ნიკარაგუის მდინარეები

ნიკარაგუის მდინარეების უმეტესობა მოედინება კარიბის ზღვის სანაპიროსთან და მოეკუთვნებიან კარიბის ზღვის აუზს. რიო სან ხუანი არის ნიკარაგუის ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი მდინარე. იგი ჩაედინება კარიბის ზღვაში და ტბა ნიკარაგუას აკავშირებს კარიბის ზღვასთან. ნიკარაგუის ტერიტორიაზე უნდა გაკეთებულიყო სამდინარო გზა, რომელიც ცნობილია ნიკარაგუის არხის სახელით, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ატლანტისა და წყნარი ოკეანეები. 2007 წლიდან აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე ფიქრი კვლავ დღის მთავარი თემაა.

ლოს გუატუსოს ბუნებრივი თავშესაფარი. მდებარეობს ტბა ნიკარაგუის სამხრეთით და აღმოსავლეთიდან საზღვრავს რიო სან ხუანი

რიო გრანდე და მისი შენაკადები არის ყველაზე დიდი სამდინარო სისტემა ნიკარაგუაში. რიო ესკონდადო კი კარიბისა და წყნარი ოკეანის სანაპიროების ძირითადი დამაკავშირებელი სამდინარო გზაა, რიო კოკო კი საზღვრავს ნიკარაგუასა და ჰონდურასს და არის ცენტრალური ამერიკის უდიდესი მდინარე. სხვა მთავარ მდინარეთა შორის აღსანიშნავია მდინარე ტიპიტაპა ნიკარაგუისა და მანაგუის ტბების დაამაკავშირებელი.

ნიკარაგუის მდინარეების სია რედაქტირება