ნოტიო კონტინენტური კლიმატი

ნოტიო კონტინენტური კლიმატიჰავა, რომელიც შუა განედებში, ტროპიკული და პოლარული ჰაერის მასების შეჯახების ადგილებში გვხვდება. ნოტიო კონტინენტური კლიმატი სხვადასხვაგვარი ამინდით და სეზონური ტემპერატურის ცვლილებით გამოირჩევა. სეზონური ტემპერატურული ცვლილება შეიძლება 33 °C-ც კი აღწევდეს, მაგრამ, მეტწილად 15-22 °C არის ხოლმე. ტემპერატურული ცვალებადობა იზრდება ყველაზე ცივ და ყველაზე ცხელ თვეებს შორის ჰაერის მასების შიდა ტერიტორიებზე გადმონაცვლებით, ანუ რაც უფრო იკლებს ოკეანის ზომიერი ჰავის გავლენა. ადგილები თვის ყველაზე მაღალი ტემპერატურით - 10 °C-ს ზემოთ - და თვის ყველაზე ცივი ტემპერატურით - -3 °C-ს ქვემოთ - და რომლებიც მშრალი კლიმატის პირობებს არ აკმაყოფილებენ, კლასიფიცირდებიან როგორც კონტინენტური კლიმატის ტერიტორიები. ნოტიო კონტინენტური კლიმატი ყველაზე გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, ჩრდილო-დასავლეთ აზიის მხარეში, აგრეთვე ყვითელი ზღვის, კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილოეთის იაპონიის მომიჯნავედ. სამხრეთ ნახევარსფეროს მხოლოდ მცირე ნაწილებშია აღმოჩენილი.

ნოტიო კონტინენტური ჰავის გავრცელების არეალი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება