ნუმანსია (საფეხბურთო კლუბი)

„მირანდესი“ (ესპ. Club Deportivo Numancia de Soria) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1945 წელს, კასტილია და ლეონის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ სორიაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ლოს პახარიტოსზე, რომელიც 9000 მაყურებელს იტევს.

ნუმანსია
სრული სახელი Club Deportivo Numancia de Soria, S.A.D.
მეტსახელი წითლები (ესპ. Los Rojillos)
დაარსდა 1945; 79 წლის წინ (1945)
სტადიონი ლოს პახარიტოსი
სორია, კასტილია და ლეონი
(ტევადობა: 9,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ფრანსისკო რუბიო
მწვრთნელი ესპანეთის დროშა იაგობა არასატე
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2018/19 მე-17 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ისტორია რედაქტირება

კლუბს სახელი დაერქვა უძველესი კელტიბერიული ქალაქის, ნუმანციის სახელის გამო, რომელთან ახლოსაც მომავალში ქალაქი სორია დაარსდა. ტერსერა დივიზიონში გატარებული დიდი დროის შემდეგ, კლუბმა განიცადა პროგრესი და შეძლო პრიმერა დივიზიონში აღზევება, სადაც 3 სეზონი გაატარა (1999, 2004, 2008).[1]

„ნუმანსიამ“ ესპანეთში სახელი გაითქვა 1995-96 წლების სეზონში, თამაშობდა დონით მესამე ჩემპიონატში და შეძლო 3 უმაღლესი დივიზიონის კლუბის დამარცხება („რეალ სოსიედადი“, „რასინგი, „სპორტინგი“ ხიხონი). 1/4 ფინალში კი დამარცხდა „ბარსელონასთან“, პირველი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე მატჩის დასაწყისში „ნუმანსია“ ლიდერობდა.[2]

2008 წლის 2 ნოემბერს, ხიხონის „სპორტინგთან“ 1-3 დამარცხების შემდეგ, „ნუმანსიამ“ დააგროვა 200 გაშვებული გოლი პრიმერა დივიზიონის 3 სეზონზე ცოტა მეტში (1999-00, 2000-01, 2004-05 და 2008-09-ის ნაწილი). 2008-09 წლების სეზონში დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დაიწყო სენსაციური გამარჯვებით „ბარსელონის“ წინააღმდეგ, ანგარიშით 1-0.

მიღწევები რედაქტირება

სეზონების რაოდენობა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება