ნიკოლოზ დანელია (ინჟინერი)

ნიკოლოზ დიმიტრის ძე დანელია (დ. 1 ოქტომბერი, 1912, ფოთი — გ. 27 აპრილი, 1982, მოსკოვი, დაკრძალულია კუნცევოს სასაფლაოზე) — რუსეთში მოღვაწე ინჟინერი, მოსკოვის მეტროს მშენებლობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რსფსრ დამსახურებელი მშენებელი (1977), საპატიო რკინიგზელი (1972).

1928 წელს დაამთავრა მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. 1932 წელს მუშაობა დაიწყო მოსკოვის მეტროს მშენებლობაზე შახტის უფროსად. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1951 წლიდან იყო მოსკოვის მეტროს მშენებლობის მთავარი ინჟინერი, მშენებლობის უფროსის მოადგილე. მუშაობდა აგრეთვე სსრკ სატრანსპორტი მშენებლობის სამინისტროში. დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაში. მისი ხელმძღვანელობით წამყვანი სპეციალისტების ჯგუფმა დაადგინა თბილისში მეტროს მშენებლობის მიზანშეწონილობა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი. ცოლად ჰყავდა კინორეჟისორი მერი ანჯაფარიძე (მსახიობ ვერიკოს ანჯაფარიძის და). მათი შვილი იყო ცნობილი კინორეჟისორი გიორგი დანელია.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება