ნილიუფერ ხათუნიოსმალეთის სულთნის, ორჰან I-ის მეორე ცოლი. სულთან მურად I-ის და შეჰზადე ქასიმის დედა. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ის ასევე იყო სულეიმან-ფაშას დედა, თუმცა ეს ვერსია დაუმტკიცებელია[1].

ნილიუფერ ხათუნი
მშობლიური სახელი Nilüfer Hatun
დაბადების სახელი ჰალოფირა
დაბადების თარიღი ბიზანტიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) ორჰან I
შვილ(ებ)ი მურად I
შეჰზადე ქასიმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ტრადიციული ვერსიით ნილიუფერ ხათუნის წარმოშობის შესახებ ვიგებთ XV საუკუნიდან. ითვლება, რომ ის იყო ბიზანტიის იმპერიის მმართველის ქალიშვილი და მისი სახელი იყო ჰალოფირა. როგორც ისტორია გვაუწყებს[2], ორჰანის მამა, ოსმან I მივიდა ჰალაფირას ქორწილში მსახურებთან ერთად, მოიტაცა გოგონა და მოგვიანებით შვილს გაუგზავნა საჩუქრად. თუმცა მკვლევრები ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ. ეჭვი დაფუძვნებულია მოერად საბუთებსა და იმ დროის საბუთების არ არსებობაზე.

არსებობს სხვა ვერსიები მისი წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით ის იყო სპარსელი ხარჭა[1]. სხვა ვერსიით ის იყო ბიზანტიის პრინცესა ელენა, რომელსაც თავისმხრივ გააჩნდა ბერძნული ფესვები[3][4][5].

ხსოვნა რედაქტირება

1388 წელს დედის სხოვნისთვის მურად I ააშენა იზნიკის იმარეთი, რომელიც 1960 წლიდან მუზეუმი გახდა.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Leslie P. Peirce (1993) "The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire", ISBN 0-19-508677-5.
  2. article Holofira Diccionario histórico, ó Biografia universal compendiada, 1832.
  3. Steven Runciman, The Fall of Constantinople, Cambridge University Press. — გვ. 36.
  4. Heath W. Lowry, The Nature of the Early Ottoman State, SUNY Press, 2003. — გვ. 153.
  5. Stanford Jay Shaw, History of the Ottoman Empire and Modern Turkey, Cambridge University Press. — გვ. 24.