ნიკიფორე ქსანთოპულოსი

ნიკიფორე ქსანთოპულოსი (ბერძ. Νικηφόρος Κάλλιστος Ξανθόπουλος; დ. 1256, კონსტანტინოპოლი — გ. 1335) — XIII-XIV საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსი. მას ეკუთვნის „საეკლესიო ისტორია“, რომელიც 18 წიგნისგან შედგება და აღწერის ქრისტიანობის ისტორიას ქრისტედან 610 წლამდე. ნიკიფორე ქსანთოპულოსი აპირებდა წიგნის მიყვანას 911 წლამდე, მაგრამ ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. არსებობს ვარაუდი, რომ „საკლესიო ისტორია“ ნიკიფორე ქსანთოპულოსის ორიგინალური ნაშრომი არ არის და მან გადაამუშავა X საუკუნის ავტორი, რომელშიც თხრობა 920 წლამდე იყო მისული. „საეკლესიო ისტორიის“ წყაროებად გამოყენებულია ევსევი პამფილე, ფილონ ალექსანდრიელი, იოსებ ფლავიოსი, კლემენტი ალექსანდრიელი, იპოლიტე, ერმია სოზომენე, პრისკე პანიონელი, სოკრატე სქოლასტიკოსი, პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი და სხვები. ნაშრომში მოცემულია ცნობები ქართლის და აბაზგების გაქრისტიანების, ანდრია მოციქულის მიერ საქართველოში ქადაგების, ევაგრე ქართველის შესახებ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყაუხჩიშვილი, ს., ნიკიფორე ქსანთოპულოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 97-118.