ნოღაი (დ. XIII ს. I ნახევარი — გ. 1300) — ოქროს ურდოს სარდალი, ჯუჩი ყაენის შვილთაშვილი. მრავალჯერ ილაშქრა ჰულაგუ-ყაენის და მისი მემკვიდრების წინააღმდეგ. ბერქა-ყაენის სიკვდილის შემდეგ ნოღაის მმართველობაში აღმოჩნდა უზარმაზარი ტერიტორია დონიდან დუნაიმდე. 1273 წელს იქორწინა ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VIII პალეოლოგოსის უკანონო ასულ ევფროსინეზე. ნოღაისთან კავშირს მიაღწიეს რუსეთის სამთავროებმა, პოლონეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა, სერბეთმა. ნოღაის დახმარებით ოქროს ურდოს ყაენი გახდა თოხთა, რომელმაც შემდეგ ბრძოლა დაიწყო ნოღაის წინააღმდეგ. 1300 წელს ნოღაი დამარცხდა, იგი ტყვედ ჩაიგდეს და მოკლეს. მოგვიანებით ნოღაის სახელი ეწოდა ნოღაელ ხალხს.

ნოღაი ხანის დროშა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება