ნემეის ლომიჰერაკლეს ციკლის თქმულებიდან ცნობილი მხეცი, ტიფონისა და ექიდნის ან ექიდნისა და გერიონის ძაღლის ორთროსის საზარელი ნაშიერი, რომელმაც მთელი არგოლიდა ლამის უდაბნოდ აქცია. ყველგან საქონლისა და ადამიანთა გვამები და ძვლები ეყარა. სოფოკლემ ნადირს უწოდა „მწყემსთა რისხვა“ („ბუკოლინ ალასტორ ლეონ“). ვერც ერთმა გმირმა ვერ შესძლო მისი მოკვლა, მხოლოდ ჰერაკლემ ევრისთევსის პირველი დავალებით ნახა, დაჭრა, შეიპყრო და გაგუდა. სწორედ ეს სცენაა ასახული ანტიკური ხელოვნების უამრავ ნიმუშში.

ჰერაკლე გუდავს ნემეის ლომს

ლიტერატურა რედაქტირება

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 266, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: