ნუკლეოზიდტრიფოსფატი

ნუკლეოზიდტრიფოსფატი (Nucleoside triphosphate, NTP) — ნუკლეოზიდი, რომელსაც აქვს სამი ფოსფატი. ბუნებრივი ნუკლეოზიდტრიფოსფატები წარმოდგენილია ადენოზინტრიფოსფორმჟავით (ატფ), გუანოზინტრიფოსფორმჟავით (გტპ), ციტიდინტრიფოსფორმჟავით (ცტპ), თიმიდინტრიფოსფორმჟავითა (თტპ) და ურიდინტრიფოსფორმჟავით (უტპ). მოცემული ტერმინები აღნიშნავს, რომ ნუკლეოტიდები შეიცავს შაქარ რიბოზას.

ნუკლეოტიდებს, რომლებიც შეიცავენ შაქარ დეზოქსირიბოზას, აქვს წინსართი დეზოქსი- სახელწოდებაში და d- შემოკლებაში: დეზოქსიადენოზინტრიფოსფატი (dATP), დეზოქსიგუანოზინტრიფოსფატი (dGTP), დეზოქსიციტიდინტრიფოსფატი (dCTP), დეზოქსითიმიდინტრიფოსფატი (dTTP) და დეზოქსიურიდინტრიფოსფატი (dUTP).