ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა

ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა
თარიღი 1066–1072
მდებარეობა ინგლისის სამეფო
შედეგი უილიამ დამპყრობელმა დაიკავა ინგლისის ტახტი. ინგლისი და ნორმანდია ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა.
მხარეები
ნორმანდიის საჰერცოგო ინგლისის სამეფო
მეთაურები
უილიამ I დამპყრობელი ჰაროლდ გოდვინსონი
ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა ვიკისაწყობში

ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობანორმანი ფეოდალების შეჭრა ინგლისში ნორმანდიის ჰერცოგ უილიამ დამპყრობლის მეთაურობით 1066 წელს. საბაბად გამოიყენეს უილიამის პრეტენზიები ინგლისის სამეფო ტახტზე, რომელიც ეფუძვნებოდა ამ წლის დასაწყისში გარდაცვლილ ანგლო-საქსონ მეფესთან, ედუარდ აღმსარებელთან ნათესაობას. ნორმანდიელი ბარონების გარდა, შეჭრაში მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის სხვადასხვა მხარის ფეოდალები. მათ იალქნიანი გემებით გადალახეს ლა-მანშის სრუტე და 28 სექტემბერს ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე გადასხდნენ. გადამწყვეტი ბრძოლა უილიამისა და ახალი მეფის, ჰაროლდ გოდვინსონის ჯარებს შორის 14 ოქტომბერს გაიმართა ჰასტინგსთან. ბრძოლის შედეგი ნორმანდიულმა კავალერიამ გადაწყვიტა, რომელმაც მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარის დიდი ნაწილი გაანადგურა. თავად ჰაროლდი ბრძოლის ველზე დაეცა. 25 დეკემბერს უილიამი ანგლო-საქსონთა მეფედ ეკურთხა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება