ნეპალის პრეზიდენტი

ნეპალის პრეზიდენტინეპალის კონსტიტუციის მიხედვით არის სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია ხუთთი წლის ვადით. აღნიშნული თანამდებობა დაარსდა 2008 წლის მაისში ქვეყნის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ. ამჟამინდელი პრეზიდენტი რამ ჩანდრა პაუდელი თანამდებობაზეა 2023 წლის 13 მარტიდან.

ნეპალის პრეზიდენტი
მიმართვის სტილი მისი ღირსება
რეზიდენცია რასტრაპატი ბჰავანი
დამნიშვნელი არაპირდაპირი არჩევნები
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი
დაარსდა 28 მაისი 2008
პირველი თანამდებობაზე რამ ბარან იადავი
საიტი www.presidentofnepal.gov.np

თანამდებობის დაარსება რედაქტირება

2007 წლის იანვარში მიღებული დროებითი კონსტიტუციის თანახმად, ნეპალის მეფეს ჩამოერთვა მართვის ყველანაირი უფლება, ხოლო 2008 წელს არჩეულ ნეპალის დამფუძნებელ ასამბლეას პირველ შეხვედრაზე უნდა გადაეწყვიტა გაგრძელდებოდა მონარქია თუ რესპუბლიკას გამოაცხადებდნენ. მონარქის უფლებების შეჩერების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას ასრულებდა პრემიერ-მინისტრი გირიჯა პრასად კოირალა. 2008 წლის 28 მაისს ასამბლეამ მხარი დაუჭირა მონარქიის გაუქმებას. რამ ბარან იადავი აირჩიეს პირველ პრეზიდენტად და ასე დასრულდა 247 წლიანი მონარქიის ისტორია ნეპალში.

არჩევის პროცესი რედაქტირება

პრეზიდენტობის უფლება რედაქტირება

ნეპალის 2015 წლის კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 64-ე მუხლის მიხედვით:

  1. პირს შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
    • აქვს უფლება გახდეს ფედერალური პარლამენტის წევრი
    • შეუსრულდა 45 წელი
    • არ არღვევს რომელიმე კანონს.
  2. პირველ პუნქტში მითითებული პირობების მიუხედავად, პირს, რომელიც უკვე არჩეულია პრეზიდენტად ორი ვადით, არ აქვს უფლება იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში.

არჩევა რედაქტირება

ნეპალის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი, კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 62-ე მუხლის შესაბამისად, შემდეგია:

  1. პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც ფედერალური პარლამენტისა და პროვინციების ასამბლეის წევრებისგან შედგება. გათვალისწინებული უნდა იყოს დეპუტატთა ხმის წონაში განსხვავება, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
  2. პრეზიდენტის არჩევნების შემაფერხებელი არ გახდება ის გარემოება, თუ პროვინციების ასამბლეის არჩევნები არ ჩატარებულა არც-ერთ პროვინციაში.
  3. პრეზიდენტად აირჩევა პირი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის არსებული წევრების საერთო რაოდენობის ხმების უმრავლესობას, პირველ მუხლთან შესაბამისად.
  4. თუ რომელიმე კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების უმრავლესობა, უნდა ჩატარდეს კენჭისყრის მეორე ტური პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატს შორის. ამ კენჭისყრაში პრეზიდენტად აირჩევენ მას, ვინც ხმების ორმოცდაათ პროცენტზე მეტს მიიღებს.
  5. თუ მეორე ტურში ორი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების ორმოცდაათ პროცენტზე მეტს, მაშინ ჩატარდება ხელახალი კენჭისყრა. პრეზიდენტად აირჩევენ ნებისმიერი პირს, ვინც მიიღებს ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობას.
  6. თუ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული პირი უკვე იკავებს რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობას არჩევის, წარდგენის ან დანიშვნის გზით, ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობა ავტომატურად ვაკანტური ხდება.
  7. პრეზიდენტის არჩევა და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები განისაზღვრება კანონით.

კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 70-ე მუხლში ნათქვამია, რომ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა უნდა განხორციელდეს ისე, რომ წარმოადგენდეს განსხვავებულ სქესს და/ან თემებს. ეს საშუალებას იძლევა წარმოადგინონ ქალი და უმცირესობათა თემები ქვეყნის ორ უმაღლეს თანამდებობაზე.

თანამდებობის დაკავება რედაქტირება

უფლებამოსილების ვადა რედაქტირება

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა არის ხუთი წელი. პრეზიდენტი შეიძლება აირჩიონ რამდენჯერმე, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ ზედიზედ. ამასთან, პრეზიდენტს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, შეუძლია დროებით დარჩეს თანამდებობაზე მანამ, სანამ მის მემკვიდრეს არ აირჩევენ და არ დადებს ფიცს.

უფლებამოსილების შეწყვეტა რედაქტირება

პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს:

  1. თუ იგი დაწერს განცხადებას გადადგომის შესახებ;
  2. იმპიჩმენტის შემთხვევაში;
  3. თუ იგი შეწყვეტს წარმომადგენელთა პალატის წევრობას;
  4. თუ გარდაიცვლება.

ძალაუფლება რედაქტირება

პრეზიდენტის ძალაუფლება თითქმის მთლიანად ცერემონიალურია. ნეპალში პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერათაც კი არ ითვლება, კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია მინისტრთა საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის მცველი; პრეზიდენტის ძირითადი მოვალეობებია კონსტიტუციის დაცვა. პრეზიდენტის ძირითადი ფუნქციები, მოვალეობები და უფლებამოსილებები ასახულია კონსტიტუციის მე-6 ნაწილის 66-ე მუხლში.

ნეპალის პრეზიდენტების სია რედაქტირება

სურათი სახელი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
1.   რამ ბარან იადავი 23 ივლისი 2008 29 ოქტომბერი, 2015
2.   ბიდჰია დევი ბჰანდარი 29 ოქტომბერი, 2015 13 მარტი, 2023
3.   რამ ჩანდრა პაუდელი 13 მარტი, 2023 დღემდე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება