ნოგყაუ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნოგყაუ.

ნოგყაუ — ნასოფლარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1980 მეტრი, სტეფანწმინდიდან 23 კილომეტრი.

სოფელი
ნოგყაუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი კობი
კოორდინატები 42°34′32″ ჩ. გ. 44°28′27″ ა. გ. / 42.57556° ჩ. გ. 44.47417° ა. გ. / 42.57556; 44.47417
ცენტრის სიმაღლე 1980
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნოგყაუ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ნოგყაუ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
ნოგყაუ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ნოგყაუ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
ნოგყაუ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნოგყაუ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

სხვადასხვა დროს სოფელი ეკუთვნოდა ჯერ ქართლის, შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებს. არსებობს მოსაზრება, რომ სოფელი აღმოცენდა ძველი ქართული სოფლის — ადოს ადგილზე და მას იქ დასახლებულმა ოსებმა ნოგყაუ (ახალი სოფელი) შეარქვეს. სოფელზე გადიოდა ძველი სამხრეთ გზის ერთი მონაკვეთი, რომელზეც მოძრაობა განსაკუთრებულით გაცხოველდა XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში. ამ გზით იმოგზაურა იოჰან გიულდენშტედტმა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 86 44 42
2002[3]   0 0 0
2014[1]   0 0 0

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 21.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II