ობნინსკის ატომური ელექტროსადგური

ობნინსკის ატომური ელექტროსადგური (რუს. Обнинская АЭС), მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური, გაშვებულ იქნა 1954 წლის 26 ივნისს კალუგის ოლქის დასახლება ობნინსკში (ამჟამად ქალაქი ობნინსკი), ”ლაბორატორია ვ”-ს ბაზაზე (ამჟამად სახელმწიფო კვლევითი ცენტრი ”ლეიპუნსკის სახ. ფიზიკო-ენერგეტიკული ინსტიტუტი”). სადგურის აქტიური ზონის კონსტრუქციის იდეა ეკუთვნოდა ი. ვ. კურჩატოვს პროფესორ ს. მ. ფეინბერგთან ერთად. მთავარი კონსტრუქტორი გახდა აკადემიკოსი ნ. ა. დოლეჟალი. საწვავის პირველი პარტია ობნინსკის აეს-ისთვის დამზადებულ იქნა მანქანათმშენებლობის ქარხანაში ”ელექტროსტალი” (მოსკოვის ოლქი). სადგურის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის მრავალმა სპეციალისტმა.