სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი (დ. 1823 — გ. 26 მარტი, 1856) — თავადი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1854); კავკასიისა და ყირიმის ომების მონაწილე.

თავადი ნიკოლოზ ერისთავი

სამხედრო სამსახურში 1840 წელს მოხალისედ შევიდა და თავად ივანე ანდრონიკაშვილის რაზმის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო აჯანყებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი სიმაგრის იერიშის დროს ფეხში დაიჭრა. არმიას 1844 წელს დაუბრუნდა და დაღესტანში იბრძოდა. 1849 წელს დაინიშნა მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად.[1] ყირიმის ომის დროს თავი გამოიჩინა ჩოლოქის ბრძოლაში; გამარჯვების სახარებლად გაგზავნილი იყო პეტერბურგში, სადაც მას ფლიგელ-ადიუტანტისა და პოლკოვნიკის წოდებები მიენიჭა. შემდგომში მსახურობდა გურიის რაზმში. 1855 წლიდან მეთაურობდა ჯერ სმოლენსკის ქვეითთა, შემდეგ ეკატერინოსლავის ლაიბ-გრენადერთა პოლკს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება