ნიკოლოზ ბასოვი

საბჭოთა ფიზიკოსი

ნიკოლოზ ბასოვი (რუს. Никола́й Генна́диевич Ба́сов; დ. 14 დეკემბერი, 1922, უსმანი — გ. 3 ივლისი, 2001, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი, კვანტური ელექტრონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1964 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე პროხოროვთან და ჩარლზ ტაუნზთან ერთად[13].

ნიკოლოზ ბასოვი
რუს. Никола́й Генна́диевич Ба́сов
დაბ. თარიღი 14 დეკემბერი, 1922(1922-12-14)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Usman, ტამბოვის გუბერნია, საბჭოთა რუსეთი
გარდ. თარიღი 1 ივლისი, 2001(2001-07-01)[2] [3] [5] (78 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი და ბირთვული კვლევის ეროვნული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბირთვული კვლევის ეროვნული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Ksenia Tikhonovna Basova
შვილ(ებ)ი Dmitri N. Basov
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, ნობელის პრემია ფიზიკაში[6] [7] , ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, კალინგის პრემია[8] , მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[9] , ლენინური პრემია, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნამგალი და ურო, honorary doctorate of the University Polytechnic of Madrid[10] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი[11] [12] , Russian President's Prize in the field of education და Edward Teller Award

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ნიკოლოზ გენადის ძე ბასოვი დაიბადა 1922 წლის 14 დეკემბერს სოროჟენის ოლქის ქალაქ უსანში, ვოროჟენის სატყეო ინსტიტუტის პროფესირის ოჯახში[14]. ბასოვმა 1940 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო შემდგომ იგი ჯარში გაიწვიეს, რომელიც დაასრულა 1943 წელს, სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტის წოდებით[14]. დიდი სამამულო ომის პრეიოდში იგი იბრძოდა უკრაინის ფრონტზე და გერმანიაში.

მოღვაწეობა რედაქტირება

ნიკოლაი ბასოვმა 1950-იანი წლების დასაწყისში ბასოვმა დაიწყო ელექტრომაგნიტური გამოსხივების იმ ნივთიერებებთან ურთიერთქმედების შესწავლას, რომლებმაც შემდგომში მოგვცეს პირველი წარმოდგენა კვანტურ გენერატორებსა და გამაძლიერებლებზე.

ბასოვი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც შეაფასა კვანტური ელექტრონიკის პრინციპების გავრცელების მნიშვნელობა ელექტრომაგნიტური ტალღების ოპტიკურ არეზე. მისი აზრით ამან ფიზიკოსებს საშუალება მისცა ფიზიკური მოვლენების მთელი კომპლექსის გამოკვლევისა. ოპტიკურ სიხშირეზე მაზერთა გავრცელებისუდიდესი მნიშვნელობა დადასტურდა ლაზერთა ფიზიკისა და ტექნიკის განვითარებით. საბოლოოდ ამ ყველაფერმა მიგვიყვაა ოპტიკის აღორძინებამდე.

1957 წელს ბასოვი იწყებს ლაზერთა გამოკვლევას ფიზიკური პირობების ანალიზით, რაც აუცილებელია უწონასწორო მდგომარეობის რეალიზაციისათვის ნახევრადგამტარებში. ეს გამოკვლევა მეტად რთული აღმოჩნდა იმდოის ტექნოლოგიის ფონზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, 1962 წელს შესაძლებელი გახდა ისეთი ტიპის ლაზერის შექმნა, რომელმაც იმთავადვე ფართო გამოყენება პოვა.

1959 წელს ნიკოლოზ ბასოვს მიენიჭა ლენინური პრემია.

1961 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებისას ბასოვმა ყურადღება მიაქცია ლაზერების გამოყენებაზე თერმობირთვული სინთეზის მართვად რეაქციებში. შემდგომში ამ სფეროში განხორციელებულმა ბასოვის გამოკვლევებმა მიგვიყვანა ლაზერის საშუალებით განხორციელებული თერმობირთვული სინთეზის მეთოდების დამუშავებამდე.

1963 წელს ბასოვმა აგრეთვე დაასაბუთა ლაზერთა თერმული აღგზნების ახალი მეთოდები, რომელთა თეორიულმა დამუშავებამ მიგვიყვანა გაზოდიმანიკური ლაზერების შექმნამდე. მომდევნო წლებში მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს ქიმიური კვანტური გენერატორების შექმნა.

1970 წლიდან დაწყებული ბასოვი ხელმძღვანელობდა მთელ რიგ ნაყოფიერ გამოკვლევებს მაღალი წნევის აირულ ლაზერებში — ეგრეთ წოდებულ ელექტრო-იონიზირებულ ლაზერებში. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ბასოვი დიდ ყურადღებას აქცევდა ინფორმაციის ოპტიკური მეთოდების დამუშავების განვითარებას, რომლებიც არსებითად ეყრდნობოდა ნახევრადგამტარი ლაზერის გამოკვლევებისას მიღებულ შედეგებს.

ნიკოლოზ ბასოვი იყო საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის (მიუნხენი) პრეზიდენტი და საპატიო წევრი[15][16]. აგრეთვე იგი იყო ლებედევის ფიზიკურ ინსტიტუტის ლაბორატორიაში კვანტური რადიოფიზიკის კათედრის გამგე[13]. იგი ამ პოზიციას სიკვდილამდე იკავებდა[13].

ნიკოლოზ ბასოვი გარდაიცვალა 2001 წლის 3 ივლისს, მოსკოვში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 316-319, თბ., 1980.

სქოლიო რედაქტირება

  1. Басов Николай Геннадиевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  4. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 Munzinger Personen
  6. The Nobel Prize in Physics 1964Nobel Foundation.
  7. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  8. Kalinga Prize for the Popularization of Scienceკალინგის პრემია.
  9. Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносоваრუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
  10. https://www.upm.es/UPM/Historia/HonorisCausa
  11. APS Fellow ArchiveAmerican Physical Society.
  12. APS Council Announces 1998 APS FellowsAmerican Physical Society, 1999.
  13. 13.0 13.1 13.2 "Basov Nikolay Gennadiyevich" Archived 2010-09-26 at the Wayback Machine
  14. 14.0 14.1 "A century of Nobel Prizes recipients: chemistry, physics, and medicine", Francis Leroy. CRC Press, 2003. ISBN 0-8247-0876-8, ISBN 978-0-8247-0876-4. p. 174-175.
  15. http://www.ias-icsd.org/resources/ICSD-IAS-Founding-Members-1989.pdf
  16. http://www.ias-icsd.org/history.html