ნორმანდიის კუნძულები

ნორმანდიის კუნძულები (ინგლ. Channel Islands, ფრანგ. îles Anglo-Normandes, îles de la Manche, ნორმანდ. Îles d'la Manche) — კუნძულთა ჯგუფი ლა-მანშის სრუტეში, კოტანტენის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან. ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს. ფართობი 196 კმ². შედგება 2 დიდი (ჯერზი, გერნზი) და რამდენიმე მცირე კუნძულისაგან. უმთავრესად აგებულია გნაისებითა და გრანიტებით. სიმაღლე 148 მეტრს აღწევს. გავრცელებულია მდელოები. მისდევენ მებოსტნეობას. განვითარებულია თევზჭერა. მთავარი ქალაქია სენტ-ჰელიერი.

ნორმანდიის კუნძულები

ლიტერატურა რედაქტირება