ნეზიჰე მუჰიდინ თეფედელენგილი (თურქ. Nezihe Muhiddin Tepedelengil; დ. 1889, სტამბოლი — გ. 10 თებერვალი 1958, სტამბოლი, თურქეთი) — ოსმალეთ-თურქი მოაზროვნე, აქტივისტი, ჟურნალისტი, ქალთა უფლებების დამცველი და პოლიტიკოსი ქალი.

ნეზიჰე მუჰიდინი
დაბადების თარიღი 1889
დაბადების ადგილი Kandilli, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 თებერვალი, 1958(1958-02-10)[1]
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
დასაფლავებულია ზინჯირლიქუიუს სასაფლაო
საქმიანობა აქტივისტი, მწერალი, ჟურნალისტი, ქალთა უფლებების დამცველი, პოლიტიკოსი და suffragist
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 თურქეთი

XX საუკუნეში, იმპერიის დროს ცდილობდა მოახდინა ქალების ინტეგრირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხოლო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, იბრძოდა ქალების პოლიტიკური უფლებების დასაცავად და მათი როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამით ის იყო ქალთა პირველი უფლებების დამცველი ქალი. აგრეთვე თურქეთში პირველი პოლიტიკური პარტიის ფუძემდებელია.

20 რომანის, 300 მოთხრობის, პიესების, სცენარების ავტორია.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1989 წელს სტამბოლის უსკუდარის რაიონში, ქალბატონი ზეჰრას და პროკურორის, ასევე სისხლის სამართლის მოსამართლის მუჰიდინ ბეის ქალიშვილი.[2] სპეციალური განათლება მიიღო სახლში. ისწავლა სპარსული, არაბული, გერმანული და ფრანგული ენები. ახალგაზრდობიდან დაინტერესებული იყო პოლიტიკური და სოციალური საკითხებით, დიდ ყურადღებას აქცევდა ქალების მდგომარეობაზე ქვეყანაში.[3] თავის ბიძის ქალიშვილთნ, ქალბატონ ნაქიესთან და დედესთან ერთად მსჯელობდნენ ქალების სოციალურ პრობლემებზე.[4]

1909 წელს, "Maarif Nezareti"-ს გამოცდა მოიგო და მოეწყო გოგოებისთვის სკოლაში მასწავლებლად.[5] სკოლასთან ერთად, განაგრძო შეუწყვეტლად ქალთა უფლებების დაცვის საქმე. მუშაობის დაწყებასთან ერთად, გამოვიდა მისი სტატიები გაზეთებში, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და პედაგოკიგის თემებზე.

რომანები რედაქტირება

წელი თურქულად ქართულად
1911 Şebab-i Tebah დაკარგული ახალგაზრდობა
1929 Benliğim Benimdir ჩემი ეგო ჩემია
1931 Türk Kadını თურქი ქალი
1933 Güzellik Kraliçesi სილამაზის დედოფალი
1934 İstanbul'da Bir Landru ლანდრუ სტამბოლში
1934 Bozkurt რუხი მგელი
1936 Ateş Böcekleri ღამის მნათობი
1939 Bir Aşk Böyle Bitti სიყვარული ასე დამთავრდა
1943 Avere Kadın ქალი
1943 Bir Yaz Gecesiydi იყო ზაფხულის ღამე
1943 Çıngıraklı Yılan გველი
1943 Çıplak Model შიშველი მოდელი
1943 İzmir Çocuğu იზმირელი ბავშვი
1943 Kalbim Senindir ჩემი გული შენია
1944 Gene Geleceksin კიდევ ჩამოხვალ
1944 Sabah Oluyor თენდება
1944 Sus Kalbim Sus გაჩუმდი გულო, გაჩუმდი

ლიტერატურა რედაქტირება

  • Yaprak Zihnioğlu: Bir Osmanlı Türk kadın hakları savunucusu: Nezihe Muhiddin". 1999
  • Belma Ötüş-Baskett, Ayşegül Baykan: Nezihe Muhittin ve Türk Kadını 1931. İletişim Yayıncılık, Istanbul 1999
  • Yaprak Zihnioğlu: Kadınsız İnkılap/ Nezihe Muhiddin, Kadınlar Halk Fırkası, Kadın Birliği. Metis Yayınları, Istanbul 2003

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება