მიკოლაივის საზღვაო სავაჭრო პორტი

(გადამისამართდა გვერდიდან ნიკოლაევის საზღვაო სავაჭრო პორტი)

მიკოლაივის საზღვაო სავაჭრო პორტიუკრაინის საზღვაო ტრანსპორტის საწარმო, რომელიც სთავაზობს ტვირთის გადაზიდვების შემდეგ სახეებს: ტვირთების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი.

მიკოლაივის საზღვაო სავაჭრო პორტი
ტიპი სახელმწიფო საწარმო
დარგი სატრანსპორტო-ტვირთის ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი
დაფუძნდა 1862
მმართველი
ვასილი ივანიუკი
საიტი portnikolaev.com

მდებარეობა რედაქტირება

პორტის მდებარეობა: განედი - 46°'56', გრძედი - 34°57'. ნიკოლაევის საზღვაო სავაჭრო პორტი მდებარეობს ქალაქ მიკოლაივში სამხრეთ ბუგის მარცხენა სანაპიროზე, დნეპრის ლიმანის შესართავამდე მაღლა დინებით 35 კმ-ზე. პორტი შეერთებულია შავ ზღვასთან ბუგი-დნეპრის-ლიმანის არხით (БДЛК), რომელიც გადის დნეპრო-ბუგის ლიმანზე და მდინარე სამხრეთ ბუგზე. ის იწყება კუნძულ ბერეზანთან და გრძელდება 44 მილი ნიკოლაევის პორტამდე. არხი შედგება 13 მუხლისაგან რომელთაგან, 6 დნეპრის ლიმანზეა დანარჩენი კი მდ. სამხრეთ ბუგზე. პორტი აღჭურვილია თანამედროვე ყველა სახის კავშირებით.

ნაოსნობის რეჟიმი რედაქტირება

პორტის აკვატორიასა და არხში დაიშვება გემები სიგრძით - 215 მ., სიგანით - 30 მ-მდე და 9,8 მ-მდე სიღრმემდე. თუ კი გემების სიგრძე აღემატება 187 მ-ს მაშინ ისინი ბუქსირების თანხლებით ცურავენ. ნავიგაცია პორტში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. წლის ცივ პერიოდში (ნოემბრიდან - აპრილამდე) არის N, NЕ, V, NW ქარები. აპრილიდან - ოქტომბერამდე - NЕ, S, SE ქარები. ქარის საშუალოთვიური სიჩქარეა 3-6 მ/წმ. ხოლო ქარები 15 მ/წმ სიჩქარით უმეტესად ზამთარშია. პორტის აკვატორია ქარებისაგან არაა დაცული ამიტომ, პატარა გემებისათვის იქ დგომა სახიფათოა. ზამთრის პერიოდში როდესაც ლიმანი იყინება ცხადდება - ყინულოვანი კომპანია, რომლის დროსაც პორტის ბუქსირებს გემები ქარავნებით მიჰყავთ პორტში და უკან.

მაჩვენებლები რედაქტირება

პორტი შეერთებულია დნეპრო-ბუგის ლიმანის არხით შავ ზღვასთან.

  • პორტის ტერიტორია: 97,3 ჰა
  • პორტის აკვატორია: 224,5 ჰა
  • პორტის ნავმისადგომების საერთო სიგრძე: 2962,2
  • მაქსიმალური მისაღები სიღრმე ნაპირთან: 10,3 (მტკნარ წყალში)
  • პორტში ლიანდაგების სიგრძეა: 24,6 კმ
  • ნავმისადგომების რაოდენობაა: 15

პორტს გააჩნია საპორტო პუნქტი ოჩაკოვი (სადაც იგეგმება საზღვაო პორტის მშენებლობა), რომელიც ახლა მის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს. საპორტო პუნქტს აქვს 3 ნავმისადგომი გამოიყენება ხორბლეულისა და სხვა ტვირთების გადასატვირთად. პორტ პუნქტში გადამუშავდება გემები, რომლის სიგრძეა - 120 და 3 -მდე წყალწყვით.

ისტორია რედაქტირება

1862 წლის 1 ივლისს, ბოგდან ფონ გლაზენაპის ხელშეწყობით, გახსნილი იქნა კომერციული პორტი უცხოური გემებისათვის 1 კლასის საბაჟოსთან ერთად, და ქალაქი უცხოელთა მისაღებად და საცხოვრებლად. პორტში ექსპორტზე გასაგზავნად უმთავრესად იყო ხორბლეული, თუმცა ასევე გამოჩნდა საკმაო რაოდენობით რკინის მადანი კრივი-რიჰიდან, და ნახშირი დონეცკიდან.

1875 წელს უცხოურმა თვირთბრუნვამ მიაღწია 11 500 000 ფუთს. ჩატვირთვა-გადმოტვირთვით სამუშაოებს ხელოვნურად აწარმოებდნენ. ბარჟებიდან ჩატვირთვის დროს ზაფხულობით იყენებდნენ მცურავ ამწეებს.

1888 წლიდან 1913 წლამდე სახელმწიფო სახსრებზე აგებული იქნა გრანიტის სანაპირო, საკაბოტაჟე ყურე, ქალაქის საერთაშორისო სანაპირო, და მიწამწოვი გემების სადგომი.

1912 წელს პორტის საერთო ტვირთბრუნვამ 2 მილიონი შეადგინა, მათგან - 80 % ხორბლეული იყო.

2009 წელს საერთო ტვირთბრუნვა 8,007 მილიონი ტონა შეადგინა [1]

მისამართი რედაქტირება

  • მიკოლაივის საზღვაო სავაჭრო პორტი.

ზავოდსკაიას ქუჩა, 23, ქ. მიკოლაივი, 54004, უკრაინა. Telex: 272121 PORT UX ; 272148 FUNAI UX E-Mail: admin@seaport.aip.mk.ua URL: http://www.portnikolaev.com/ დაარქივებული 2006-06-28 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-03-17.