ნოკო ერიკ როსბერგი (დ. 27 ივნისი, 1985) — ფორმულა ერთის მრბოლელი. დაიბადა დასავლეთ გერმანიაში, მისი მამა კეკე როსბერგი ფორმულა ერთის ყოფილი მრბოლელი და 1981 წლის მსოფლიო ჩემპიონია. მისი მამა ფინელია, დედა კი გერმანელი, რის გამოც ნიკო სხვადასხვა ჩემპიონატებში ფინეთის ან გერმანიის დროშის ქვეშ ასპარეზობდა[1]. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციიის მიერ ერთდროულად ორი ქვეყნის სახელით მონაწილეობა აკრძალულია, როსბერგი ფორმულა ერთში გერმანიის სახელით ასპარეზობს. როსბერგს ორმაგი მოქალაქეობა აქვს (ფინეთის და გერმანიის) და საურბობს ხუთ ენაზე[2].

ნიკო როსბერი (2016)

2005 წელს როსბერგმა ART Grand Prix-ის სახელით GP2-ის ჩემპიონატი მოიგო. მისი დებიუტი ფორმულა ერთში 2006 წელს შედგა, როსბერგი უილიამსის სახელით ასპარეზობდა, სწორედ ამ გუნდთან ერთად მოიგო მისმა მამამ კეკემ 1982 წლის ჩემპიონატი. უილიამსში გატარებული ოთხი სეზონის (2006, 2007, 2008 და 2009) შემდეგ ნიკო ხელახლა დაარსებულ მერსედეს-ბენცის გუნდს შეუერთდა, რომელიც 2009 წლის კონსტრუქტორების ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის Brawn GP-ს ბაზაზე შეიქმნა (2009 წლის ნოემბერში Daimler AG-მ და Aabar Investments-მა გუნდი შეისყიდა და რემარკაციის შემდეგ 2010 წლის სეზონში გუნდმა Mercedes GP-ს სახელით იასპარზა). ფორმულა ერთში როსბერგს ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ მერსედესთან ჰქონდა, მერსედესის დომინირების პერიოდში როსბერგმა 23 მოგება და 30 პოულ პოზიცია მოიპოვა. 2014, 2015 და 2016 წლის სეზონებში განსაკუთრებით დიდი კონკურენცია იყო როსბერგსა და მის თანაგუნდელ ლუის ჰემილტონს შორის. შედეგად ჰემილტონმა 2014 და 2015 წლებში მოიგო ტიტული, როსბერგმა კი 2016 წელს.

2016 წელს როსბერგმა საბოლოოდ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ქულებიდან გამომდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული სეზონის ბოლოს აბუ-დაბის გრან-პრიზე გამოვლინდა. ტიტულის მოგებიდან ხუთი დღის შემდეგ, 2016 წლის 2 დეკემბერს ნიკო როსბერგმა ოფიციალურად განაცხადა ფორმულა ერთიდან წასვლის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Shedding a father's shadow: the new GP2 champion's route to the top 5th chapter
  2. Nico Rosberg is finding his German identity as he pressures Hamilton. The Guardian. ციტატა: „And he can tell jokes in five languages – none of them Finnish. He speaks German, English, French, Italian and (a little less fluently) Spanish.“ ციტირების თარიღი: 17 April 2016