ნიკოლოზ გვოზდეცკი

რუსი გეოგრაფი

ნიკოლოზ ანდრიას ძე გვოზდეცკი (რუს. Гвоздецкий, Николай Андреевич; დ. 15 დეკემბერი [ძვ. სტ. 2 დეკემბერი], 1913, პეტერბურგი — გ. 10 ოქტომბერი, 1994, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი. კარსტის მკვლევარი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რსფსრ დამსახურებული მოღვაწე (1974). სკკპ წევრი 1971 წლიდან.

ნიკოლოზ გვოზდეცკი
რუს. Николай Андреевич Гвоздецкий
დაბ. თარიღი 2 (15) დეკემბერი, 1913
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1994(1994-10-10) (80 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ვაგანკოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი და კარტოგრაფი[2]
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი და რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ნიკოლოზ ანდრიას ძე გვოზდეცკი დაიბადა 1913 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ პეტერბურგში, მამამისის განათლებით აგრონომის — ანდრია გვოზდეცკისა და დედამისის — პროფესიით მასწავლებლის სერაფიმა ნიკოლოზის ასულის ოჯახში. 1948 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ამ პერიოდში მკვლევარმა არაერთი საყურადღებო ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელიც მიეძღვნა კარსტის საკითხებსა და მათ პრობლემებს. აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში, გვოზდეცკიმ აღმოაჩინა და პირველმა აღწერა მდინარე ანგარის მარჯვენანაპირეთში არსებული თაბაშირის კარსტი. 1950 წლის ზაფხულში შეისწავლა ყარათაუს ქედის კარსტი, შემდეგ ამიერკავკასიის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. იმყოფებოდა ყირიმში, კავკასიაში, კარპატებში და ა.შ.

დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით, ხუთი მედლით. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობაში გაწეული დიდი სამუშოებისათვის მიენიჭა სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიდი ოქროს მედალი (1991). 1974 წელს მიენიჭა ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის დიდი ოქროს მედალი. მინიჭებული აქვს ასევე დიმიტრი ანუჩინის სახელობის პრემია (1969).

54 მონოგრაფიის და 800-მდე სამეცნიერო ხასიათის სტატიის ავტორია. ნიკოლოზ გვოზდეცკის სახელობისაა კარსტული შახტი ყირიმში და მსხვილი გროტები ურალსა და ციმბირში.

თხზულებები რედაქტირება

  • Карст, 2 изд., М., 1954;
  • Физическая география Кавказа, вып. 1—2, М., 1954—58;
  • Кавказ, М., 1963;
  • Физико-географическое районирование СССР, М., 1968 (თანაავტ.);
  • Советские географические исследования и открытия, М,, 1967;
  • История открытия и исследования Советской Азии, М., 1969 (თანაავტ.).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Меннер В. В., Спиридонов А. И. Известный советский географ и карстовед (К 60-летию Николая Андреевича Гвоздецкого) // Землеведение. Новая серия. Т. Х (L), 1974. С. 228–244.

სქოლიო რედაქტირება

  1. Гвоздецкий Николай Андреевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Czech National Authority Database