ნიუჩეპინგი (შვედ. Nyköping) — ქალაქი შვედეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, სედერმანლანდის ლენის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა შეადგენს 29 891 ადამიანს.[1]

ქალაქი
ნიუჩეპინგი
შვედ. Nyköping
გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 58°45′00″ ჩ. გ. 17°00′00″ ა. გ. / 58.75000° ჩ. გ. 17.00000° ა. გ. / 58.75000; 17.00000
დაარსდა 1187
ფართობი 13,43 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20±1 მეტრი
მოსახლეობა 29 891 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 225 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 611 XX
ოფიციალური საიტი https://www.nykoping.se/
ნიუჩეპინგი — შვედეთი
ნიუჩეპინგი

XVI საუკუნეში წარმოადგენდა მეფე კარლ IX-ის რეზიდენციას. მნიშვნელოვნად დააზიანა რამდენიმე ხანძარმა 1390, 1665, 1719, 1825 წლებში. 1719 წელს იგი თითქმის მთლიანად დაანგრია რუსეთის არმიამ. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ნიუჩეპინგის ციხე, რომლის მშენებლობაც XII საუკუნეში დაიწყო. ნიუჩეპინგზე გაივლის ევროპული ავტომაგისტრალი E4. 7 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტი სკავსტა.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.