ნეშათი გურჯი (ნამდვილი სახელი მოჰამად ბაყერ-ბეგი) (დ. წელი უცნობია — გ. 1819), ირანელი პოეტი და ლიტერატორი.

დაიბადა ირანის სეფიან მეფეთა კარზე მოღვაწე ქართველის ოჯახში. აჰმად-ბეგ ახთარის უმცროსი ძმა. ქერიმ-ხან ზენდის (1797-1834) შვილის ებრაჰიმ-ხან ანვარის სამსახურში იყო. ავტორია 5-6 ათასი (სხვა წყაროთი 2000) ბაითის შემცველი დივანისა (კასიდა, ღაზალი და სხვა). ძმის აჰმად-ბეგის სიკვდილის შემდეგ მის მიერ დაწყებული თანამედროვე პოეტების მიმოხილვის გასრულება განიზრახა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. ეს საქმე თავს იდო ხაკანის დაახლოებულმა პირმა ფაზელ-ხან ჯარჩიბაშიმ, რომელმაც მას „ანჯომანეხაყანი“ („ხაკანის საზოგადოება“) უწოდა. ამ კრებულში შეტანილია ნეშათი გურჯის ნაწარმოებათა 26 ფრაგმენტი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თოდუა მ., ქართლ-სპარსული ეტიუდები, წგნ. 1-2, თ., 1971-1975;
  • შონია მ., ქსე, ტ. 7, გვ. 399, თბ., 1984