ნინო სალუქვაძე (დ. 1 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988). სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი — ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა 1988 წელს საბჭოთა კავშირის გუნდში ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წელს საქართველოს გუნდში (პეკინის ოლიმპიადაზე).

ნინო სალუქვაძე

ნინო სალუქვაძე ნატალია პადერინასთან 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1969
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
სიმაღლე 168 სმ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ტყვიის სროლა
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
დროშა: სსრკ სსრკ
ოქრო სეული 1988 25 მ
ვერცხლი სეული 1988 10 მ
დროშა: საქართველო საქართველო
ბრინჯაო პეკინი 2008 10 მ

ნინო 19 წლის იყო 1988 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებისას ქალთა შორის მიზანში სროლაში ასპარეზობისას 25 და 10 მეტრი ნიშნულიდან. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა, როდესაც ნინო სალუქვაძე რუს მსროლელ ნატალია პადერინას ეჯიბრებოდა; სალუქვაძემ ბრინჯაოს, ხოლო პადერინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. პოდიუმზე ორივემ ერთმანეთი გადაკოცნა და ორ მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.[1]

ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენების (2003, 1999), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018), ღირსების ორდენისა (1993, 2008) და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის (2003) კავალერი. მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი (1999).

2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.[2]

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი სახეობა მასპინძელი ადგილი
1986 მსოფლიო ჩემპიონატი სროლა ზული, გდრ  
1986 მსოფლიო ჩემპიონატი სროლა ზული, გდრ  
1987 მსოფლიო ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) ბუდაპეშტი, უნგრეთი  
1988 ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები სეული, კორეა  
1988 ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები სეული, კორეა  
1989 ევროპის ჩემპიონატი სროლა ზაგრები, იუგოსლავია  
1989 მსოფლიო ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) სარაევო, იუგოსლავია  
1989 მსოფლიო ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) სარაევო, იუგოსლავია  
1990 მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) სროლა მოსკოვი, სსრკ  
1990 მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) სროლა მოსკოვი, სსრკ  
1990 ევროპის ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) არნემი, ნიდერლანდები  
1991 ევროპის ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) მანჩესტერი, ინგლისი  
1991 ევროპის ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) მანჩესტერი, ინგლისი  
1991 ევროპის ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) მანჩესტერი, ინგლისი  
1991 მსოფლიო ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) სტავანგერი, ნორვეგია  
1993 ევროპის ჩემპიონატი სროლა ბრნო, ჩეხეთი  
1996 ევროპის ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) ბუდაპეშტი, უნგრეთი  
1999 ევროპის ჩემპიონატი სროლა ბორდო, საფრანგეთი  
2001 ევროპის ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) პონტევედრა, ესპანეთი  
2002 მსოფლიო ჩემპიონატი სროლა ლახტი, ფინეთი  
2003 ევროპის ჩემპიონატი სროლა პლზენი, ჩეხეთი  
2005 ევროპის ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) ტალინი, ესტონეთი  
2008 ევროპის ჩემპიონატი სროლა (პნევმატური იარაღი) ვინტერტური, შვეიცარია  
2008 ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები პეკინი, ჩინეთი  
2009 სროლა (პნევმატური იარაღი) ევროპის ჩემპიონატი პრაღა, ჩეხეთი  

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ნინო სალუქვაძე საქართველოს მეორე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება