოვიმბუნდუს სოციალური სტრუქტურის განვითარებს. ამ დროს ბაზარი გაეხსნათ არასამთავრობო მმართველ მოსახლეობასაც. სოფლის მმართველები (სეკულასები) გახდნენ წარმატებული ქარავნების ორგანიზატორები და ვაჭრები. მუშებიც კი ჩაერთნენ ვაჭრობაში. 1880 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 50 000 ოვიმბუნდუ იყო ჩართული ვაჭრობაში. ზოგიერთი ქარავანი იმდენად გაფართოვდა, რომ მის მუშაობაში ჩართული იყო 1000 და ხანდახან კიდევ უფრო მეტი მუშა ხელი. ახლად გამოჩეკილმა მდიდარმა ვაჭრებმა სახელი იმდენად გაითქვეს, რომ საკმაო წინააღმდეგობას უწევდნენ ძირძველ მმართველებს. ტრადიციონალისტები და პრო-სავაჭრო ფრაქციები იბრძოდნენ წარმატებისთვის პოლიტიკურ ოფისებში. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მმართველმა ფენამ ერთგულება აღუთქვა პორტუგალიელებს და მათთან ალიანსი შექმნეს. პორტუგალიელებმა ისარგებლეს შიდა არეულობით და დაიპყრეს ბიეს სამეფო 1890 წელს, ამასაც არ დაჯერდნენ და 1896 წელს მათ დაიკავეს მბაინლუნდუს სამეფოც. ადგილობრივები არ ნებდებოდნენ და აგრძელებდნენ ომს, მაგრამ საბოლოოდ შეიარაღებული არმიაც დამარცხდა მბაილუნდას ომში (1902-1904).

1904 და 1918 წლებს შორის ოვიმბუნდუელები ეხმარებოდნენ პორტუგალიელთა არმიას სხვადასხვა სამხედრო ღონისძიებებში, სხვა ტომების წინააღმდეგ სამხრეთ და ცენტრალურ ანგოლაში. პორტუგალიელებმა თავიანთი კონტროლი კიდევ უფრო გაამყარეს სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც პირდაპირი გაგებით გულისხმობდა პორტუგალიელი უბნის ოფიცრების გამოყენებას და რკინიგზის ხაზის გაყვანას სანაპირო ზოლიდან მთიანეთის გავლით ცენტრალური აფრიკის შუა გულში. მცირდება ყოფილი მმართველი ფენის გავლენა და ძალაუფლება ნელ-ნელა გადადის ახალი მმართველი ფენის ხელში, რომლებიც შეიძლება ითქვას შერეულ ფენას მიეკუთვნება (შერეული ქორწინება მმართველ და უბრალო იდენტობის მქონე მთიელებს შორის). სალაზარის რეჟიმმა (1926-1968), რომელმაც ხელი შეუწყო თეთრების დასახლებას მაღალმთიან ნაწილში და დაამსხვრია აქამდე არსებული სოფლის მეურნეობის სისტემის რეპრესიული გადასახადები, პროექტი შრომის სისტემა და კორუმპირებული სოფლის მეურნეობის მარკეტინგის დაფები.

მოსაზღვრე სახელმწიფოების დამოუკიდებლობის მოპოვებამ (ზაირი და კონგო 1960 წელს, ზამბია 1964 წელს), ბიძგი მისცა ანგოლას ეწარმოებინა საკუთარი ბრძოლა, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის (1961-1975 წლებში). 1966 წელს ჯონას სავამბიმ დააარსა ოვიმბუნდუელთა დომინირების ეროვნული კავშირი ტოტალური დამოუკიდებლობა ანგოლასთვის, ან მეორენაირად UNITA (UniõNacional de Independência Total de Angola ). ანგოლელთა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1975 წელს, სავიმბიმ განაგრძო ბრძოლა ახლად დანიშნული სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც იყო დომინირებული სანაპიროზე ზოლზე მცხოვრები აფრო-პორტუგალიული ურბანული ელიტის მიერ, რომელმაც ჩამოაყალიბა განმათავისუფლებელი მოძრაობის, სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა ანგოლისთვის ან MLPA (Movimento Popular de Libertação de Angola), მთავარი მეტოქე. ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელიც 1975 წლიდან 2002 წლამდე გაგრძელდა. სამოქალაქო ომის ეპიცენტრი იყო ორი მთავარი ქალაქი ჰუამბო და კუიტო, რომლებიც ომმა მთლიანად გაანადგურა. ამ ქალაქების განადგურებამ ძალიან ცუდი შედეგი შექმნა სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებაში (გზები, რკინიგზა, ხიდები და ა.შ.). უამრავი ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა ქალაქებში გაიქცა, ან საკუთარ ტერიტორიებს დაუბრუნდნენ (ბენგუელა, ლობიტო), ზოგიერთი კი სრულიად სხვა, შორეულ ადგილებში გაიქცა (ძირითადად ლუანდასა მის შემოგარენში, ასევე ლუბანგოში). ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმბუდუს ტერიროტიის დიდი ნაწილი UNITA-ს კონტროლის ქვეშ იყო. 1992 წელს, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, პორტუგალიის და გაეროს შუამავლობით ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულაბას და მათივე სახსრებით დაფინანსდა ადგილობრივი, ეროვნული არჩევნები, მაგრამ UNITA-ს მიერ საარჩევნო თაღლითობის ბრალდებებმა შეარყია მათი ძალისხმევა და ეს პროცესი საბოლოოდ ჩაიშალა. საომარი მოქმედებები ისევ დაიწყო 1994 წელს და გაგრძელდა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე. 2002 წლიდან, მნიშვნელოვანი ძალისხმევით მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ხელისუფლება საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სარეკონსტრუქციო სამუშაოებში, მაგრამ მეტწილად მაინც უბრალო მოსახლეობა აქტიურობდა თავიანთი ყოფის შეცვლაში, მათ ასევე არასამთავროები ეხმარებოდნენ. „იძულებით გადაადგილებულ“ ოვიმბუნდუთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაუბრუნდა თავის საცხოვრისს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ოვიმბუნდუს თემის დიდი ნაწილი ქალაქებს გარეთ დარჩა, რადგან ესაა მათი სამშობლო. ასე რომ, ამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლაც მიმოფანტულია მთელს ანგოლაში.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ანგოლის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში აისახა მნიშვნელოვანი ცვლილებები ოვიმბუნდუს ერთგულებაში. რადგან თუ მათმა უმრავლესობამ წინა არჩევნებში ხმა მისცა UNITA-ს, ამ არჩვნებში უმრავლესობა ენდო MPLA-ს, რადგან ჯონას სავიმბის სიკვდილის შემდეგ UNITA-მ დაკარგა ხალხის ნდობა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ UNITA-ს გაძლიერება გულისხმობს შეიარაღებული ძალადობის განახლებას, ხალხს კი მობეზრდა ამდენწლიანი ომი და აღარ სურს ამ ყველფრის თავიდან დაწყება.[1]

ოვიმბუნდუს წარმოშობა და განვითარება რედაქტირება

როგორც ნებისმიერი ზომის აფრიკული დაჯგუფების დიდი ნაწილი, ოვიმბუნდუც ჩამოყალიბდა სხვადასხვა წყაროების შერწყმის შედეგად. XVII საუკუნემდე ცოტა თუა ცნობილი მის შემდგომ განვითარებაზე, მაგრამ არსებობს რამდენიმე სამხილი ხალხზე, რომელმაც იმ დროისთვის დაიკავა ბენგელას ზეგანი. ამ დროისთვის, რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც განიხილებოდა სამეფოებად, ჩამოყალიბდა. XVIII საუკუნუნისთვის არსებობდა 22 სამეფო. აქედან ცამეტი იყო სრულიად დამოუკიდებელი; ხოლო დანარჩენი ცხრა იყო ავტონომიური, მაგრამ იყვნენ დავალებულები ხარკით ყველაზე ძლიერი ორგანიზაციებისგან, ძირითადად ესენი იყო: ბაილუნდუს სამეფო და ასევე ვამბუ და ციაკა. XX საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში პორტუგალიელების მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია სამეფოების ძალაუფლების სწრაფი დაცემა, მაგრამ ოვიმბუნდუ აგრძელებდა ფიქრს თავის თავზე, როგორც რომელიმე პოლიტიკურ ერთეულზე დაფუძნებული დაჯგუფების წევრზე, II მსოფლიო ომის შემდეგ.

