ოგე ბორი

დანიელი ფიზიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორი (მრავალმნიშვნელოვანი).

ოგე ნილს ბორი (დან. Aage Niels Bohr; დ. 7 ივნისი, 1922 ― გ. 8 სექტემბერი, 2009) ― დანიელი ფიზიკოსი რომელიც იყო 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ბენ მოტელსონთან და ჯეიმზ რეინვოთერთან ერთად[29]. მას შემდეგ, რაც ოგე ბორი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი, ოგე და მამამისი, ნილს ბორი მოხვდნენ იმ ექვს მამა-შვილს შორის რომლებსაც მოპოვებული აქვთ ნობელის ჯილდო[30].

ოგე ბორი
დან. Aage Niels Bohr
დაბ. თარიღი 19 ივნისი, 1922(1922-06-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი კოპენჰაგენი[1] [12]
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 2009(2009-09-08)[13] [14] [4] [7] [8] [9] [10](87 წლის)
გარდ. ადგილი კოპენჰაგენი[12] [15]
მოქალაქეობა დანიის სამეფო[16] [6]
საქმიანობა ფიზიკოსი[17] [18] [19] , პედაგოგი და ბირთვული ფიზიკოსი[20]
მუშაობის ადგილი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი[21] , ლოს-ალმოსის ეროვნული ლაბორატორია, Nordic Institute for Theoretical Physics[21] და ნილს ბორის ინსტიტუტი[21]
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი
მეუღლე Marietta Soffer
მამა ნილს ბორი[21]
დედა მარგრეტე ნერლუნდი
შვილ(ებ)ი Tomas Bohr
ჯილდოები მშვიდობიანი ატომის ჯილდო, ნობელის პრემია ფიზიკაში[22] [23] , ჯონ პრაის უეთერილის პრემია, რეზერფორდის მედალი და პრემია[24] , დენი ჰაინემანის პრიზი მათემატიკურ ფიზიკაში[25] , honorary doctor of the Peking University[26] , H. C. Ørsted Medal[27] და Ole Rømer Medal[28]

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ოგე ნილს ბორი დაიბადა კოპენჰაგენში 1922 წლის 19 ივნისს. იგი იყო ასევე ფიზიკოსი ნილს ბორის და მისი მეუღლის მარგარეტ ბორის (ქალიშვილობის გვარი ნერლუნდი) მეოთხე შვილი[31]. ოგე ნილს ბორს ჰყავდა 5 ძმა. მისი უფროსი ძმა ქრისტიანი დაიღუპა ნავით ცურვის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის[32] შედეგად 1934 წელს, ხოლო მისი უმცროსი ძმა გარდაიცვალა მენინგიტისაგან[33]. დანარჩენი ძმებიდან: ჰანსი გახდა ფიზიკოსი, ერიკი ინჟინერი (ქიმიაში) ხოლო ერნესტი გახდა იურისტი და ოლიმპიური სპორტსმენი, რომელმაც ითამაშა საველე ჰოკეი 1948 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ლონდონში დანიის სახელით[34][35]. მისი ოჯახი ცხოვრობდა კოპენჰაგენის თეორიული ფიზიკის უნივერსიტეტში (ახლა ცნობილია, როგორც ნილს ბორის ინსტიტუტი). ოგე ბორი იზრდებოდა მამასთან ერთად მომუშავე ისეთი ფიზიკოსების გარემოცვაში, როგორიცაა ჰანს კრამერსი, ოსკარ კლეინი, იოშიო ნიშინა, ვოლფგანგ პაული და ვერნერ ჰაიზენბერგი. 1932 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კარლსბერგში.

ბორმა სწავლა განაგრძო სორტედამის გიმნაზიაში (კოპენჰაგენი). 1940 წლის აპრილში იგი შევიდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, სადაც მან დაიწყო ფიზიკის შესწავლა. ბორი ეხმარებოდა მამას ეპისტემოლოგიის და ფიზიკის შესახებ სტატიების წერაში. 1943 წლის სექტემბერში ოჯახმა გაიგო, რომ ნაცისტებმა ისინი ებრაელებად მიიჩნეს, რადგან ოგეს ბებია ელენ ადლერ ბორი ებრაელი იყო. ამის საფუძველზე მოხდა ბორის ოჯახის დაპატიმრება. დანიის მიერ გერმანიისადმი გაწერული წინააღმდეგობა დაეხმარა ოჯახს რათა ზღვის გავლით გაქცეულიყვნენ შვედეთში[36]. ოგე შვედეთში ჩავიდა 1943 წელს, ხოლო შემდეგ გაფრინდა ბრიტანეთში „The Mosquitoes-ით“ (შეუიარაღებელი მაღალსიჩქარიანი ბომბდამშენი, რომლის საშუალებითაც გადაჰქონდათ ან გადაჰყავდათ პატარა ღირებული ნივთები ან მნიშვნელოვანი პიროვნებები). მაღალი სიჩქარის და მაღალ სიმაღლეზე ფრენის საშუალებით მათ გადაკვეთეს გერმანიის მიერ ოკუპირებული ნორვეგია და თავიდან აიცილეს გერმანელი მებრძოლები.

ლონდონში ჩასვლის შემდეგ ოგე შეუერთდა მამამისს, რომელმაც ბრიტანეთში ბრიტანეთში ჩასვლა რამდენიმე კვირით ადრე მოახერხა[37]. ლონდონში ოგე ბორი ოფიციალურად გახდა უმცროსი მკვლევარი სამეცნიერო და სამრეწველო კვლევის დეპარტამენტში, თუმცა მას არ შეუწყვეტია მამასთან ერთად მუშაობა. ორივე მათგანი მუშაობდა „Tube Alloys-ზე“ (ბრიტანული ატომური ბომბის პროექტი). 1943 წლის 30 დეკემბერს გააკეთეს რამდენიმე ვიზიტი აშშ-ში, სადაც ოგეს მამა იყო მანჰეტენის პროექტში[38] კონსულტანტი. მამის სახელის დიდების გამო ორივეს მოუწია სახელის შეცვლა, ბორი გახდა ჯეიმზ ბეიკერი ხოლო მისი მამა ნიკოლას ბეიკერი [39].

კარიერა რედაქტირება

1945 წლის აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი დაბრუნდა დანიაში და განაგრძო სწავლა უნივერსიტეტში, რომელიც 1946 წელს მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. 1948 წლის დასაწყისში ოგე გახდა შემეცნებითი კვლევის ინსტიტუტის წევრი ნიუ-ჯერსიში[40]. 1956 წელს ბორი გახდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი. ოგე ბორი ასევე იყო სკანდინავიური თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის წევრი, ხოლო 1975-1981 წლებში იყო ამავე დაწესებულების დირექტორი[41].

მისი ცოლი მარიეტა გარდაიცვალა 1978 წლის 2 ოქტომბერს[42]. 1981 წელს იგი დაქორწინდა ბენტე შარფ მაიერზე[43]. მისი შვილი, ტომას ბორი არის დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი[44].

ოგე ბორი გარდაიცვალა კოპენჰაგენში 2009 წლის 9 სექტემბერს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Gowing, Margaret (1964). Britain and Atomic Energy, 1935–1945. London: Macmillan Publishing. OCLC 3195209
  • Hoddeson, Lillian; Henriksen, Paul W.; Meade, Roger A.; Westfall, Catherine L. (1993). Critical Assembly: A Technical History of Los Alamos During the Oppenheimer Years, 1943–1945. New York: Cambridge University Press. ISBN 0-521-44132-3. OCLC 26764320
  • Jones, R. V. (1985). "Meetings in Wartime and After". In French, A. P ; Kennedy, P. J. Niels Bohr: A Centenary Volume. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press. pp. 278–287. ISBN 978-0-674-62415-3.
  • Pais, Abraham (1991). Niels Bohr's Times, In Physics, Philosophy and Polity. Oxford: Clarendon Press. ISBN 978-0-19-852049-8.
  • Rhodes, Richard (1986). The Making of the Atomic Bomb. New York: Simon and Schuster. ISBN 978-0-671-44133-3.
  • Stuewer, Roger H. (1985). "Niels Bohr and Nuclear Physics". In French, A. P.; Kennedy, P. J. Niels Bohr: A Centenary Volume. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press. pp. 197–220. ISBN 978-0-674-62415-3.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #113163827 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. CHANG K. Aage Bohr, Physicist’s Son Who Won Nobel, Dies at 87 // The New York Times / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2009. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  3. Aage Bohr // The Daily Telegraph / C. EvansLondon, Thailand: 2009. — ed. size: 622719 — ISSN 0307-1235; 1477-3805
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Bell A. Aage N. Bohr - DANISH PHYSICISTEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France Aage Bohr (1922-2009) — 2011.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Dansk Biografisk Lexikon
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  12. 12.0 12.1 Nobel Laureate Aage Bohr has diedნილს ბორის ინსტიტუტი, 2009.
  13. Life In Legacy - Week ending Saturday, September 12, 2009
  14. Encyclopædia Britannica
  15. PIRE B. BOHR AAGE - (1922-2009)Encyclopædia Britannica.
  16. Bell A. Nobel Prize winners by category (physics)Encyclopædia Britannica, Inc., 1768.
  17. Manhattan Project - GROUP — 2002.
  18. Pontifical Academy of Sciences — 2002.
  19. Aage Bohr, Danish physicist
  20. Manhattan Project - GROUP
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 Nobelpristageren Aage Bohr er død // BerlingskeBerlingske Media, 2009. — ISSN 0106-4223
  22. The Nobel Prize in Physics 1975 // nobelprize.orgNobel Foundation.
  23. The Nobel Prize amounts // nobelprize.orgNobel Foundation.
  24. https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/ernest-rutherford-medal-and-prize-recipients
  25. Dannie Heineman Prize for Mathematical PhysicsAmerican Physical Society.
  26. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html中华人民共和国教育部.
  27. H.C. Ørsted Medaljen
  28. https://www.kristeligt-dagblad.dk/mennesker/superfysikeren-der-vandt-haeder-til-danmark
  29. "The Nobel Prize in Physics 1975" . The Nobel Foundation. Retrieved 2015-05-12.
  30. "Nobel Prize FAQ" . The Nobel Foundation. Retrieved 2015-12-16.
  31. "Aage N. Bohr – Biographical" . The Nobel Foundation. Retrieved 12 May 2015.
  32. Stuewer 1985, p. 204.
  33. Pais 1991, pp. 226, 249.
  34. "Niels Bohr – Biography" Nobelprize.org. Retrieved 10 November 2011.
  35. "Ernest Bohr Biography and Olympic Results – Olympics" დაარქივებული 2020-04-18 საიტზე Wayback Machine. . Sports-Reference.com. Retrieved 12 February 2013.
  36. Rhodes 1986, pp. 483–484.
  37. Jones 1985, p. 280.
  38. Gowing 1964, pp. 248–249.
  39. Hoddeson et al. 1993 , p. 95.
  40. "Bohr, Aage Niels".Institute for Advanced Study. Archived from the original დაარქივებული 2015-05-24 საიტზე Wayback Machine. on 7 January 2013. Retrieved 13 May 2015.
  41. "Nobel Laureate Aage Bohr has died" დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. .Niels Bohr Institute. Retrieved 14 May 2015.
  42. "Marietta Bohr (Soffer) (1922–1978)". Geni.com. Retrieved 14 May 2015.
  43. Close, Frank (14 September 2009)."Aage Bohr".The Guardian. Retrieved 12 September 2015.
  44. "Tomas Bohr".Technical University of Denmark.Retrieved 14 May 2015.