ნიმი (ფრანგ. Nîmes) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს ლანგედოკი-რუსილონის რეგიონის, გარის დეპარტამენტში. 2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 144,600 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას ოცდამეხუთე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 893 ადამიანს. ქალაქის ფართობი შეადგენს 161.85 კმ²-ს. ქალაქის მერია ჟან პოლ ფურნი. ნიმის ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი.

ქალაქი
ნიმი
Nîmes
დროშა გერბი


COLNEM
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი ლანგედოკი-რუსილონი
დეპარტამენტი გარი
კოორდინატები 43°50′16″ ჩ. გ. 4°21′39″ ა. გ. / 43.83778° ჩ. გ. 4.36083° ა. გ. / 43.83778; 4.36083
მერი Jean-Paul Fournier
ფართობი 161.85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 21–215
მოსახლეობა 144,600 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 893 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 466
საფოსტო ინდექსი 30000[1] და 30900[1]
ოფიციალური საიტი http://www.nimes.fr[2]
ნიმი — საფრანგეთი
ნიმი

ისტორია რედაქტირება

 
ანტიკური ამფითეატრი ქალაქ ნიმში.

ამ ადგილებში აღმოჩენია ადამიანის უძველესი ნასახლარები და სანადირო იარაღები. ბრინჯაოს ხანიდან ამ ტერიტორიაზე ინტენსიურად დაიწყო დასახლება. აქ უძველესი დროიდან სახლობდნენ გალები. ძვ. წ 121 წლიდან ეს ტერიტორია შევიდა რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში, იმპერატორმა ავგუსტუსმა ამ ადგილებში დააარსა ახალი ქალაქი. რომაელების მიერ ამ ადგილებში აშენებული იქნა ამფითეატრი და სხვა ბევრი ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლები. რომის იმპერიის კრიზისის პერიოდში ამ ქალაქს აკონტროლებდნენ ვესტგუთები. VIII საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს პირენეს ნახევარკუნძული, მათ სამხრეთ საფრანგეთის დაპყრობაც სცადეს მაგრამ უშედეგოდ.

1229 წლიდან ეს ქალაქი უკვე ემორჩილება საფრანგეთის მეფეს. XVI საუკუნიდან ნიმში დაიწყო გავრცელება პროტესტანტიზმა. ნანტის ედიქტის გამოცემის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ფართოდ დაიწყეს დასახლება ჰუგენოტებმა.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. 1.0 1.1 Base officielle des codes postauxLa Poste, 2018.
  2. Annuaire de service-public.fr
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნიმი&oldid=4298758“-დან