ნოროდომ სიანუკი (ქმერ. នរោត្តម សីហនុ; დ. 31 ოქტომბერი, 1922 — გ. 15 ოქტომბერი, 2012[1]) — კამბოჯის მეფე 1941–1955 და 1993–2004 წლებში ნოროდომის დინასტიის წარმომადგენელი.

ნოროდომ სიანუკი
ნოროდომ სიანუკი
კამბოჯის მეფე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 სექტემბერი, 1993 – 7 ოქტომბერი, 2004
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრენოროდომ სიამონი

კამბოჯის სახელმწიფოს მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აპრილი, 1960 – 18 მარტი, 1970
წინამორბედინოროდომ სურამარიტი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აპრილი, 1941 – 3 მარტი, 1955
წინამორბედისისოვატ მონივონგი
მემკვიდრენოროდომ სურამარიტი

დაბადებული31 ოქტომბერი, 1922
პნომპენი, კამბოჯა
გარდაცვლილი15 ოქტომბერი, 2012 (89 წლის)
პეკინი, ჩინეთი
მამანოროდომ სურამარიტი
დედასისოვატ კოსამაკი
მეუღლემამ მანივან პანივონგი, ნოროდომ მონინაეტ სიანუკი
შვილები14
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა პნომპენში, კამბოჯის მეფის ნოროდომ სურამარიტისა და მისი მეუღლის სისოვატ კოსამაკის ოჯახში. დაწყებითი განათლება პნომპენში, ფრანგულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა გააგრძელა საიგონის სამხედრო სასწავლებელში. 1941 წელს დედის ხაზით ბაბუის სისოვატ მინივონგის გარდაცვალების შემდეგ ვიშის რეჟიმის მხარდაჭერით ნოროდომ სიანუკი კამბოჯის მეფედ აირჩიეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიანუკი შეუერთდა ინდოჩინეთის ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. აქტიურად იღვწოდა მეოთხე რესპუბლიკის პერიოდში ინდოჩინეთის ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის. 1953 წლის მაისში ქვეყანა დატოვა, გადავიდა ტაილანდში და განაცხადა, რომ არ დაბრუნდებოდა ქვეყანაში მანამ, სანამ მისი ქვეყანა დამოუკიდებლობას არ მიაღწევდა. მისი წამოწყებული კამპანია წარმატებით დასრულდა 1953 წლის 9 ნოემბერს საფრანგეთმა აღიარა კამბოჯის დამოუკიდებლობა.

1955 წელს ნოროდომ სიანუკი ტახტიდან გადადგა მამამისის სასარგებლოდ და რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1956 წლიდან კამბოჯის მუდმივი წარმომადგენელია გაეროში. 1960 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შესთავაზეს მიეღო ტახტი და უფრო ფართო მანდატი, მაგრამ მან უარი განაცხადა და შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურს ირჩევდნენ პირდაპირი არჩევნების გზით. შეიცვალა მისი ტიტული და ატრიბუტიკა. 1960 წელს ნოროდომ სიანუკი სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. ცივი ომის დროს იცავდა ნეიტრალიტეტს. უარი ტქვა ამერიკულ დახმარებაზე და ამყარებდა ურთიერთობას სსრკ-სთან და ჩინეთთან. 1965 წელს ჩინეთის მხარდაჭერით კამბოჯამ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა აშშ-სთან. 1970 წლის 18 მარტს აშშ-ის მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად ნოროდომ სიანუკი დაამხეს და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ლონ ნოლი.

კამბოჯის სამოქალაქო ომის დასრულებისა და პნომპენში წითელი ქმერების შესვლის შემდეგ ნოროდომ სიანუკს მიეცა ქვეყანაში დაბრუნებისა და ქვეყნის მეთაურის თანამდებობის დაკავების შანსი. მაგრამ ხელისუფლების სათავეში მოექცა წითელი ქმერების ექსტრემისტული ფრთა და ნოროდომ სიანუკმა აღნიშნული შანსი დაკარგა.

1991 წელს ნოროდომ სიანუკმა დაიკავა უზენაესი საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა, ხოლო მისი პარტიის განმარჯვების შემდეგ 1993 წელს „ერის ერთიანობის“ საბაბით აღადგინეს მონარქიული მმართველობა. ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ნოროდომ სიანუკი დაუბრუნდა ტახტს. მისი შვილი ნოროდომ რანარიტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ნოროდომ სიანუკი ტახტიდან გადადგა 2004 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. სამეფო ტახტზე ავიდა მისი უმცროსი შვილი ნოროდომ სიამონი.

2012 წლიდან სამკურნალოდ იმყოფებოდა პეკინის ჰოსპიტალში. იგი შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონიითა და ნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. გარდაიცვალა 2012 წლის 15 ოქტომბერს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება