ნძუანი (შიკომორი Ndzwani), ასევე ანჟუანი (ფრანგ. Anjouan) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, კომორის არქიპელაგში. არქიპელაგის სიდიდით მეორე კუნძულია. 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 332 466 ადამიანს.

ნძუანი
მშობ. სახელი: შიკომორი Ndzwani
ფრანგ. Anjouan
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 12°13′39″ ს. გ. 44°27′28″ ა. გ. / 12.22750° ს. გ. 44.45778° ა. გ. / -12.22750; 44.45778
ფართობი 424 კმ²
უმაღლესი წერტილი 1565 მ
ავტონომიური რეგიონი ნძუანი
დედაქალაქი მუცამუდუ
დემოგრაფია
მოსახლეობა 332 466 ადამიანი (2015)
სიმჭიდროვე 784,12 ად. /კმ²
ნძუანი — ინდოეთის ოკეანე
ნძუანი

ნძუანი (ანჟუანი) შედის კომორის კუნძულების კავშირის შემადგენლობაში იმავე დასახელების ავტონომიური რეგიონის სახით. მისი ადმინისტრაციული ცენტრი და მსხვილი ქალაქია — მუცამუდუ. 2007 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ნძუანის (ანჟუანი) ტერიტორიაზე არსებობდა იმავე დასახელების არაღიარებული სახელმწიფო, რომლის ლიკვიდაცია მოხდა ანჟუანის კუნძულის ოპერაციის დროს.

კუნძულზე გავრცელებული იყო Accipiter francesiae pusillus-ის ქვესახეობა, რომელიც სავარაუდოდ გადაშენებულია.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ავტონომიური რეგიონი იყოფა 5 პრეფექტურად[1]:

სქოლიო რედაქტირება