ნიკიფორე I (ბიზანტია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკიფორე I (მრავალმნიშვნელოვანი).

ნიკიფორე I (დ. 760 — გ. 26 ივლისი, 811) — ბიზანტიის იმპერატორი 802–811 წლებში. წარმოშობით არაბი. დედოფალ ირინეს მმართველობის ხანაში (797–802) ეკავა დიდი მოხელის პოსტი. ტახტი ხელთ იგდო შეთქმულების მეოხებით. გაატარა მრავალი რეფორმა, ხელს უწყობდა ვაჭრობას, ფლოტის მშენებლობასა და არმიის გაძლიერებას. სახელმწიფო ხაზინის შესავსებად ეკლესია-მონასტრებისა და ზოგიერთ რეპრესირებულ დიდებულთა სიმდიდრეს იყენებდა. მართალია რელიგიური პოლიტიკის გატარებისას ნიკიფორე I ხატთაყვანისმცემლობის მომხრე იყო, მაგრამ მწვალებელთა მიმართ შემწყნარებლობას იჩენდა, რითაც ბერ-მონაზვნებისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უმაღლესი წარმომადგენლები საბოლოოდ გადაიკიდა. არაბებთან ბრძოლაში დამარცხდა. ებრძოდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჩამოსახლებულ სლავებს და ხელს უწყობდა ამ ტერიტორიის ელინიზაციას. სცნო კარლოს დიდის ფრანკთა იმპერია და მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა მასთან. დაიღუპა ბულგართა წინააღმდეგ პლისკას ბრძოლაში (809–811)

ნიკიფორე I, ავტ. ჟამთააღმწერელი: კონსტანტინე მანასისი.

ლიტერატურა რედაქტირება