ნორია (ესპ. noria - არაბ.ناعورة‎, nā‘ūra, ასურულიდან ܢܥܘܪܐ, nā‘urā) — განუწყვეტლივ მოქმედი ამწევი მოწყობილობა — დაუსრულებელი ჯაჭვი ან ლენტი, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჩამჩები, დოქები, სათლები და მისთ. განკუთვნილია სითხეებისა და ფხვიერი მასალების გადასაზიდად 25 მეტრამდე სიმაღლეზე. იყენებენ ასევე წყლის ასაზიდად მცირე აკვედუკებში, მოსარწყავად, ან განსხვავებული მიზნებისთვის.

ნორია ესპანეთში.
ნორიები ჰამაში მდინარე ორონტესზე, სირია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება