ნერსესის სასწავლებელი

ნერსესის სასწავლებელისომხური სასულიერო სემინარია, დაარსდა 1824 წელს თბილისში სომხური ეკლესიის არქიეპისკოპოსის ნერსეს აშტარაკელის ინიციატივით. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში საეკლესიო-სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კადრების ნაკლებობის გამო ამ სემინარიის ბოლო კლასს პედაგოგიური მიმართულება მიეცა და ნერსესის სასწავლებელი სასულიერო-საერო სასწავლებლად გადაიქცა. აქ სწავლობდნენ მწერალ-პედაგოგები ხაჩატურ აბოვიანი და ღაზაროს აღაიანი, პუბლიცისტ-პედაგოგი ს. ნაზარიანი, პოეტი ჰოვანეს თუმანიანი, პროზაიკოსი პერჭ პროშიანი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე ანასტას მიქოიანი და სხვები. სემინარიაში მუშაობდნენ პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები. 1921 წელს სასწავლებელი დაიხურა.[1]

2005 წლიდან სასწავლებლის შენობა კავკასიის უნივერსიტეტის საკუთრებაშია.[2] 2006 წელს დაიწყო მისი აღდგენითი სამუშაოები, თუმცა დროებით შეფერხდა. პროცესი 2016 წელს გაგრძელდა. 2017 წლიდან შენობა უნივერსიტეტის კამპუსია.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 394.
  2. CU კამპუსი. კავკასიის უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2022
  3. კავკასიის უნივერსიტეტის 20 წლის იუბილე და ახალი კამპუსი. On.ge (20 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2022