ნუტრიასებრნი (ლათ. Capromyidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 20-60 სმ (ყველაზე მოზრდილი სახეობის — ნუტრიისა ზოგჯერ 85 სმ აღწევს); სხეული დაფარული აქვთ უხეში ბეწვით და თივთიკით. საჭრელი კბილები მოზრდილია და დაფარულია ნარინჯისფერი მინანქრით. გავრცელებულია არიან სამხრეთ ამერიკაში. ოჯახში 5 გვარის 11 სახეობაა (მათგან 2 მთლიანად განადგურებულია, ხოლო 1 განადგურების გზაზეა); ყველაზე მეტად ცნობილია ნუტრია და ხუტია.

ნუტრიასებრნი
Capromys pilorides
Capromys pilorides
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  ნუტრიასებრნი
ლათინური სახელი
Capromyidae

ლიტერატურა რედაქტირება