ნევშატელის ტბა (ფრანგ. Lac de Neuchâtel; გერმ. Neuenburgersee) — ტბა დასავლეთ შვეიცარიაში. ტბის დიდი ნაწილი მოქცეულია ნევშატელის კანტონის ტერიტორიაზე, დანარჩენი მცირე მონაკვეთი – ვოს, ფრიბურისა და ბერნის კანტონების ტერიტორიაზე. ნევშატელის ტბა მდებარეობს იურის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 429 მ სიმაღლეზე. სიგრძე დაახლოებით 40 კმ, სიგანე 8 კმ-მდე. ფართობი 218,3 კმ². უდიდესი სიღრმე 152 მ. ფშანით შეერთებულია ბილის ტბასთან, რომლითაც მდინარე აარეთი უკავშირდება მდინარე რაინს. მოქცეულია მთლიანად შვეიცარიის ტერიტორიაზე, რის გამოც მიჩნეულია ამ ქვეყნის უდიდეს ტბას.

ნევშატელის ტბა
ნევშატელის ტბა
ნევშატელის ტბა
კოორდინატები: 46°54′ ჩ. გ. 6°51′ ა. გ. / 46.900° ჩ. გ. 6.850° ა. გ. / 46.900; 6.850
მდებარეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე ზღვის დონიდან 429 
სიგრძე 38.3 კმ
სიგანე 8.2 კმ
ფართობი 218.3 კმ²
საშუალო სიღრმე 64.2 
მაქსიმალური სიღრმე 152 
ნევშატელის ტბა — შვეიცარია
ნევშატელის ტბა

ერთვის რამდენიმე შენაკადი, მათ შორის მნიშვნელოვანია: ორბი, არნონი და სხვა. დასავლეთ ნაპირები მთაგორიანი და ციცაბოა, აღმოსავლეთი — დამრეცი. მკაცრ ზამთარში იყინება. ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე გაშენებულია ქალაქი ნევშატელი, სამხრეთ სანაპიროს სიახლოვეს ქალაქი ივერდონია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება