აფიფე ნურბანუ სულთანი (დაბადებით. სესილია ვენერ-ბაფო; თურქ. Afife Nûr-Banû Sultan, ოსმ. نور بانو سلطان; დაახლ. 15257 დეკემბერი, 1583) — ოსმალეთის სულთან სელიმ II-ის ცოლი და მურად III-ის დედა, ჰასეკი, პირველი ვალიდე-სულთანი „ქალთა სულთანატის“ პერიოდში.

აფიფე ნურბანუ სულთანი
نور بانو سلطان
ჰასეკი სულთანი
მმართ. დასაწყისი: 7 სექტემბერი, 1566
მმართ. დასასრული: 15 დეკემბერი, 1574
წინამორბედი: ჰიურემ სულთანი
მემკვიდრე: საფიე სულთანი
ვალიდე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 15 დეკემბერი, 1574
მმართ. დასასრული: 7 დეკემბერი, 1583
წინამორბედი: აიშე ჰაფსა სულთანი
მემკვიდრე: საფიე სულთანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1525
დაბ. ადგილი: პაროსი, კიკლადის კუნძულები, ვენეციის რესპუბლიკა
გარდ. თარიღი: 7 დეკემბერი, 1583
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: სელიმ II
შვილები: მურად III
ისმიჰან სულთანი
გევჰერჰან სულთანი
შაჰ სულთანი
ფატმა სულთანი
რელიგია: მართლმადიდებლობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი

წარმოშობა რედაქტირება

წარმოშობით ვენეციის რესპუბლიკის ორი გავლენიანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მისი სახელი იყო სესილია, ან ოლივია. მამამისი, როგორც ითვლება, იყო ნიკოლო ვენერი, ვენეციის კუთვნილი ბერძნული კუნძულის, პაროსის გუბერნატორი, ხოლო დედა ვიოლანტა ბაფო.

სხვა ვერსიის თანახმად, ძირითდად თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ნურბანუს ნამდვილი სახელი იყო რაქელი და იგი ვიოლანტა ბაფოს და უცნობი ესპანელი ებრაელის შვილი იყო. თუმცა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.

ხარჭა რედაქტირება

1537 წელს კაპუდან-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ დაიპყრო კუნძული პაროსი. სწორედ ამ დროს 12 წლის სესილია ტყვედ ჩავარდა. შემდეგ გაყიდეს სულთნის ჰარამხანაში და გახდა შეჰზადე სელიმის ფავორიტი. კონიის სანჯაქ-ბეიდ დანიშვნის დროს სელიმმა საკუთარ ჰარამხანაში გაიყოლა სესილია, სადაც მან ჯერ გოგონა, ხოლო 1546 წელს შეჰზადე მურადი გააჩინა[1]. სავარაუდოდ მისი და სელიმის შვილები არიან: შაჰი, ესმეჰანი და ფატმა.

ჰასეკი რედაქტირება

სელიმის მიერ ტახტის დაკავების შემდეგ ნურბანუს მდგომარეობა გართულდა. მას მოუწია სულთნის ჰარამხანის ხელმძღვანელობა გავლენიანი მფარველებისა და დამკვიდრებული კავშირების გარეშე. მალე სელიმმა მამას მიბაძა და ნურბანუ კანონიერ ცოლად შეირთო, მაგრამ ისევე როგორც სულეიმანისა და ჰიურემის კანონიერ ქორწინებაზე, სელიმისა და ნურბანუს ქორწინებაზეც ოსმალური წყაროები არაფერს ამბობენ, ალბათ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა მათ ტრადიციებს.

ვალიდე რედაქტირება

1574 წელს, სელიმის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ნურბანუსა და სელიმის 28 წლის შვილი მურადი. ნურბანუ გახდა ვალიდე-სულთანი. ისევე როგორც მამამისმა, სულთან მურადმაც ურთიერთობა დაიჭირა მხოლოდ ერთ ხარჭასთან – საფიესთან.

ნურბანუს შვილი ესმეჰანი ცოლად გააყოლეს დიდ ვეზირს მეჰმედ სოკოლუს, ქვეყანაში მეორე პირს, რამაც გაზარდა ვალიდეს გავლენა. პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტისას მურად III ეყრდნობოდა დედის გადაწყვეტილებებს, რომელიც გარდაცვალებამდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ითვლება, რომ ნურბანუს პოლიტიკა იყო პროვენეციური და აქედან გამომდინარე გენუის საწინააღმდეგო. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მან მოწამლა გენუის ელჩი[2]. დაკრძალულია აია-სოფიაში მეუღლის გვერდით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Peirce L. P. The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. — New York: Oxford University Press, 1993. — P. 92.
  2. Фрили Дж. Тайны османского двора. Частная жизнь султанов. — Смоленск: Русич, 2004. — С. 62.