ნისა — ძველი პართიული ქალაქი თურქმენეთში. მდებარეობს აშხაბადიდან 18 კმ-ში. დააარსეს პართიელებმა კოპეტდაღის მთისწინეთში ძვ. წ. III საუკუნეში. მომდევნო ექვსი საუკუნე იგი იყო არშაკიდების დინასტიის მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო პართიის დედაქალაქიც სახელწოდებით „მითრიდატკირტი“ (სახელი ეწოდა მეფე მითრიდატე I-ის პატივისცემის ნიშნად).

ნისა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 37°59′58″ ჩ. გ. 58°11′54″ ა. გ. / 37.99944° ჩ. გ. 58.19833° ა. გ. / 37.99944; 58.19833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1242
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1242
ინგლ.რუს.ფრ.

სასანიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქალაქის მნიშვნელობა დაეცა. მაგრამ კვლავ აღორძინდა შუა საუკუნეებში, როგორც აბრეშუმის გზის სავაჭრო ცენტრი. მოსახლეობამ საბოლოოდ მიატოვა XIII საუკუნეში, მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად.

2007 წელს ქალაქის ნანგრევები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება