ნოდარ ამაღლობელი

ქართველი ფიზიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაღლობელი.

ნოდარ ამაღლობელი (დ. 24 აგვისტო, 1930, თბილისი — გ. 9 აპრილი, 2004) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988).

ნოდარ ამაღლობელი
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1930(1930-08-24)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 9 აპრილი, 2004(2004-04-09) (73 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი, მეგობრობის ორდენი[1] და პეტრე მელიქიშვილის პრემია

დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, რომლის დასრულების შემდეგ, 1953 წელს, ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1957 წელს წარმატებით დაამთავრა იგი. ასპირანტურის კურსის გასავლელად მივლინებული იყო ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ბირთვული პრობლემების ლაბორატორიაში. 1985-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მისი ხელმძღვანელობით 1988 წელს ფართოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 70 წლისთავი.

არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექსპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.

1989-1990 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.

1976 წელს მიენიჭა პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია, ხოლო 1985 წელს — საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია მეგობრობის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება