ნოდარ ხიზანიშვილი

ნოდარ ხიზანიშვილი (დ. 31 იანვარი, 1953, ბათუმი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ბათუმის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). ღირსების ორდენის კავალერი.

ნოდარ ხიზანიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნოდარ გიორგის ძე ხიზანიშვილი[1]
დაბადების
თარიღი
31 იანვარი, 1953 (1953-01-31) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1972–1973 დინამო ბათუმი
1973–1982 დინამო თბილისი 159 (0)
1983 ტორპედო ქუთაისი 6 (0)
ეროვნული ნაკრები
1982 საბჭოთა კავშირი 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1993 სამტრედია
1995–1996 სიონი ბოლნისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ფეხბურთის თამაში 1969 წელს ბათუმში, მწვრთნელ რ. ბასილაიას ხელმძღვანელობით დაიწყო. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. 1973 წელს თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 1973 წლის 19 სექტემბერს. ამ დღეს უეფა-ს თასის გათამაშების ფარგლებში თბილისის „დინამომ“ სოფიის „სლავიას“ უმასპინძლა. შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა და მას 20 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გოგია, ებრალიძე, ჭელიძე, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გივი ნოდია და ლევან ნოდია. ნოდარ ხიზანიშვილი მატჩის მეორე ტაიმის 75-ე წუთზე, ვახტანგ ჭელიძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 4–1 დამთავრდა.[2][3][4]

რაც შეეხება საკავშირო ჩემპიონატების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ამ ტურნირზე პირველად 1975 წლის 7 ივნისს,[5] საკავშირო ჩემპიონატის მე-10 ტურის კალენდარულ მატჩში, ოდესის „ჩერნომორეცის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე, მუჯირი, გავაშელი, ყიფიანი, ხიზანიშვილი და დარასელია. დაპირისპირება ყიფიანის მიერ შეხვედრის 88-ე წუთზე პენალტით გატანილი გოლის წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 1–0 დამთავრდა.[6][7][8]

თბილისის „დინამოს“ მაისურით ბოლოჯერ 1982 წლის 24 ოქტომბერს, საკავშირო ჩემპიონატის 32-ე ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა მოსკოვის ცსკა-ს სამძლეოსნო-საფეხბურთო კომპლექსის ხელოვნურსაფარიან მოედანზე[9] გაიმართა და მას 5 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გაბელია, პაიკიძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, ანდღულაძე, სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი, ცაავა და შენგელია. შეხვედრა სპარტაკელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 4–1 დამთავრდა.[10]

რაც შეეხება ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ბოლოჯერ 1982 წლის 29 სექტემბერს, უეფა-ს თასის გათამაშების 1/32 ფინალის განმეორებით მატჩში „ნაპოლის“ წინააღმდეგ დაიცვა თბილისელთა ღირსება. შეხვედრა „სან-პაოლოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 90 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გაბელია, პაიკიძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი, ცაავა და შენგელია. შეხვედრა პაოლო დალ ფიუმეს გატანილი გოლის წყალობით ნეაპოლელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 1–0 დამთავრდა.[11][12]

ნოდარ ხიზანიშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 159 მატჩი, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 18 მატჩი ჩაატარა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 22 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 19 შეხვედრა — ევროპის თასების მფლობელთა თასის, ხოლო 3 — უეფა-ს თასის გათამაშებაში.

საკლუბო კარიერა 1983 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაასრულა, რომლის შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების ექვს, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში გამართულ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სანაკრებო რედაქტირება

ერთხელ ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში, 1982 წლის 14 აპრილს, ბუენოს-აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში არგენტინის წინააღმდეგ.[13]

მიღწევები რედაქტირება

 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  •   ჩემპიონი: 1978
  •   ვიცე-ჩემპიონი: 1977
  •   ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.), 1981
საბჭოთა კავშირის თასი
  •   თასის მფლობელი: 1976, 1979
  •   ფინალისტი: 1980 [14]
ევროპის ევროპის თასების მფლობელთა თასი
  •   თასის მფლობელი: 1981

ინდივიდუალური რედაქტირება

33 საუკეთესო
  • №3: 1981, 1982

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[15][16][კომ. 1]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ნოდარ ხიზანიშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[17]

მისი შვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, თბილისის „დინამოს“ და საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას იცავდა, ასევე თამაშობდა შოტლანდიის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „გლაზგო რეინჯერსში“, ინგლისის პრემიერლიგის „ბლექბერნ როვერსში“ და სხვა კლუბებში.

ლიტერატურა რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

თემატური საიტები
FootballFacts.ru · National Football Teams.com · RusTeam.permian.ru დაარქივებული 2012-09-16 საიტზე Wayback Machine. · КЛИСФ
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი

კომენტარები რედაქტირება

  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.

სქოლიო რედაქტირება

  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. «Динамо» Тб. 4–1 «Славия» София // footballfacts.ru
  3. ქორქია, ბ., 4:1 - საკმარისი უნდა იყოს // „ლელო“, 22.09.1973, № 186 (4957), გვ. 1, 3.
  4. «Динамо» Тбилиси 4–1 «Славия» София / Кубок УЕФА. 1/32 финала // klisf.net
  5. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 28
  6. «Динамо» Тб. 1–0 «Черноморец» / Чемпионат СССР 1975. X тур // footballfacts.ru
  7. «Динамо» Тб. 1–0 «Черноморец» / Чемпионат СССР 1975. 10-й тур // fc-dynamo.ru
  8. «Динамо» Тб. 1–0 «Черноморец» / Чемпионат СССР 1975. X тур // dinamo-tbilisi.ru
  9. «Футбольный манеж легкоатлетического футбольного комплекса ЦСКА»
  10. «Спартак» М. 4–1 «Динамо» Тб. / Чемпионат СССР 1982. 32-й тур // footballfacts.ru
  11. «Наполи» 1–0 «Динамо» Тб. / Кубок УЕФА 1982/83. 1/32 финала // footballfacts.ru
  12. «Наполи» 1–0 «Динамо» Тб. / Кубок УЕФА 1982/83. 1/32 финала // klisf.net
  13. Аргентина 1–1 СССР / Товарищеский матч. 14.04.1982 დაარქივებული 26.08.2011, საიტზე Wayback Machine. // rusteam.permian.ru
  14. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980 // rsssf.com
  15. 33 лучших футболистов сезона в СССР // ru.unionpedia.org
  16. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია // dic.academic.ru
  17. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-22. ციტირების თარიღი: 2019-12-22.