ოვიმბუნდუს ოჯახი ჩვეულებრივ მოიცავს ერთ კაცს, მის რამდენიმე ცოლსა და დამოკიდებულ ბავშვს ან ბავშვებს. ქონების განაწილების სისტემა მოიცავს ორმაგ დაყოფას, მიწა მემკვიდრეობით ერგება მამის ხაზს, ხოლო მოძრავი ქონება დედის ხაზს. დაწყებითი სკოლა მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ოჯახების ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. სოფლის მეურნეობა არის მთავარი ეკონომიკური აქტივობა, მთავარი მოსავალი შედგება სიმინდისა და ლობიოს მარცვლებისაგან. ოვიმბუნდუს მოსახლეობის კაცებისა და ბავშვების უმეტესობა ნადირობას მისდევს, მაგრამ არსებობენ პროფესიონალი მონადირეები. ოვიმბუნდუს შინაური ცხოველები ძირითადად მოიცავს: ძროხებს, ცხვრებსა და თხებს; ხარს მხოლოდ სატრანსპორტო მნიშვნელობისთვის იყენებენ. სიმდიდრე განისაზღვრება შინაური ცხოველების რაოდენობით, მაგრამ რამდენიმე ოჯახი დიდ ხროვას ფლობს. ფუტკრების ცვილი იყო და ახლაც არის მთავარი მიმოცვლის საშუალება.

ოვიმბუნდუ თავიდან ვაჭრები იყვნენ, რომლებიც სხვა აფრიკელ ხალხთან და პორტუგალიელებთან ვაჭრობდნენ. ყველა სავაჭრო ქარავანს ჰყავდა პროფესიონალი ლიდერი და წინასწარმეტყველი. სავაჭრო შეთანხმებებმა, რომლებიც აკავშირებდა დამოუკიდებელ მთავარ-ოჯახებთან, ისეთი რეგიონალური სპეციალიზაციის განვითარება გამოიწვია, როგორებიცაა მეტალის დამუშავება და სიმინდის ფქვილის წარმოებაა. ფართო მასშტაბური სავაჭრო აქტივობები შემცირდა მონებით ვაჭრობის ჩახშობისა და „ბენგელას“ რკინიგზის მშენებლობის შემდეგ 1904 წელს. XX საუკუნის ბოლოს ოვიმბუნდუ უზრუნველყოფს ძალიან დიდ საზოგადოებრივ დახმარებას ჯონას სავიმბისთვისა და ანგოლის მთლიანი დამოუკიდებლობის ეროვნული კავშირის წარმომადგენელი პარტიზანებისთვის.[2]

მეზობელი ტომი - „მბუნდუ“ რედაქტირება

მბუნდუ, ასევე კიმბუნდუ, ანგოლის ეთნოლინგვისტიკური ჯგუფის მეორე უდიდესი წარმომადგენელი, მოიცავს ხალხს რომელიც ლაპარაკობენ კიმბუნდუს ენაზე, ბანტუს ენობრივი ოჯახიდან. მათი პოპულაცია დაახლოებით 2 420 000-ს შეადგენდა XX საუკუნის ბოლოს, ამ დროს ისინი მოიცავდნენ ანგოლის ჩრდილოეთ ნაწილის ცენტრს და ცხოვრობდნენ სანაპიროს ნაციონალური დედაქალაქის ლუანდის აღმოსავლეთით, დანდესა (ჩრდილოეთ ნაწილი) და კვანზის (კვანზა; სამხრეთ ნაწილი) მდინარეებს შორის. მეტად დასახლებული ოვიმბუნდუ, რომელიც სახლობს ბენგელას მათალმთიანი რეგიონის სამხრეთ ნაწილში, მკაფიოდ განსხვავდება თავიანთი მეზობლებისაგან, მბუნდუს ტომისაგან.

XVI საუკუნეში მბუნდუ ორგანიზებული იყო ჯგუფებად, რომლებსაც ჰქონდათ თავისუფალი და შედარებით მსუბუქი პოლიტიკური კავშირები. ჩრდილოეთელი მეზობლის, კონგოს სახელმწიფოს წნეხის საპასუხოდ, მბუნდუს ხელმძღვანელობა, რომლის სათავეში იყო ნგოლა (მმართველი), ნდონგოს ხალხის წარმომადგენელი. ეს ცენტრალიზაცია განადგურებული იქნა პორტუგალიის მიერ, რომელიც XVI საუკუნის ბოლოდან XVII საუკუნის ბოლომდე პროვოცირებას ახდენდა სისხლისმღვრელი ომების. პორტუგალიელები ტყვედ იგდებდნენ და შემდეგ მონებად ყიდიდნენ ამ რეგიონის ხალხებს.

მბუნდუზე მცირე ეთნოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ტომი ლინგვისტიკურად ოვიმბუნდუს და კულტურულად კონგოს (მათი ჩრდილოეთის მეზობელი) მონათესავე არის. მათი კულტურული განსხვავება გაძლიერდა ტრადიციული შიდატომობრივი ქორწინების აკრძალვისა და პორტუგალიელებთან და სხვა ევროპელებთან ხანგრძლივი კავშირის შედეგად.მბუნდუ მოიცავს კულტურულად მსგავს ხალხს ლუანდის გარშემო. მბუნდუს ძირითადი ჯგუფები შედგება ნგბაკა (მბაკა), ნდონგო და მბონდოსაგან. 1970-იან წლებში მბუნდუს ხალხები უზრუნველყოფდნენ ძალიან დიდ საზოგადოებრივ დახმარებას მარქსისტულად ორიენტირებულ „ანგოლის განმათავისუფლების სახალხო მოძრაობისთვის, რომელიც დიდი ძალას წარმოადგენდა 1976 წელს, პორტუგალიის კოლონური მმართველობის შემდეგ, რომელიც 1975 წელს დასრულდა.[2]

ოვიმბუნდუ XVIII-XIX საუკუნეებში რედაქტირება

XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში მონობით ვაჭრობა ანგოლის ეკონომიკური არსებობის ცენტრი იყო. ამ პერიოდში მთავარი პორტის როლი ბენგელამ იკისრა, დედაქალაქ ლუანდას მაგივრად. შედეგად პლატოზე არსებული ოვიმბუნდუს სახელმწიფომ, რომელიც დიდი ალბათობით დაარსებული იყო იმბანგალასა და მბუნდუს სახელმწიფოებიდან ლტოლვილების მიერ XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში, ჩაანაცვლა კასანჯე და გახდა მონების მთავარი ადგილსამყოფელი. პლანტაციების გაზრდამ ახალ სამყაროში გააორმაგა მონების ექსპორტი XVIII საუკუნის ბოლო მესამედში, როდესაც ეს სავაჭრო გზა გადაჭიმული იყო კუნენეს მდინარის სამხრეთიდან მოზამბიკამდე.

ლუანდის ჰოლანდიის მიერ ხანმოკლე ოკუპაციის მიუხედავად, XVII საუკუნის შუა წლებში სერიოზულად არ გამოუწვევია პორტუგალია, რომლებსაც ანგოლა ძალაუფლების ქვეშ ჰყავდა. ჰოლანდიური, ბრიტანული, ფრანგული და ბრაზილიური საწარმოები უფრო და უფრო უწყვეტდნენ პორტუგალიას მომარაგებას, ამასობაში საფრანგეთი გახდა მთავარი მოვაჭრე სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე 1763 წელს. პორტუგალიელების მცდელობამ, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთ პოზიცია, გამოიწვია ოვიმბუნდუს წინააღმდეგობა და პორტუგალიის მკვეთრი ჩარევა ბენგელას განცალკევებული ადგილების მმართველობებში, პორტუგალიელებს სურდათ, რომ ამ ტერიტორიაზე თავიანთი მმართველები დაეყენებინათ 1770-იან წლებში. სამხედრო გამარჯვების და მიუხედავად, პორტუგალიელებმა ვერ შეძლეს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოექციათ ოვიმბუნდუ დაახლოებით მომდევნო ერთი საუკუნის განმავლობაში.[2]

კონფლიქტი პრეკოლონიარულ პერიოდში რედაქტირება

სხვადასხვა სამეფოს ლაშქრები იბრძოდნენ ერთმანეთში და მეზობლები ტომების წინააღმდეგ, იმ მიზნით, რომ მიეთვისებინათ ქონება და მონები. ნანო ომები იყო წელიწადობრივი მოვლენები, როდესაც ჯარები ახორციელებდნენ თავდასხმებს, მათ შორის პორტუგალელების გარნიზონებზეც. ბრძოლებმა აშკარა კლება დაიწყო საქონლის ვაჭრობის ჩანერგვისთანავე. კონოლიარულ პერიოდში, ოვიმბუნდუ განიცდიდა პორტუგალიელების მხრიდან ულმობლობას, ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ ემუშავათ ევროპელებისთვის. სამუშაო და ტერიტორიულმა შეზღუდვებმა ისინი მიიყვანა გაღატაკებამდე. 1957 წელს, განას დამოუკიდებლობა იყო კატალიზატორი აფრიკის ქვეყნებში არსებული ანტიკოლონიარული მოძრაობებისთვის. 1960 წელს კონგოს და 1964 წელს ზამბიის დამოუკიდებლობამ გამოიწვია მხარდაჭერა ანგოლაში არსებული ანტიკოლონიარული მოძრაობებისადმი. კოლონიარული ხელისუფლების აშკარა ზეწოლა, ოვიმბუნდუელ პროტესტანტებზე და სარკინიგზო მუშებზე, იყო უცხოელ აგიტატორებთან ხელშეკრულების გამომწვევი მიზეზი. ნაციონალური ფრონტის თავდაპირველი წევრები, რომლებიც იყვნენ ანგოლას განთავისუფლების მომხრეები, დატოვეს ობიმბუნდუს ლიდერებმა, რათა ჩამოეყალიბებინათ საკუთარი მოძრაობა (UNITA), მას შემდეგ როდესაც განიცადეს კრახი FNLA–ს ლიდერების დარწმუნებაში, რომ გაეხსნათ სამხრეთის ფრონტი. პოსტკოლონიარულ პერიოდში, გახლეჩამ გამოიწვია საზარელი შედეგები, კონკრეტულად, უნდობლობის და აგრესიის გაჩენა ეთნიკურ და რეგიონალურ ჯგუფებს შორის, რაც შემდეგ გახდა მოტივატორი სამოქალაქო ომისა.[1]

ანგოლასთან ურთიერთობა XXI საუკუნეში რედაქტირება

XXI საუკუნის დასაწყისში, საომარი ქმედებები ანგოლის ხელისუფლებისა და ერთ-ერთი დაჯგუფებას, „ეროვნული კავშირი ანგოლის სრული დამოუკიდებლობისათვის“ (უნიტა), შორის გაგრძელდა და „უნიტას“ დელეგატები ხელისუფლებიდან გამოაძევეს. ხელისუფლების ძალების მიერ სავიმბის მკვლელობის შემდეგ 2002 წლის თებერვალში, მოლაპარაკებები განახლდა „უნიტას“ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას შორის. საბოლოოდ ისინი დაზავდნენ და მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას და ორივე მხარემ მშვიდობა გამოაცხადა 2002 წლის აპრილში. იმის და მიუხედავად, რომ ქვეყანამ ამოისუნთქა 27 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, ანგოლის ხელისუფლება რთული გამოწვევისა და დავალების წინაშე დადგა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ფიზიკური და სოციალური ინფრასტრუქტურისა და კეთილდღეობის აღდგენას, რომლის უდიდესი ნაწილი განადგურებული იქნა. XXI საუკუნის დასაწყისში, რამდენიმე განმეორებითი ავადმყოფობის ეპიდემია, როგორიცაა ქოლერა, ეს გამოწვეული იქნა ღარიბი სანიტარული პირობებით. თავი ასევე იჩინა ჰემორაგიულმა სიცხემ, რომელიც მომაკვდინებელი მარბურგის ვირუსმა გამოიწვია 2005 წელს. სამოქალაქო ომის მსხვერპლი დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანის სიკვდილით დასრულდა. ასი ათასობით ანგოლელი ლტოლვილს ისევ და ისევ სჭირდებოდა თავშესაფარი ამ ქვეყანაში. სოფლის მეურნეობის განახლება ასევე დიდი გამოწვევა იყო ხელისუფლებისთვის, მომავალში ეს დავალება გაართულა მიწებში ათასობით დამალულმა ნაღმმა, რომელიც მიმოფანტული იყო გაუაზრებლად მთელი ქვეყნის მიდამოებში კონფლიქტის პერიოდში. ანგოლის ხელისუფლება ს ასევე მოუწია ძველი პრობლემის მოგვარება, რომელიც სეპარატისტული დაჯგუფებებს ეხებოდა ნავთობით მდიდარ კაბინდაში, ისინი ითხოვდნენ დამოუკიდებლობას, რომელიც მიენიჭათ 2004 წელს. როდესაც მთავრობა და მთავარი სეპარატისტული დაჯგუფება მშვიდობას მიუახლოვდა 2006 წელს, ანგოლელები მომავალში იხედებოდნენ, იმის იმედად, რომ მშვიდობამ საბოლოოდ დაისადგურა მათ მიწა-წყალზე.

იმ ჯგუფების დამატებით, რომელიც ნათლად ლაპარაკობდა უმბუნდუს დიალექტით, არსებობდა კიდევ ოვიმბუნდუს ორი განაწილება: მბუი, რომელიც ჩამორჩა ლინგვისტურ საზღვარს ოვიმბუნდუს და მბუნდუს შორის; და დომბე, რომელიც მდებარეობდა დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს. მისი ენა ძალიან ჰგავდა უმბუნდუსას, მაგრამ არა დიალექტი. დომბე და სხვა ჯგუფები , ნგანდას და ჰანიას ჩათვლით (რომელიც, ასევე საუბრობდა უმბუნდუს დიალექტით) დამოკიდებული იყო მესაქონლეობის გაზრდაზე, როგორც მისი სამხრეთელი მეზობლები, ჰერერო და ოვამბო. კიდევ სხვა, ძველი მოხარკე სამეფოები, მოვიდა იმისთვის, რომ მათაც ელაპარაკათ უმბუნდუს ენაზე.[2]

ეკონომიკა რედაქტირება

ანგოლას ნაწილი, სადაც ოვიმბუნდუს კულტურის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მდიდარი იყო წყლის რესურსით, თუმცა მათი საცხოვრებლის მთიანი ნაწილი მოსავლიანობის მხრივ ძალიან ღარიბი იყო. მის დამუშავებას მოსახლეობა 3-დან 6 წლამდე ანდომებენ, რომ შემდეგ ხელსაყრელი ყოფილიყო მისი გამოყენება. მარცვლეულის მთავარი მოსავალი სიმინდისგან და ლობიოსგან შედგება, ხოლო ასევე მოიპოვება სორგო, ხორბალი, მიწის თხილი მანიოკი კარტოფილი, თამბაქო და ყავა. ხილის ხეები ძირითადად პაპაიას, ბანანს, მანდარინს, ლიმონს, ატამს და ვაშლის ნაყოფს მოიცავენ. ფერმერები, ძირითადად ქალები მიმართავდნენ დათესვის 4 ძირითად გეგმას: სახლის ეზოში, დაბალ ადგილას მდინარესთან ახლოს, ნაპირზე და ტყეში ნათელ ადგილას. შინაური ცხოველები ძროხა, ღორი, თხა ჰყავთ მოშინაურებული, ხოლო შინაური ფრინველები: ქათამი და მამალი. მსხვილფეხა საქონელი ფერმერებისთვის მთავარ შემოსავლად ითვლებოდა.

კომერციული აქტივობების მიხედვით მყიდველს შეეძლო ბაზარში ან მაღაზიაში ე.წ. ბარტერი, გაცვლა გააეკეთებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ის ყიდულობდა რაიმე პროდუქტს მას შეეძლო სხვა პროდუქტი შეეთავაზებინა გამყიდველისთვის.

სამრეწველო ხელოვნება განვითარებული იყო ოვიმბუნდუს კულტურაში. მჭედლები აკეთებდნენ თოხის პირებს, ნაჯახის თავებს, დანებს, საბურღ მოწყობილობებს და სხვა სამუშო იარაღებს. ხეზე მომუშავე ადამიანი, ე.წ. დურგალი აკეთებდა სტატუეტებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, საოჯახო ავეჯს და ჭურჭელს. მეთუნე თიხაზე მუშაობდა, რომელიც გამოსაცხობ და ლუდის გამოსახდელ ჭურჭელს ამზადებდა. ეს და სხვა ხელსაქმის მცოდნე ადამიანები ქმნიდნენ სამრეწველო კულტურას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებისთვის.

ოვიმბუნდუელები იყვნენ მთავარი მოვაჭრეები ცენტრალურ აფრიკაში და მათი ქარავნები მთელ რეგიონში იყო გავრცელებული. სავაჭრო საქონელი მოიცავდა: მონებს, სპილოს ძვლისგან დამზადებულ საგნებს, შინაურ ცხოველებს, სამუშაო იარაღებს, მარილს და სიმინდს. ძირითადი სავაჭრო საქონელი იცვლებოდა თავიდან პოპულარული მონებით ვაჭრობა იყო, რომელიც რეზინამ ჩაანაცვლა, ხოლო ბოლოს სიმინდი იყო მიმოქცევაში. ყავა გახდა ყველაზე მოთხოვნადი მარცვლეული, ასევე სავაჭრო სივრცეში შემოვიდა ნავთი, ქსოვილი, საკერავი მანქანა, ველოსიპედი, რომლებიც მთავარი გასაყიდი საქონელი იყო.

კულტური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, შრომის გადანაწილება, რომელიც პრეკოლონიურ პერიოდში დამოკიდებული იყო სქესზე და მოქალაქეობრივ სტატუსზე. ქალებს და მონებს წამყვანი როლი ეკავათ საარსებო ეკონომიკაში. მამაკაცები ასუფთავებდნენ მიწას, ხოლო ქალები და მონები თესავდნენ და შემდეგ უკვე იღებდნენ მოსავალს. ქალების მოვალეობაში კიდევ შედიოდა ქოთნების გაკეთება, კალათების ქსოვა, ქსოვილების შეღებვა, ლუდის მოდუღება, წყლის მოზიდვა და შეშის შეგროვება. თავისუფალი მამაკაცებისთვის მთავარი პროფესია ნადირობა, თევზაობა, რკინაზე და ხეზე მუშაობა, ზეინკლობა, თრიმლვა (ფერის მიცემა ტყავისთვის) და ქსოვა. მამაკაცები ასევე ჩართულები იყვნენ საქალაქთაშორისო ვაჭრობაში, კოლონიურ პერიოდში მათი უმეტესობა მიგრანტი მუშახელი გახდა ყავის, თევზეულის, შაქარის და პალმის ზეთის ინდუსტრიაში.

იმის გამო, რომ ნიადაგი შედარებით მოსავლიანი იყო, არ ითვლებოდა სადავო საკითხად, ის მამაკაცების მემკვიდრეობით ხაზს ოლუსს ეკუთვნოდა, რომელიც მემკვიდრეობით მამიდან შვილზე ან ძმიდან ძმაზე გადაიოდა. პორტუგალიელების დასახლების შემდეგ მათ აფრიკელებს აუკრძალეს კერძო მიწების მფლობელობა.[1]

ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა რედაქტირება

სანამ პორტუგალიელები კონტროლს ამყარებდნენ თავის ტერიტორიაზე, ოვიმბუნდუ, კერძოდ მისი მთავარი სამეფოები: ბაილუნდუ, ბიჰე და ვამბუ, თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს შუამავლებად: მონობაში, ვაჭრობაში, მტვირთავებად, მეწარმეებად და თავდამსხმელებად. ოვიმბუნდუს შემთხვევაში ერთ-ერთი ცუდი, რამ მონობის არსებობა იყო. მისი უარყოფის შემდეგ XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში, ოვიმბუნდუს შორის მეწარმეები გადავიდნენ რეზინით ვაჭრობაზე, თავი დაანებეს საომარ მოქმედებებს და თავდასხმებს, რაც აქამდე დაკავშირებული იყო მათ ეკონომიკურ მოღვაწეობასთან. რეზინით ვაჭრობის დაცემას XX საუკუნის დასაწყისში, მოჰყვა მათი სამეფოების დე ფაქტო ავტონომიის დასასრული, და პორტუგალიელების მიერ ოვიმბუნდუს ვაჭრების გადაადგილებამ აიძულა ეს ხალხი გადასულიყო სოფლის მეურნეობაზე. აქამდე კაცებს ცოტა შეხება ჰქონდათ მოსავლის გაშენებასთან, რადგან მათი მოვალეობა ძირითადად ვაჭრობა და სხვა ტერიტორიებზე თავდასხმა იყო; სინამდვილეში ის, ვინც მთლიანად აგებდა პასუხს მოსავლის გაშენებაზე, მის მოვლასა და გაკონტროლებაზე, იყო ქალი

საწარმო კულტურის კერძოდ ყავის შეტანამ, გამოიწვია ცვლილებები ნიმუშების მოწესრიგებასა და სოციალურ ღონისძიებებში. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ, მიწის გამოფიტვამ, აფრიკის სოფლის მეურნეობის და მაცხოვრებელი ავტორიტეტების დახმარების უკმარისობამ, ასევე პორტუგალიელი ახალმოსახლეების თავდასხმებმა, (მათი მოვალეობა ძირითადად მაცხოვრებლების გაძარცვა და დაუძლურება, რათა შემდგომ ადვილად დაემორჩილებინათ ისინი და ეიძულებინათ კომპრომისზე წასულიყვნენ), რომლებმაც მნიშვნელოვანი საკუთრებები დაიკავეს, და რამდენიმე მმართველი, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ოვიმბუნდუს საწარმო კულტურის სოფლის მეურნეობის უგულვებელყოფაში. 60-იან წლებში, 100 000-ზე მეტი ოვიმბუნდუელიდან, ერთი მეოთხედი შედგებოდა შრომისუნარიანი ზრდასრული კაცებისგან, ისინი დადებული კონტრაქტის თანახმად მიგრირებდნენ უიგეს და ქუანზას პროვინციების ყავის პლანტაციებში და დაქირავებულ მუშებად მუშაობას; სხვები 15 000-დან 20 000-მდე მუშაობდნენ ლუანდასა და ლობიტოში; და იგივე რაოდენობა მუშაობდა ჰუამბოს სამრეწველო საწარმოში, ან ევროპელი ფერმერებისთვის ბენგუელას ზეგანზე. ხშირ შემთხვევაში, ხელფასი ცოტა იყო, მაგრამ მუშებს არც იმის ალტერნატივა არ ჰქონდათ, რომ მაღალ ხელფასზე დაეწყოთ ფიქრი. ეს გრძელდებოდა დარჩენილ კოლონიალურ პერიოდამდე, ეს მოვლენა არ ეხებოდა მარტო იმ კაცებს, რომლებიც გარეულები იყვნენ ნაციონალისტურ საქმიანობებში, განსაკუთრებით UNITA - სთან.[2]

ნათესაობა რედაქტირება

ოვიმბუნდუს აქვს ორმაგი ნათესაობრივ-მემკვიდრეობითი სისტემა. პირველი ეს არის ადგილობრივი მამაკაცების მემკვიდრეობითი ხაზი (ოლუსი), რომლის კავშირები არაა ახლო სოფლებში გავრცელებული. მეორე კი არის ქალების გაფანტული მემკვიდრეობითი ხაზი (ოლუინა), რომლის წევრები ერთხმად აღიარებენ, რომ მათ ჰყავთ საერთო ბებიის ბებია. ყველაზე მჭიდრო კავშირები გადამკვეთ ბიძაშვილებს შორისაა. პრეკოლონიურ პერიოდში, ქალების მემკვიდრეობითი კავშირები ხარჯავდნენ ფულს და კრებდნენ გამყიდველებს სავაჭრო ქარავნებისთვის. დედის უფროსს ძმას ჰქონდა უფლება ასე ვთქვათ დაეგირავებინა ან გაეყიდა დისშვილები მონობაში, რათა გადაეხადა ვალები.

ოვიმბუნდუს ნათესაობრივი ტერმინოლოგიის სისტემა ძალიან ახლოსაა იროქუოსის სისტემასთან, რომელიც განასხვავებს პარალელურს (მამის ძმისშვილი ან დედის დისშვილი) და გადამკვეთს (დედის ძმისშვილი ან მამის დისშვილი) და ასევე აერთიანებს პარალელურ ტერმინებს დედის სანათესაოს შიგნით. მაგალითად: ტერმინი ,,tate”  იხმარება მამაზე და მამის ძმაზე, ხოლო ტერმინი „mai” დედაზე და დედის დაზე. ოვიმბუნდუ ასევე პოულობს განსხვავებებს დედმამიშვილობასა და პარალელურ ბიძაშვილობას ან დეიდაშვილობას შორის.[1]

ქორწინება-განქორწინება და ოჯახი რედაქტირება

ქორწინება ოვიმბუნდუს ხალხისთვის ნათესაობრივი, ენდოგამიური კავშირია, რომლის მიხედვით დასაშვები იყო მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოების (ტომის, გვარის) წევრებს შორის ქორწილი. ყველაზე მისაღები ქორწინება გადამკვეთ ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს შორის იყო. მამაკაცს შეეძლო ექორწინა დედის გვარის ნათესავზე, მაგ: დედის ძმის შვილზე, ხოლო ქალს მამის გვარის ნათესავზე მაგალითად: მამის დისშვილიზე. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ საქმროს ოჯახი ვალდებულია ფული ან ძვირფასეულობა გადაუხადოს პატარძლის ოჯახს. ყველაზე გავრცელებული თანაცხოვრების ფორმა არის ქმრის ოჯახში და ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრება. ოვიმბუნდუს საზოგადოებაში პოლიგამია ანუ მრავალცოლიანობა მიღებული მოვლენა და ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ცოლი ყველაზე ავტორიტეტულია სხვა ცოლებისგან განსხვავებით. ყველა ცოლს აქვს საკუთარი სახლი, მარცვლეულის შესანახი (ბეღელი) და ნაკვეთი.

ზოგადად ოჯახი (onjo) შედგება მამაკაცისგან, ცოლისგან ან ცოლებისგან, ბავშვებისგან, და იშვიათ შემთხვევაში მონათესავე და არამონათესავე წევრებისგან. არსებობს ისეთი შეთხვევები, რომ ოჯახის უფროსისთვის რომელიღაც წევრი უფრო „პრიორიტეტულია“, ხოლო ასეთი წევრი უფროსი შვილი იყო, რომელსაც მამის სიკვდილის შემდეგ გარკვეული მოვალეობები ეკისრებოდა ოჯახში.

არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ოჯახი თანაცხოვრების შემდეგ ინგრევა. მაგალითად: ურთერთობის დროს გამოწვეული დაბრკოლებების ვერ გადალახვა, უშვილობა, რომელსაც ძირითადად ქალებს აბრალებენ.[1]

როგორც ქორწინება, ასევე განქორწინებაც აქტუალური იყო ოვიმბუნდუს კულტურაში. აქ ქალებისთვის პრობლემა ძირითადად მამაკაცების მხრიდან ჩაგვრა და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო. ამ დროს ქალს ყველანაირი უფლება აქვს გაშორდებს მოძალადე ქმარს. თუმცა თუ ცოლმა გაიგო, რომ მისი ქმარი ღალატობს ამ შემთხვევაში მას განშორების უფლება არ აქვს. ქალი თუ უკმაყოფილოა ქმრით მას შეუძლია ეს პრობლემები გაუზიაროს მშობლებს, მაგრამ ისინი არასდროს მიუთითებენ განშორებაზე, პირიქით ყველაფრის დავიწყებას და თავიდან ცდისკენ მოუწოდებენ.

განშორების ცერმონიალს მოწმის სახით ესწრებოდა სოფლის უფროსი, ხოლო მთავარი მოქმედი პირები: ყოფილი ცოლ-ქმარი და გოგონას მამა იყვნენ. ყოფილი ქმარი სიმამრისგან თამბაქოს შეკვრას და ღორს, ხოლო თვითონ ყოფილ ცოლს ზურგსუკან უდებდა ფოთლებს და პალმის ზეთს ურტყამდა ზურგზე და ეუბნებოდა ყველაფერი დამთავრდა.

როდესაც ქალის ინიციატივა იყო განშორება პირველი მშობლებთან მიდიოდა აცნობდა გადაწყვეტილებას, თუმცა ცერმონიალი არ ჩატარდებოდა, სანამ ქმარი არ დაარწმუნებდა ცოლს, რომ ზურგზე დარტყმის ცერმონიალი არ უნდა ყოფილიყო სახალხო.[3]

მემკვიდრეობითი საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისთვის და მათ ქონების გადანაწილების ხერხები ჰქონდათ, მაგალითად: მოძრავი ქონება მემკვიდრეობით დედობრივი ხაზით დედის ძმიდან დისშვილებს გადაეცემოდა, ხოლო უძრავი ქონება მამის ხაზს გადაეცემოდა.

სოციალიზაცია ადამიანის პიროვნებად ჩამოალიბების, მოცემული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ცოდნის, ღირებულებების და ნორმების შეთვისების პროცესია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა კულტურისთვის. ოვიმბუნდუს კულტურაც დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა სოციალიზაციას და ცდილობდა იმ ყველა ასპექტის შესრულებას, რაც ამ ტერმინს ახასიათებდა.

თავდაპირველად განათლებას მხოლოდ მაღალი ფენის ბიჭი შვილები მამაკაცების სახლში (onjango) ეუფლებოდნენ. ისინი ისტორიას, ფასეულობებს, ანდაზებს და ეტიკეტს სწავლობდნენ. Onjango იყო სახლი, რომელიც სპეციალურად განათლებისთვის იყო შექმნილი, ჰქონდა ერთი კედლის პრინციპის ოთახები, სადაც 8 წლის და ზემოთ ბიჭები იყრიდნენ თავს. სკოლაში მამაკაცს სტუმრების მიღება, კვების საკითხები და დავების მოგვარება ევალებოდა, ხოლო ქალების მოვალეობა ზღაპრებისა და გამოცანების წაკითხვა იყო. მოსწავლები, ბიჭებიც და გოგოებიც, ვალდებულები იყვნენ გაეთავისებინათ და დაეცვათ სკოლის წესები. კოლონიურ პერიოდში ამ მიწაზე კათოლიკემ და პროტესტანტმა მისიონერებმა დააარსეს სკოლები. ბრიტანელმა, კანადელმა და ამერიკელმა პრტესტანტებმა 26 სხვადასხვა დანიშნულების პუნქტიდა 215 სოფლის სკოლა დააარსეს და მისი განვითარება ითავეს. ყველაზე პოპულარული 9000 ჰექტრიანი Dondi კომპლექსი იყო, რომელიც მოიცავდა გოგონების სკოლა-ლიცეუმს და ბიჭების საშუალო სკოლას, ეს კომპლექსი იყო ოვიმბუნდუს განათლების განვითარების მთავარი განმაპირობე[1]

სოციო–პოლიტიკური ორგანიზაცია რედაქტირება

სოციალური ორგანიზაცია რედაქტირება

პრეკოლონიარულ დროში, ოვიმბუნდუს საზოგადოება იყოფოდა სხვადასხვა ფენებად და ის შედგებოდა სამმართველო ელიტისგან (olosomas), თავისუფალი მოქალაქეებისგან (mukwendye), კლიენტებისგან (hafuka) და მონებისგან (pika). ოლოსომოსები იყვნენ თავდაპირველი დამპყრობლების შთამომავლები, ან ისინი ვინც იზრდებოდნენ საკუთარ მმართველ მოდგმაში, ტომში. ისინი აკონტროლებდნენ მიმდებარე ტერიტორიებს, ქალაქგარე სოფლებს. ისინი ასევე ფლობდნენ დამონებულ სოფლებს. შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა, გადასახადები (mucano), გაძარცვული საქონელი და სავაჭრო სისტემა (ocibanda).

თავისუფალი მოქალაქეები დასახლებულნი იყვნენ ვაკე ადგილებში მდებარე სოფლებში. ადრეულ ხანაში უმეტესობა სოფლის მოსახლეებისა იყვნენ ნათესავები მამაკაცის ხაზით. ხოლო მეთაური იყო სოფლის ყველაზე დიდი, მამაკაცის ხაზით შემდგარი ჯგუფის მეთაური. სოფლები ასევე იყოფოდა პალატებად, მათ ყველას საკუთარი მეთაური ჰყავდათ. რაც შეეხება ბელადს, იგი თავის ძალაუფლებას უზიარებდა, რომელიმე რელიგიურ პირს (ocimbundu).[1]

პოლიტიკური ორგანიზაცია რედაქტირება

მეფობის კანდიდატები, როგორც წესი, წარმოშობით უნდა ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი მმართველებთან. მათ ირჩევდა საბჭო, რომელიც შედგებოდა მეთაურებისგან. მეფედ არჩევის შემდეგ, მეფე ითვლებოდა უწმინდესად და წინა მეფეების ხორცშესხმად. მეფე იძლეოდა სავაჭრო უფლებებს და მასვე ძალუძდა ომის გამოცხადება.

მეფეებზე დაბლა მდგომნი იყვნენ ბელადები (olosomos), რომლებიც მართავდნენ სახელმწიფოებს, რიცხვობრივად 3-დან 300 სოფლამდე. ბელადებში შედიოდნენ პირდაპირი სამეფო ოჯახის წევრები, დინასტიის ოჯახები. ბელადებზე უფრო დაბლა მდგომნნი იყვნენ უბრალო სოფლის მეთაურები (sekula). მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ პორტუგალიელები ბელადებს ცვლიდნენ თავისი საკუთარი უბნის ოფიცერებით (chefe).[1]

სოციალური კონტროლი რედაქტირება

ორმხრივ პატივისცემას ნათესაურ კავშირებს შორის ინარჩუნებდა მკაცრი კანონები. სამარცხვინოდ ითვლებოდა მამაკაცისთვის თავის უფროს ვაჟთან ან ქალიშვილთან ჭამა და საუბარი, ქალისთვის კი სამარცხვინოდ ვაჟებთან საუბარი ითვლებოდა. მამაკაცს არ შეეძლო დებთან ჭამა და ასევე მათთან ერთად საერთო საძინებელში ძილი. მეუღლეებს არ შეეძლოთ ერთმანეთის სახელის ხსენება. ასევე იკრძალებოდა ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა, მეუღლის ღალატი, მკვლელობა.

გრძნეულობისთვის, ჯადოსნობისთვის ბრალდება იყო საკმაოდ გავრცელებული და ძლიერი სანქცია კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, რომლის მიზეზიც იყო მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესი. 1870–იან წლებში, სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობის ზრდასთან ერთად გაიზარდა პიროვნებების გრძნეულად ბრალდების შემთხვევებიც.

დანაშაულები ხდებოდა ისეთ საზოგადო ადგილებში, როგორიცაა ვინმეს შიდა ეზო, საცეკვაო მოედანი ან მამაკაცთა მოსასვენებელი. სოფლის მეთაური საქმის გამოძიებისთვის ხელმძღვანელობდა kesila–ს კოდექსით, რომელიც მოიცავდა შემთხვევის ირგვლივ კამათს და დავას (mucano). შემთხვევის მოწმენი ვალდებულები იყვნენ ეთქვათ ყველაფერი რაც იცოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აჯარიმებდნენ, ან ქოლავდნენ. მოსამართლეს შეეძლო გაესამართლებინა ორივე მხარე. დანაშაულისათვის სასჯელი მოიცავდა ჯარიმას, ჩაქოლვას ან დამონებას. მეფის სიტყვა ითვლებოდა უზენაესად და ყველა თანასწორი იყოს მის მიმართ, გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებდა მეფე იყო საბოლოო.[1]

რელიგია და თვითგამოხატვა რედაქტირება

რელიგიური რწმენები რედაქტირება

სხეულს (etimba) აქვს სული (omuenyo), რომელიც ღამით ხეტიალობს და კომუნიკაციას ამყარებს სხეულთან სიზმრების საშუალებით. სული სიკვდილის შემდეგ გადაიქცევა აჩრდილად (ocilulu), რომელიც მიჯაჭვრული ხდება სახლთან და იწვევს დაავადებებს იმ სახლში. სასულიერო პირი აჩრდილის ამოცნობის შემდეგ ატარებს მისი განდევნის რიტუალ–ცერემონიალს. პრეკოლონიარულ პერიოდში, მეფის წინაპრები (ahamba) მიიჩნეოდნენ ღვთაებებად. მათი მრწამსის უზენაესი ღვთაება იყო სუკუ. მეფე ითვლებოდა წვიმის და ცეცხლის წყაროდ, ასევე ნაყოფიერების გარანტიადაც. კოლონიარულ პერიოდში რეგიონს მართავდნენ ხუთი პროტესტანტული და ექვსი რომაული კათოლიკური ორგანიზაციები. 1960 წლისთვის, კოლონიარული მთავრობა აფინანსებდა კათოლიკე მისიონრებს, იმ მოთხოვნით რომ მილიონი ოვიმბუნდუს მცხოვრებისთვის შეეცვალათ მრწამსი.[1]

რელიგიური მსახურება რედაქტირება

Ocimbandas–ები ეწოდებოდათ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ წინასწარმეტყველები და მკურნალები. მათ პასუხისმგებლობაში შედიოდა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზების ამოცნობა, სიზმრების და ხილვების ახსნა, პირადი რჩევების მიცემა, ჯადოების მოხსნა და ასევე წვიმის დაწყება ან შეჩერება. წინასწარმეტყველები იყენებდნენ კალათს, რომელიც სავსე იყო განსხვავებული საგნებით, რომლებიც განასახიერებდა დაავადებებს, მოწამვლას, ამპარტავნებას, ევროპელების უიღბლობას, სიკვდილს, სიცილს და ა.შ. მაგებს და კუდიანებს უწოდებდნენ olonganga–ს.

პატრიარქატული და მატრიარქატული ჯგუფები ასრულებდნენ მოძღვარის როლს ცერემონიის განმავლობაში. 1956 წელს, 32 ოვიმბუნდუელმა მიიღო მოძღვრის წოდება, 65-მა კი პასტორის.[1]

ოვიმბუნდუს კავშირი ქრისტიანობასთან რედაქტირება

XX საუკუნის 40-იან წლებში, ოვიმბუნდუმ ჩამოაყალიბა ის, რაც შესაძლებელია იყო კოლონიალური ერას უახლოესი ანგოლანური საზოგადოების შეერთება. ამერიკის ქრისტიანი მისიონერების ფინანსური და იდეოლოგიური დახმარების შედეგად, მათ დაამყარეს ქრისტიანულ სოფლებთან კავშირი, ყველა მათგანი სარგებლობდა საკუთარი მმართველობით, სკოლებით, ეკლესიებითა და კლინიკებით. მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ ოვიმბბუნდუს კულტურა, სანამ ზრუნავდნენ საკუთარი შვილების განათლებაზე. თაობა, რომელის გამოჩენილი იყო ამ სტრუქტურიდან, გახდა ჯონას სავიმბის მიმდევარი და UNITA-ს საფუძველი, რომელიც 1980 წელს იგივე კონცეფციას იყენებდა, რათა შეენარჩუნებინა ოვიმბუნდუს დამაკავშირებელი უნარი UNITA-ს კონტროლირებად ტერიტორიებზეც.

ოვიმბუნდუს საზოგადოებაში ცვლილებამ და UNITA-სთან მისმა გარევამ, გაართულა გაგვეგო მათი როლი ანგოლას პოლიტიკაში. უბრალოდ იმას, თუ რამდენი ხანი გაძლებს ოვიმბუნდუს სოლიდარობა გარემოებების ცვალებადობის ქვეშ, ვერ ვიწინასწარმეტყველებთ.[2]

სიკვდილი და მისი შემდგომი ცხოვრება რედაქტირება

გვამებს განალაგებდნენ ერთად, გულაღმა, მწოლიარე პოზიციაში და ანთავსებდნენ ხის კუბოებში. თვითონ კუბო მიმაგრებული იყო ჯოხებზე, რომ უფრო ადვილი სატარებელი გამხდარიყო, ამ კუბოებს ასევე იყენებდნენ წინასწარმეტყველებისთვისაც. ხალხი სვამდა შეკითხვებს, მათ შორის სიკვდილის მიზეზსაც. წინა მიმართულება იყო ნიშანი დადებითი პასუხისა, უკანა მიმართულება კი უარყოფითის. წინასწარმეტყველი კითხვის დასასმელად, ასევე იყენებდა თავის საწინასწარმეტყველო კალათას. გვამებს მარხავდნენ, რომელიმე ოჯახის წევრის სოფლის ეზოში. მათი რწმენით სული საკუთარი საფლავის ირგვლივ დახეტიალობდა, მაგრამ გარკვეული ცერემონიების და რიტუალების შემდეგ, ის გადაიქცეოდა სანათესაო ხაზის საწყისად, წინაპრად. მათ კონკრეტული იდეა, შეხედულება არ ქონიათ იმასთან დაკავშირებთ, თუ რა ჯილდო ან სასჯელი ელოდა ადამიანს სიცოცხლის შემდეგ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი სწამდათ, რომ ადამიანის სული დახეტიალობდა ჩვენს სამყაროში და ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ ჩაედინათ ბოროტი საქციელები. ამის გამო, როდესაც კაცები ბრუნდებოდნენ ნადირობიდან, ნადავლის რაღაც ნაწილს საფლავებზე ტოვებდნენ.[1]

გასვენების რიტუალი რედაქტირება

გასვენებისას ხალხი იკრიბებოდა კუბოს ირგვლივ, რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე, შემდეგ ამ კუბოსთან მიდიოდნენ რამდენიმე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და იწყებდნენ ცეკვას. შუახნის ქალბატონს ხელში ეჭირა თეფში, რომელზეც მოთავსებული იყო სიმინდი, ეს ქალბატონი უნდა ყოფილიყო მიცვალებულის ყველაზე უფროსი ნათესავი და ის ეკითხებოდა სულებს თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი.[4]

დასახლების ტიპები რედაქტირება

სახლები აქ ორი სახისაა. წრიული და მართკუთხა ფორმის, ჩალის (ლერწმის) სახურავებით, კედლები კი მოწნული და მობათქაშებული. ყველა სახლს აქვს თავისი საკუთარი ეზო, ბეღელი, საქათმე და ბოსელი თხების, ცხვრების და ღორებისთვის. სოფლები შენდება როგორც ვაკე, ასევე ფერდობ ადგილებზეც. ბარში სოფლები გავრცელდა და ალყაში მოაქცია ცენტრალური საცეკვაო ადგილი (ოსილა) და მამაკაცების სახლი (ონჯანგო). როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიწურა სოფლის მეურნეობის ყველანაირი რესურსი, მოსახლეობამ დაიწყო ახალი საცხოვრებელი ადგილების ძიება. თავდაპირველად აშენდა ფერდობის სოფლები (მმართველების მიერ, თავდაცვითი მიზნებისთვის). ასეთ სოფლებში დასახლების წყობა კომპაქტური და სწორხაზოვანი იყო.[1]

მედიცინა რედაქტირება

ძირითადი დაავადებები იმ პერიოდისთვის იყო კუჭ–ნაწლავის ჭიები, მალარია, ძილის დარღვევები, კეთრი, ყივანახველა და წითელა. აქვთ ისეთი მკურნალობის სახეები, როგორიცაა საუნა და მცენარეულით მკურნალობა. მედიკოსი ქალები ძირითადად ეხმარებოდნენ ხალხს მშობიარობაში.[1]

კულტურა რედაქტირება

ცერემონიები რედაქტირება

პრეკოლონიარულ პერიოდში, მეფე სამეფო აკლდამაში მსხვერპლს წირავდა ნაციონალურ ღვთაებებს. წინასარმეტყვებელი და სოფლის მეთაურები წვიმის მოსაყვან და ეპიდემიის საწინააღმდეგო ცერემონიებს ატარებდნენ. მონადირეები მშვილდს და ისრებს ავლებდნენ სისხლში, რომელიც მონადირებულ ხორცს ჰქონდა, ეს რიტუალის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თვითონ მშვილდს და ისრებს ოსტატი უმზადებდა თავის შეგირდს და ასევე ავარჯიშებდა იმაშიც, რომ თვითონ მოემზადებიდან ხელსაწყოები.[1]

მონადირის სიცოცხლესთან და სიკვდილის კავშირთან დაკავშირებით რამდენიმე რიტუალი არის შემონახული. პროფესიონალი მონადირე ნადირობამდე წასვლის წინა ღამეს, ანახლებს ხელსაწყოებს, რაც ტარდება ცერემონიალური გზით, სულებთან დაკავშირებით. მათი რწმენით რაღაც ძალა გადადიოდა სანადირო იარაღებში, ამ რიტუალის შედეგად. გარდაცვლილი მონადირეების იარაღები ინახებოდა პატარა ქოხებში, რომელსაც სხვა მონადირეები რესტავრაციას უკეთებენ ყოველ გარდაცვალების დღეს.

წარმოუდგენელი და უსარგებლოა, ამ რიტუალების დანიშნულების გაცნობიერება. მაგრამ ეს იარაღები წარმოადგნენდნენ, თვითონ გარდაცვლილი მეომრების ძალას და იყო მტკიცებულება მათი რეალურად არსებობისა, ვისი სახელებიც შემორჩათ.

მათ იცოდნენ, რომ ნადირისკენ თითით ჩვენება არ შეიძლებოდა, რადგან ეს მას დააფრთხობდათ, ჰქონდათ კარგად შემუშავებული ნადირობის ტექნიკა. მონადირეს ასევე ეკრძალებოდა ცოლთან ერთად ძილი ნადირობის წინა ღამეს და სანამ სანადიროდ გაემართებოდა თვალებს იბანდა მცენარეული ხსნარით, რაც მას გაუუმჯობესებდა მხედველობას.

ნებისმიერ სოფელში, პროფესიონალი მონადირის ქოხი იყო ადვილი ამოსაცნობი, გამოირჩეოდა იმით, რომ განლაგებული იყო იმ ცხოველების თავის ქალები, რომლებიც მათ ნადირობისას ჰყავდათ მოკლული.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იყო სამი ფრინველი, რომლის მოკვლაც აკრძალული იყო. ესუვი, ეს არის ფრინველი, რომელსაც აქვს ძალა, რომ მოიპაროს გარდაცვლილების სულები, ანუ მოკლას ისინი ხელმეორედ. თვითნ ხელმეორედ სიკვდილზე არანაირი ახსნა არ არსებობდა, მაგრამ შემდეგ გაჩნდა, როდესაც ერთმა კაცმა თქვა, რომ ავად იყო იმის გამო, რომ ესუვიმ მოიპარა მისი ბაბუის სული, ანუ ამ ხელმეორედ სიკვდილმა შესაძლოა იმოქმედოს შთამომავლებზე. დანარჩენი ორი ფრინველიდან, ერთ–ერთია, რომლის ბუმბულსაც იყენებენ სამეფო სასახლის გასაფორმებლად და მედიცინისთვის და მესამეა, რომლის ღამის ტირილიც არის სოფელში სიკვდილის მომასწავლებელი.[5]

ხელოვნება რედაქტირება

ცეკვა ჩანერგილი იყო ყველა სოფლის სოციალურ და რეკრეაციულ ცხოვრებაში. ყველა სოფლის ცენტრში მდებარეობდა საცეკვავო მოედანი. ოვიმბუნდუ ასევე მდიდარია ხალხური ზღაპრებითა და სიმღერის ტრადიციით. სხვადასხვა ზომის და ფორმის მუსიკალურ ინსტრუმენტებს, მათ შორის დასარტყამ ინსტრუმენტებს, ფლეიტებს და რკინის კლავიშებიან საკრავებს ეძახდნენ ocisanji-ს და sansas-ს. ხის ფიგურებს იყენებდნენ წინასწარმეტყველების კალათებში.[1]

