ნიკოლას კეიჯი (ინგლ. Nicolas Cage ნამდ. სახელი: ნიკოლას კიმ კოპოლა, დ. 7 იანვარი, 1964) — ამერიკის კინო-აკადემიის ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი.

ნიკოლას კეიჯი

ნიკოლას კეიჯი 2013 წელს
დაბადების სახელი ნიკოლას კიმ კოპოლა
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1964 (1964-01-07) (60 წლის)
ლონგ-ბიჩი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი;
აქტიური 1980-იდან დღემდე.
მეუღლე(ები) პატრიცია არკეტი (1995-2001)
ლიზა მარია პრესლი (2002-2004)
ალისა კიმი (2004-დან დღემდე)
მშობლები მამა: აუგუსტ კოპოლა
დედა: ჯოი ვოგელსანგი
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

1995 — ლას-ვეგასის დატოვებისას

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ლონგ-ბიჩზე, კალიფორნია, აუგუსტ კოპოლას (იტალიელი ამერიკელი მწერალი და პროფესორი) და ჯოი ვოგელსანგის (გერმანული წარმოშობის ამერიკელი მოცეკვავე) ოჯახში. მშობლებმა მას ნიკოლას კოპოლა დაარქვეს. მაგრამ მან შეცვალა თავის სახელი ნიკოლას კეიჯით, რათა არ ესარგებლა თავისი ცნობილი ბიძის ფრენსის ფორდ კოპოლას სახელით და თავისით დაეწყო მსახიობის კარიერა. 1976 წელს კეიჯის მშობლები განქორწინდნენ და ის ბევერლი-ჰილსში გადადის მამასთან. კეიჯი ფრენსის ფორდ კოპოლასა და ტალია შაირის ბიძაშვილია.

კეიჯი მსახიობობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა, რისთვისაც საშუალო სკოლა ადრევე მიატოვა და სამსახიობო კარიერას მიჰყვა. სახელი ადრევე შეიცვალა, რათა განთქმული ბიძის სახელის რეპუტაციით არ ესარგებლა. გვარი კეიჯის კაპიტანი მარველის კომიკსების წიგნის გმირის ლუკ კეიჯისგან ისესხა და ასევე ავანგარდისტი კომპოზიტორი ჯონ კეიჯისგან.

1982 წელს მცირე როლი შეასრულა ფილმში „ერთი წელი რიჯმონტის სკოლაში“ (კოპოლას გვარით), რომლის უმეტესობა მონტაჟის შემდეგ იატაკზე დარჩა. შემდეგი როლები იყო 1983 წლის „მებრძოლი თევზი“ და „გოგონა ხეობიდან“, სადაც ის პირველად შენიშნეს.

ამერიკის კინო-აკადემიის ოსკარი საუკეთესო მსახიობისთვის მოიპოვა ფილმში „ლას-ვეგასის დატოვებისას“ (1995). მან მოიხვეჭა სახელი როლების ცვლით მძაფრსიუჟეტიანი ფილმებიდან უფრო სერიუზულ ხასიათობრივ დრამებზე, და შავი იუმორით. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრები იყო „იარაღის მეფე“, სადაც ის ქარიზმატულ იარაღით მოვაჭრეს ასრულებს და „სინოპტიკოსი“, დეპრესიით დაავადებული განთქმული ამინდის მაცნე.

კეიჯს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჯონი დეპის სამსახიობო კარიერის შექმნაში. ჯონი დეპს ის ჯერ კიდევ იმ პერიოდში დაუმეგობრდა, როცა ეს უკანსაკნელი კარიერაში ფეხს იდგამდა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1982 ერთი წელი რიჯმონტის სკოლაში Fast Times at Ridgemont High ბრედის მეგობარი
1983 გოგონა ხეობიდან Valley Girl რენდი
1983 მებრძოლი თევზი Rumble Fish სმოუკი
1984 მთვარესთან რბოლა Racing with the Moon ნიკი
1987 შეშლილი Moonstruck რონი
1987 არიზონას გაზრდა Raising Arizona ჰაი მაკდონაჰი
1990 გულით ველურნი Wild at Heart სეილორი
1995 ლას-ვეგასის დატოვებისას Leaving Las Vegas ბენ სანდერსონი
1997 ორმაგი სახე Face/Off კასტორ ტროი/შონ არჩერი
1998 ანგელოზთა ქალაქი City of Angels სეთი
1999 მკვდრეთით აღმსდგარი Bringing Out the Dead ფრენკ პირსი
2000 გატაცება სამოც წამში Gone in Sixty Seconds რენდალ რეინსი
2002 ადაპტაცია Adaptation ჩარლი კაუფმანი
2002 ეროვნული საგანძური National Treasure ბეჟამენ გეიტსი
2005 იარაღის მეფე Lord of War იური ორლოვი
2005 სინოპტიკოსი The Weather Man დევიდ სპრიცი
2008 სახიფათო ბანგკოკი Bangkok Dangerous ჯოი
2014 დარჩენილები Left Behind რეიფორდ სტილი

პირადი ცხოვრება რედაქტირება

მას ჰყავს ვაჟი, უესტონ კოპოლა კეიჯი (დ. 1990), მოდელი კრისტინა ფულტონისგან. 1995 წლის 8 აპრილს მან იქორწინა მსახიობ პატრიცია არკეტთან, თუმცა ისინი 2001 წელს განქორწინდნენ. 2002 წელს ის ლიზა მარია პრესლიზე ქორწინდება და ოთხ თვეში ისევ განქორწინებაზე შეაქვს საბუთები; საბოლოოდ 2004 წელს გაეყარა. იმავე წლის ივლისში ქორწინდება ყოფილ მიმტან ელის კიმზე. მისგან ეყოლა მეორე ვაჟი კალ-ელ კოპოლა კეიჯი (დაიბადა 2005 წელს ნიუ-იორკში). კეიჯი კომიქსების წიგნების დიდი ფანია, რომელშიც მისი ფავორიტია მარველის კომიქსებიდან მოჩვენება რაიდერი (Ghost Rider).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: