ნუჯუდ ალი (არაბ. نجود علي; დ. 1998, ხარჯი, იემენი) — ბავშვების ძალდატანებით ქორწინების წინააღმდეგ მიმრთული მოძრაობას ლიდერი იემენში. 10 წლის ასაკში დაარღვია უძველესი ტრადიცია და განქორწინდა.[1][2] 2008 წლის ნოემბერში, ქალთა ამერიკულმა ჟურნალმა Glamour-მა, ნუჯუდ ალი და მისი ადვოკატი შადა ნასერი წლის ქალებად დაასახელა.[2][3] გოგონას გამბედაობა შეაქეს ისეთმა ცნობილმა ქალებმა, როგორებიც არიან ჰილარი კლინტონი და კონდოლიზა რაისი.[4]

ნუჯუდ ალი
დაბადების თარიღი 1998
იემენი
სხვა სახელები ნოჯუმი
წოდება ყველაზე ახალგაზრდა განქორწინებული
ჯილდოები წლის ქალი ჟურნალ Glamour-ის მიხედვით (შადა ნასერთან ერთად)

ალის ადვოკატი, შადა ნასერი (დ. 1964) — ფემინისტი და ადამიანის უფლებათა სპეციალისტი, რომლის ჩრთულობით გოგონას საქმე ასე გახმაურდა.[3][5] ნუჯუდმა, ფრანგ ჟურნალისტ დელფინ მინუისთან ერთად დაწერა წიგნი სახელწოდებით „მე ნუჯუდი ვარ, 10 წლის და განქორწინებული“.

ბიოგრაფია რედაქტირება

ნუჯუდ ალი ცხრა წლის იყო, როდესაც მშობლებმა საქორწინო გარიგება დადეს ფაეზ ალი თამერთან, 30 წლის კაცთან.[6] მეუღლის ნათესავების მიერ მუდმივი ცემისა და ქმრის მიერ გაუპატიურების უამრავი შემთხვევის შემდეგ, ქორწილიდან ორ თვეში, 2008 წლის 2 აპრილს, ნუჯუდი სახლიდან გაიქცა. მამამისის მეორე ცოლის რჩევით, ნუჯუდი პირდაპირ სასამართლოში გაემართა, განქორწინების მისაღებად. ნახევარდღიანი ლოდინის შემდეგ, გოგონა მოსამართლე მოჰამედ ალ-ღადამ შენიშნა და მისთვის თავშესაფრის მიცემა საკუთარ თავზე აიღო. ამასთან ერთად პატიმრობა შეუფარდა მამამისსა და ქმარს.[7]

შადა ნასერი დათანხმდა ნუჯუდის ადვიკატობაზე.[5] იემენის კანონი იმ დროისათვის კრძალავდა ქორწინებას 15 წლამდე ბავშვებზე, თუმცა, მშობლებს ჰქონდათ უფლება გაეთხოვებინათ ქალიშვილები ამ ასაკამდეც მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, რომ ბავშვებს შორის ინტიმური კავშირი დამყარდებოდა მაშინ, როდესაც ორივე მზად იქნებოდა. სასამართლოში ნასერი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქორწინების კანონი მკაცრად დაირღვა, რამეთუ ნუჯუდი ძალადობის მსხვერპლი იყო.[3] ალიმ უარყო სასამართლოს შემოთავაზება, რომ სამი-ხუთი წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნებოდა ქმარს[3] და 2008 წლის 15 აპრილს[8] მიიღო განქორწინება.[3]

2008 წლის შემოდგომაზე, გოგონა სკოლას დაუბრუნდა იმ მიზნით, რომ ერთ დღეს თავადაც გახდებოდა ადვოკატი.[9] ალის მემუარები გამოქვეყნდა 2009 წელს. წიგნების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარებოდა მის სწავლას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან ნუჯუდი გაკვეთილებს რეგულარულად ვერ ესწრებოდა.[10] 2009 წლის მარტში, სწორედ მაშინ, როდესაც ალი ქალთა მსოფლიო დაჯილდოების ცერემონიას უნდა დასწრებოდა ვენაში, გოგონას პასპორტთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მედია ვარაუდობდა, რომ ამ ფაქტის მიღმა ნუჯუდის ოჯახი იდგა.[11]

მემუარის ინგლისური ვერსია, 2010 წელს გამოქვეყნდა. წიგნს გამოხმაურება მოყვა New York Times-ის ჟურნალისტის, ნიკოლას კრისტოფისაგან. მან შეაქო ალი იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერება აამაღლა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ტერორიზმი, პოლიგამია, ბავშვთა ქორწინება და სხვა. აგრეთვე აღნიშნა, რომ „ნუჯუდისნაირი პატარა გოგონები, უფრო ეფექტიანი მეთოდია ტერორიზმთან საბრძოლველად, ვიდრე ნებისმიერი რაკეტა“.[12]

2013 წელს, ალიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მამამისმა აიძულა სახლიდან წასვლა და გამოცემლებისგან მიღებული ფულის უმეტესი ნაწილი თვითონ დაიტოვა. haaretz.com-ის მიხედვით, მამამისმა ასევე ასაკით გაცილებით უფროს კაცზე გარიგებით გაათხოვა ნუჯუდის უმცროსი და ჰაიფა. მანვე ნუჯუდის განათლებისთვის განკუთვნილი ფული გამოიყენა თავისთვის ორი ახალი ცოლის საყიდლად. ალის ყოფილი ქმარი, ალიმენტის სახით ყოველთვიურად მხოლოდ 30$-ს იხდის.

2015 წლის ივნისში, 16 წლის ნუჯუდმა არაოფიციალურად შეიცვალა სახელი. ნუჯუდი, რომელიც „დამალულს“ ნიშნავს, გადააკეთა ნოჯუმად, რაც „ცაზე ვარსკვლავებს“ ნიშნავს.[13]

Huffington Post-ის მიხედვით, ალი 2014 წელს გათხოვდა და ახლა ორი გოგონა ჰყავს. მას არ აქვს იმ დონის განათლება მიღებული, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი, რადგან თვითონვე განაცხადა უარი სკოლაში სიარულზე.[14]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

2010 — მე ნუჯუდი ვარ, 10 წლის და განქორწინებული, ნიუ-იორკი, 2010 (ISBN 978-0307589675)

ლიტერატურა რედაქტირება

  • Rozenn Nicolle "La petite divorced of Yemen", Libération, 31 იანვარი 2009
  • "A Yemeni 10 years among women of the year," Le Nouvel Observateur, 11 ნოემბერი 2008
  • Delphine Minoui, "Nojoud, 10 years, divorced in Yemen", Le Figaro, 24 ივნისი 2008
  • Cyriel Martin, "Yemen: a girl of 8 years gets a divorce," Le Point, 16 აპრილი 2008
  • Carla Power, "Ali & Nujood Shada Nasser: The Voices for Children," Glamour, დეკებერი 2008

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Daragahi, Borzou (June 11, 2008), Yemeni bride, 10, says I won't, Los Angeles TimesmznfzKLDhjsd'gV, http://articles.latimes.com/2008/jun/11/world/fg-childbride11. წაკითხვის თარიღი: 16 February 2010
  2. 2.0 2.1 Walt, Vivienne (3 February 2009), A 10-Year-Old Divorcée Takes Paris, Time/CNN, http://www.time.com/time/world/article/0,8599,1876652,00.html. წაკითხვის თარიღი: 16 February 2010 დაარქივებული 26 August 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Power, Carla (12 August 2009), Nujood Ali & Shada Nasser win "Women of the Year Fund 2008 Glamour Award", Yemen Times, http://www.yementimes.com/DefaultDET.aspx?i=1207&p=report&a=1. წაკითხვის თარიღი: 16 February 2010 დაარქივებული 5 April 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  4. Evans, Sean (11 November 2008), 10-year-old girl's inspiring story opens eyes at Glamour awards, New York Daily News, http://www.nydailynews.com/news/national/2008/11/10/2008-11-10_10yearold_girls_inspiring_story_opens_ey.html. წაკითხვის თარიღი: 9 April 2010[მკვდარი ბმული]
  5. 5.0 5.1 Madabish, Arafat (28 March 2009), Sanaa's first woman lawyer, Asharq Alawsat: English edition, http://www.aawsat.com/english/news.asp?section=3&id=16210. წაკითხვის თარიღი: 16 February 2010 დაარქივებული 11 May 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  6. Borzou Daragahi (June 11, 2008). „Yemeni Bride, 10, says I Won't“. Los Angeles Times.
  7. Loving, James (September 5, 2009), Video Beat Part 4 - CNN Explosher= National Radio Text Service, http://www.nationalradio.com/0_VideoBeat_SEP_09.shtml. წაკითხვის თარიღი: 16 February 2010 დაარქივებული 5 June 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . Note: Apart from other details, this website names the judge.
  8. Ali 2010, p. 107
  9. Mullins, K.J (August 27, 2009), Child bride Nujood Ali's life after the divorce, Digital Journal, http://www.digitaljournal.com/article/278338. წაკითხვის თარიღი: 16 February 2010
  10. Hersh, Joshua (4 March 2010), A TEN-YEAR-OLD’S DIVORCE LAWYER, The New Yorker, retrieved March 4, 2010.
  11. Bobi, Emil. (14 March 2009) Kleine große Frau: profil besuchte die zehnjährige Jemenitin Nojoud Ali in Sanaa de. Profil (Austrian news magazine). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: April 10, 2010.
  12. Kristof, Nicholas (3 March 2010), Divorced Before Puberty, New York Times, https://www.nytimes.com/2010/03/04/opinion/04kristof.html. წაკითხვის თარიღი: 4 March 2010
  13. Boitiaux, Charlotte (June 10, 2015). 'I Am Nojoom, Age 10 and Divorced' tackles tradition“. France 24. ციტირების თარიღი: 25 March 2016.
  14. https://www.huffingtonpost.com/entry/yemen-hillary-clinton_us_581e13dce4b0aac62484ca95