მუსიკა რედაქტირება

ოვიმბუნდუს ძველი და თანამედროვე მუსიკალური ტრადიციები რედაქტირება

ოვიმბუნდუ არის ბანტუზე მოსაუბრე ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ ანგოლაში, და როგორც ცნობილია ძალიან მდიდარი მუსიკალური კულტურა. მარტინ ულრიჩის დისკში არის 700-ზე მეტი ჩანაწერი, რომელიც მან ჩაწერა, როდესაც ის მასწავლებლად მუშაობდა ამ რეგიონში. 70 წლებში კოლონიალური ცხოვრების შემდეგ, სადაც ქალები პასუხს აგებდნენ სოფლის მეურნეობაზე, ხოლო კაცები ვაჭრობაზე, ომზე, ფოლადზე მუშაობაზე, ბევრი რამ შეიცვალა. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ გადაუსწრო ძველ რწმენებს, ასევე პორტუგალიის ადმინისტრაციამ გააუქმა ოვიმბუნდუს ზოგიერთი ტრადიცია. ოვიმბუნდუს კაცებმა დაიწყეს ყავის პლანტაციაზე მუშაობა; ტრადიციული სასოფლო სამეურნეო პრაქტიკები აღარ იყო მათთვის საკმარისი და საჭირო გახდა არეალის გაფართოება.

70-იან წლებში მუსიკა გახდა გართობის ერთ - ერთი საუკეთესო საშუალება, და ასევე დღის შემადგენელი ნაწილი და ზოგიერთმა მუსიკის მოსმენა ყოველდღიურ რიტუალად აქცია. ეჭვი არ არსებობს, რომ ცხოვრება გაუარესდა ოვიმბუნდუსთვის მას მერე, რაც სამოქალაქო ომის შემდეგ ისინი გახდნენ პორტუგალიელების ხელის მუშაკები, დამოკიდებულები იყვნენ მათზე, არ ჰქონდათ უფლებები და ყველაფერი ის, რაც წარსულში მათთვის საამაყო და საინტერესო იყო. ახლა ისინი ცხოვრობენ ნაომარ და დანაღმულ მიწაზე. ამ ომის დროს მუსიკოსების სიკვდილის გამო გაქრა ბევრი სიმღერა და ასევე რამდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტიც, რომლებსაც იყენებდნენ ოვიმბუნდუს მუსიკოსები სხვადასხვა მუსიკის შესაქმნელად, რომელიც ასევე დაიკარგა და განადგურდა ომის დროს.

როგორც ცნობილია, ოვიმბუნდუს სიმღერებზე, ხნიერი ხალხი ჯერ კიდევ ხუთსაფეხურიან გრადაციას იყენებენ, ხოლო ახალგაზრდებზე გავლენა მოახდინა დასავლეთის მუსიკამ. მათ დახმარებას უწევს ოკატჩაკა, გოგოებისგან შემდგარი ჯგუფი, თავისივე ტჩაკანდიკილა უპანგის ჩანაწერით. სამწუხარო იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ეს ყველაფერი დაიკარგა. სხვა ნაწარმოებებში შემოდის დრამი, რომლის ხმაც ტიპური აფრიკული მუსიკასავით ჟღერს. ტონალური და რიტმული შერწყმა, ოვიმბუნდუს დრამის მუსიკა არის გასაოცარი. იგი ხშირად გვხვდება ტამბულა ოჰ სალას დროს, ხუთსაფეხურიანი ცეკვის სიმღერა.[2]

მუსიკალური ინსტრუმენტები რედაქტირება

ასევე გაფანტულები არიან სუბ-საჰარული აფრიკის ლამელოფონები, და რამდენიმე ნაწარმოები გვხვდება მეტალის ელემენტებით, რასაც უსმენენ დღესდღეობით. მნიშვნელოვან ინტერესს იწვევდა ოტჩიმბვეტეტე, განსაკუთრებით 25 წლის წინ. ეს ინსტრუმენტი დამზადებულია პალმის ხის ქერქისგან და ძალიან განსხვავებული ტემბრის ხმას გამოსცემს. უფრო დიდი, მაგრამ ლამელოფონის მსგავსი ხმით, არის ალიმბა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მხიარულებისას. იგი აღწერილია, როგორც დაგრეხილი ქსილოფონი, რაც ძალიან უცნაურია; საბედნიეროდ ფოტოგრაფი გვაგებინებს, რომ ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მისი 14 კლავიში და გამაძლიერებლები, წრის რკალზეა დამონტაჟებული. ომბუმბუმბა, რომელიც ბრაზილიელი ბერიმბაოს წინაპრად ითვლება, შედგება ანტილოპას კანისგან დამზადებული ვიწრო ფირფიტით, ზევიდან დაყვანილი სიმით; ყელიანი გოგრა გამოიყენება რეზონატორად, ხოლო ინსტრუმენტის ჟღერადობის მოდულაცია ხდება გოგრის ხვრელის გაღებით და დახურვით. ამ ელემენტების ურთიერთკავშირი მომაჯადოებელ და სხვადასხვანაირ ჟღერადობას გამოსცემს.

ოვიმბუნდუს ინსტრუმენტები წარმოქმნილია ან შთაგონებული, ევროპული ინსტრუმენტებისგან; ხელნაკეთი გიტარის არსებობა სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ ოვიმბუნდუს მუსიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ სახლში დამზადებული გიტარით, პირიქით ის მუსიკოსი, რომელიც რამდენიმე ნაწარმოების შექმნისას იყენებს მას, საკმაოდ შეზღუდულ მუსიკოსად ითვლება. უფრო საინტერესო არის ოკატჩიიეკეს ქორდალური გუგუნი, სამ სიმიანი ალტი, იკვრება მარცხენა ხელის ცერა თითის დახმარებით, მაგრამ სამწუხაროდ ეს სახეობა ნელ-ნელა ქრება. მაგრამ ყველაზე გამორჩეული ამ ინსტრუმენტებს შორის არის ოლომბენდუ; ილუსტრაციიდან ჩანს, რომ ის არის ალტო რიკორდერის მსგავსი, რომელიც ანგოლაში შემოიტანეს მისიონერებმა XVIII საუკუნეში. სიკუ ჩივანგის პოლიფონიის, ეგზოტიკური ჰარმონიებისა და მისი შვილიშვილების დემონსტრაციის შემდეგ, ის გახდა ადგილობრივი მუსიკის კულტურის ნაწილი.[2]

თანამედროვე მუსიკის კულტურასთან შერწყმა რედაქტირება

ან ვინმემ უნდა დაწეროს, რომ ის სრულიად ინტეგრირდა ადგილობრივი მუსიკის კულტურაში 1971 წელს; შესანიშნავი ხარისხის ჩანაწერი, ეს CD დოკუმენტები და მისი მუსიკალური გამოხატულებები, რომლებიც სამწუხაროდ გაქრნენ, მუქარის წინაშე არიან, ან საბოლოოდ გამოეყვნენ სოციალურ და რელიგიურ მოქმედებებს, რომელსაც ისინი უწინ ემსახურებოდნენ. ჩემი ვარაუდით, ეს არის, როგორც მუსიკის ძალის, ასევე ადამიანის სულის შეწირვა, ოვიმბუნდუს მუსიკაში, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ დღესაც დიდი ადგილი უჭირავს ზოგიერთის მუსიკალურ აქტივობებში, სივრცე და მნიშვნელობა ბევრისთვის ვინც მას მოუსმენს, მოდის CD სპიქერებიდან, თავისი პირდაპირობით და ენერგიით, და თავისი მნიშვნელობით საზოგადოებასთან, რამაც შექმნა ის მყისვე ხილული და გაუადვილა ადგილობრივ და თანამედროვე მუსიკაში ინტეგრაცია.[2]

სქოლიო რედაქტირება