ნუევა-ესპარტა (ესპ. Estado Nueva Esparta) — ვენესუელის შტატი. მოიცავს კუნძულებს: მარგარიტას, კოჩესა და კუბაგუას.

შტატი
ნუევა-ესპარტა
Estado Nueva Esparta
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ლა-ასუნსიონი
შიდა დაყოფა ანტოლინ-დელ-კამპოს მუნიციპალიტეტი, არისმენდის მუნიციპალიტეტი, ანტონიო-დიასის მუნიციპალიტეტი, გარსიის მუნიციპალიტეტი, გომესის მუნიციპალიტეტი, მანეიროს მუნიციპალიტეტი, მარკანო, მარინიოს მუნიციპალიტეტი, მაკანაოს ნახევარკუნძულის მუნიციპალიტეტი, ტუბორესი და ვილიალბის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 11°00′00″ ჩ. გ. 64°00′00″ დ. გ. / 11.00000° ჩ. გ. 64.00000° დ. გ. / 11.00000; -64.00000
დაარსდა 1909
ფართობი 1 150 კმ²
მოსახლეობა 436900 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი guaiqueri.net

გარდა ამ კუნძულებისა რაიონი მოიცავს მრავალრიცხოვან სხვა პატარა კუნძულებსაც, რომლებიც მეტწილად დაუსახლებელია. ფართობი 1 150 კმ², რითაც ქმნის ვენესუელის ყველაზე პატარა შტატს. მდებარეობს კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროსთან.

ნუევა-ესპარტა ვენესუელის ერთადერთი კუნძულოვანი შტატია. ადმინისტრაციული ცენტრი ლა-ასუნსიონი (კუნძული მარგარიტა). თუმცა შტატის მთავარი საქალაქო ცენტრია პორლამარი.

შტატის სახელწოდება უკავშირდება გმირობას, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოიჩინეს ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომში. მათი სიმამაცე დაუკავშირდა ძველ საბერძნეთში არსებულ სპარტელ მეომართა გმირულ მოქმედებას. მთავარი კუნძულია მარგარიტა, რომლის ფართობია 934 კმ².

შტატი ჩამოყალიბდა 1909 წელს, 1947 წელს შეუერთდა კუნძული კუბაგუა.

მუნიციპალიტეტები რედაქტირება

ნუევა-ესპარტა მოიცავს 11 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ანტოლინ-დელ-კამპო ლა-პლასა-დე-პარაგუაჩი 66 20 325  
არისმენდი ლა-ასუნსიონი 55 23 097  
ანტონიო-დიასი პაროკუია სან-ხუან-ბაუტისტა 141 47 257  
გარსია ელ-ვალე-დელ-ესპირიტუ-სანტო 89 45 606  
გომესი სანტა-ანა 91 30 237  
მანეირო პამპატარი 38 35 400  
მარკანო ხუან-გრიეგო 43 28 256  
მარინიო პორლამარი 39 84 534  
მაკანაო1) ბოკა-დე-რიო 320 20 935  
ტუბორესი2) პუენტა-დე-პიედრასი 207 29 962  
ვილიალბა3) სან-პედრო-დე-კოჩე 61 8 242  
1) დასავლეთი ნახევარკუნძული
2) მათ შორის კუნძული კუბაგუა
3) შედგება კუნძულ კოჩესაგან

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: